,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №231
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში (სსმ III, 20.06.06წ. №82, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის (აუქციონის) პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) შენობა-ნაგებობების მიმღები პირის მიერ სხვა საკონკურსო (აუქციონის) ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 20.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №231. სარეგისტრაციო კოდი — 330.130.000.10.003.000.615.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №231, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.000.615 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8062/