⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.01.2010)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 27.11.2008
ძალის დაკარგვა 29.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №279
სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.012.422
გამოქვეყნების წყარო სსმ, 168, 27/11/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,505 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2008 მიღება
29.01.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.22.027.012.422 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №279 2008 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 25 ოქტომბრის №22 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი დანართი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) შიდა უწყებრივი კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც წარმართავს პროკურატურის ორგანოებში სამართალდარღვევათა გამოვლენის, თავიდან აცილებისა და მათზე კანონის შესაბამისი რეაგირების მიზნით მიმართულ მუშაობას, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს პროკურატურის ორგანოებში განხორციელებულ საკადრო პოლიტიკას. 2. თავის საქმიანობაში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში პროკურატურის სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით წინასწარი გამოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს; სამსახურებრივი მოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა მიერ სხვა სახის სამართალდარღვევებისა და პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტებზე; მოქალაქეთა კანონიერი უფლებების შელახვის, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის უგულვებელყოფის, საშემსრულებლო და შრომის დისციპლინის დარღვევების ფაქტების გამოვლენა, შემოწმება და მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებების წარდგენა; დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საქმიანობის მიმართულებანი 1. დეპარტამენტის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს პროკურატურის მუშაკთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე ან პროკურატურის მუშაკთა მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტებზე საჩივრების, განცხადებების, შეტყობინებების ან სხვა ცნობების განხილვა-გადაწყვეტა სამსახურებრივი მოძიების ან წინასწარი გამოძიების ჩატარების გზით. 2. დეპარტამენტი ატარებს სამსახურებრივ მოძიებას პროკურატურის მუშაკის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, მისთვის მინდობილი სამსახურებრივი ქონების დაკარგვის (დაზიანების) შემთხვევაში. 3. სამსახურებრივი მოძიების ჩატარების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან შეუფერებელი საქციელის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივრები და განცხადებები, პროკურატურის „ცხელი ხაზიდან“ მიღებული შეტყობინებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), პროკურატურის მუშაკთა მოხსენებითი ბარათები და ინფორმაციები, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ცნობები, დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი შესაბამისი ფაქტები და მთავარი პროკურორის ცალკეული დავალებები. 4. დეპარტამენტის დასკვნა სამსახურებრივი მოძიების შეწყვეტის შესახებ უნდა შეთანხმდეს მთავარ პროკურორთან. 5. დეპარტამენტის გადაწყვეტილება, გამოტანილი დადგენილების სახით, შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. 6. დეპარტამენტის უფროსს განსაკუთრებულ შემთხვევებში მთავარ პროკურორთან შეთანხმებით უფლება აქვს მოითხოვოს პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების მუშაკთა მონაწილეობა სამსახურებრივი მოძიების ჩატარების პროცესში. 7. სამსახურებრივი მოძიების ან სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარი გამოძიების პროცესში დეპარტამენტი აუქმებს პროკურორებისა და გამომძიებლების კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს ან უგზავნის მათ მთავარი პროკურატურის შესაბამის სამსახურებს კანონიერების შესწავლის მიზნით. 8. დაკისრებული ამოცანების რეალიზაციის მიზნით დეპარტამენტი უფლებამოსილია აგრეთვე: ა) მოიწვიოს პროკურატურის ნებისმიერი მუშაკი, თანამდებობის პირი ან მოქალაქე და მიიღოს ახსნა-განმარტება მოსაძიებელი ფაქტის ირგვლივ; ბ) გამოითხოვოს ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილად შესწავლას, სისხლის სამართლის საქმის ჩათვლით; გ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და მიიღოს კონსულტაციები სპეციალისტებისაგან; დ) სამსახურებრივ მოძიებასთან ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოითხოვოს და შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმეები, მასალები, საჩივრები და განცხადებები; ე) მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება მოძიებული ფაქტის ირგვლივ – შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი მოძიების თაობაზე, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ან მიიღოს სხვა გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) სამსახურებრივი მოძიების შედეგების მიხედვით მთავარ პროკურორს წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე; ზ) მთავარი პროკურატურის სხვა სამსახურებთან ერთად ან დამოუკიდებლად შეამოწმოს პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფებში საშემსრულებლო და შრომითი დისციპლინის დაცვის მდგომარეობა ნებისმიერ დროს და მთავარ პროკურორს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; თ) უზრუნველყოს მთავრ პროკურატურაში „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირება, განიხილოს ამ გზით შემოსული შეტყობინებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სისტემატური პროპაგანდა გაუწიოს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას პროკურატურის სისტემაში; ი) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან პროკურატურის მუშაკთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ან თანამდებობისათვის შეუფერებელი საქციელის გამოვლენის მიზნით; კ) განახორციელოს მთავარი პროკურორის მიერ დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი. 9. დეპარტამენტი მთავარი პროკურორის დავალებით ან მასთან შეთანხმებით: ა) მონაწილეობს პროკურატურის ორგანოების კომპლექსურ შემოწმებაში და შედეგების მიხედვით ამზადებს სათანადო დასკვნას; ბ) ორგანიზებას უწევს პროკურატურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აუდიტის ჩატარებას; გ) სამსახურებრივი მოძიების პროცესში ატარებს პროკურატურის მუშაკის სამუშაო ოთახის და ინვენტარის დათვალიერებას; დ) კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ატარებს შემოწმებას პროკურატურის მუშაკის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ, ტოქსიკურ ან ძლიერმოქმედ საშუალებათა მოხმარების ფაქტების დადგენის მიზნით.     მუხლი 4🔗. სამსახურებრივი მოძიების ვადები 1. სამსახურებრივი მოძიების ვადა განისაზღვრება ერთი თვით. აღნიშნული ვადა დეპარტამენტის უფროსის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს სამ თვემდე ვადით. სამსახურებრივი მოძიების ვადის გაგრძელების შესახებ დეპარტამენტის უფროსს წარედგინება დასაბუთებული მოხსენებითი ბარათი მოძიების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა. 2. სამსახურებრივი მოძიება მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ არა უმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვისა.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სხვა საკითხები 1. დეპარტამენტი, მთავარი პროკურატურის აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს გარდა, წერილობით შეტყობინებებს და ცნობებს ღებულობს სპეციალური ყუთიდან, რომელიც მოთავსებულია პროკურატურის სხვადასხვა ორგანოებში. მის კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტის პროკურორი დეპარტამენტის უფროსის დავალებით. 2. დეპარტამენტის მუშაკი არ მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, თუ სამსახურებრივი მოძიების ან შემოწმების ობიექტია მასთან ნათესაურ დამოკიდებულებაში მყოფი პირი, ან არსებობს სხვა გარემოებები, რომლებიც იძლევიან ვარაუდის საფუძველს ამ მუშაკის დაინტერესებაში მოძიების (შემოწმების) შედეგებისადმი. დეპარტამენტის მუშაკის აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის აცილების საკითხს – მთავარი პროკურორი. 3. დეპარტამენტის ან მისი მუშაკისათვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით, მაგრამ განეკუთვნება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფის ფუნქციას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, მთავარი პროკურორის დავალებით.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის მთავარი პროკურორის მოადგილე. მთავარი პროკურორის მოადგილეს – დეპარტამენტის უფროსს მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, ახორციელებს ყოველდღიურ კონტროლს დეპარტამენტის მუშაობაზე და პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე; ვ) წლიური შედეგების მიხედვით მთავარ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) მთავარ პროკურორს წარუდგენს ბრძანების პროექტს შემოწმების ან სამსახურებრივი მოძიების ჩატარების შესახებ; თ) მთავარი პროკურორის მითითებით ამზადებს დასკვნას იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლიან ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე ყოფნას ან სამსახურებრივ დაწინაურებას; ი) მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად პროკურატურის ნებისმიერი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ორგანოს ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება მთავარ პროკურორთან.     მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მუშაკები 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი პროკურორები; ბ) დეპარტამენტის პროკურორები. 2. დეპარტამენტის უფროსი პროკურორი და პროკურორი დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებენ საპროცესო ხელმძღვანელობას დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებაზე. 3. დეპარტამენტის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.