⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.12.2010)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 27.11.2008
ძალის დაკარგვა 31.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №280
სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.22.027.012.423
გამოქვეყნების წყარო სსმ, 168, 27/11/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,243 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.11.2008 მიღება
31.12.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.22.027.012.423 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №280 2008 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი დანართი საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი (შემდგომში – საგამოძიებო ნაწილი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი დეპარტამენტის სტატუსით. 2. თავის საქმიანობაში საგამოძიებო ნაწილი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. საგამოძიებო ნაწილის მუშაობა წარიმართება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. საგამოძიებო ნაწილის ამოცანები საგამოძიებო ნაწილის ამოცანებია: პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება; პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის ორგანოების მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და წინასწარი გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.     მუხლი 3🔗. საგამოძიებო ნაწილის უფროსი 1. საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობს საგამოძიებო ნაწილის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის მთავარი პროკურორის მოადგილე. მთავარი პროკურორის მოადგილეს – საგამოძიებო ნაწილის უფროსს მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. საგამოძიებო ნაწილის უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე. 3. საგამოძიებო ნაწილის უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს საგამოძიებო ნაწილის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს; გ) აუქმებს საგამოძიებო ნაწილის მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს; დ) სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე იძლევა წერილობით მითითებებს, მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის დავალებით აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას; ე) ანაწილებს მოვალეობებს საგამოძიებო ნაწილის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ვ) ახორციელებს კონტროლს საგამოძიებო ნაწილის მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე; ზ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს საგამოძიებო ნაწილის მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საგამოძიებო ნაწილის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ხელს აწერს საგამოძიებო ნაწილში მომზადებულ დოკუმენტებს; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა საგამოძიებო ნაწილის ამოცანების შესასრულებლად; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს საგამოძიებო ნაწილის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) პასუხისმგებელია საგამოძიებო ნაწილზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 4🔗. საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეები 1. საგამოძიებო ნაწილის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საგამოძიებო ნაწილის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. 3. საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეები: ა) მათზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფენ საგამოძიებო ნაწილის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევენ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ბ) გამოითხოვენ საგამოძიებო ორგანოებისაგან სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს, დოკუმენტებს, იძლევიან წერილობით მითითებებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საგამოძიებო-ოპერატიული გეგმის თაობაზე, მონაწილეობენ წინასწარი გამოძიების წარმოებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის დავალებით იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს; გ) სისხლის სამართლის საქმეებზე თავის დასკვნას წარუდგენენ საგამოძიებო ნაწილის უფროსს და მთავარ პროკურორს; დ) აუქმებენ საგამოძიებო ნაწილის მუშაკთა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებზე; ე) საგამოძიებო ნაწილის უფროსთან შეთანხმებით მთავარი პროკურორის წინაშე აყენებენ საკითხს მუშაკების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ვ) ხელს აწერენ საგამოძიებო ნაწილში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) საგამოძიებო ნაწილის უფროსის დავალებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. საგამოძიებო ნაწილის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი 1. საგამოძიებო ნაწილში საჯარო სამსახურს ეწევიან:    ა) უფროსი პროკურორები; ბ) პროკურორები; გ) პროკურორ-კრიმინალისტი; დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები; ე) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები; ვ) საგამოძიებო ნაწილის სპეციალისტი. 2. საგამოძიებო ნაწილის უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) პროცესუალურ ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას ღებულობენ სასამართლოში შემოსული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში; გ) მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები. 3. პროკურორ-კრიმინალისტი: ა) სარგებლობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებით; ბ) ცალკეულ შემთხვევებში უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილზე გასვლას, უშუალოდ ატარებს ან მონაწილეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში; გ) მთავარი პროკურორის ან საგამოძიებო ნაწილის უფროსის დავალებით სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას. 4. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს. 5. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება შეიძლება დაევალოს რამდენიმე გამომძიებელს. გამოძიებაში შეიძლება ჩაებან მთავარი პროკურატურის სხვა ოპერატიული მუშაკები, ავტონომიური რესპუბლიკების, საოლქო და რაიონული პროკურატურების და, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები. 6. საგამოძიებო ნაწილის მუშაკები მთავარი პროკურორის ან საგამოძიებო ნაწილის უფროსის (მასთან შეთანხმებით მისი მოადგილეების) მითითებების შესაბამისად აწარმოებენ ადგილებზე გასვლას საქმეთა გამოძიების ან ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. 7. საგამოძიებო ნაწილის მუშაკები გამოძიების მასალების საფუძველზე შეიმუშავებენ და ღებულობენ ზომებს დანაშაულის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების აღმოსაფხვრელად, ამ მიზნით თავის წინადადებებს წარუდგენენ მთავარ პროკურორს, საგამოძიებო ნაწილის უფროსს ან მის მოადგილეებს. 8. საგამოძიებო ნაწილის სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას.