საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.11.2008
ძალის დაკარგვა 13.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №183
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.030.012.438
გამოქვეყნების წყარო სსმ, 169, 28/11/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| 1. | სახელი, გვარი |
| 2. | დაბადების ადგილი, თარიღი |
| 3. | პირადობის მოწმობის ნომერი |
| 4. | ოჯახური მდგომარეობა |
| 5. | საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა |
| 6. | ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) |
| ნათესაობა | სახელი, გვარი |
| 7. | განათლება |
| როდიდან | როდემდე |
| სპეციალობა | კვალიფიკაცია |
| ენა | კითხვა |
| როდიდან-როდემდე | ორგანიზაციის – დაწესებულების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 20.02.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-27.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.030.012.438
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №183
2008 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის №68 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ტყეშელაშვილი
დებულება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის პირობებს.
მუხლი 2🔗.
სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანია საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივი მართვის, ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების, დიპლომატიური და ადმინისტრაციული კადრების მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და კადრების რეზერვის შექმნის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗.
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში (სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები) ამ დებულებით რეგულირებული, არაანაზღაურებადი საქმიანობა;
ბ) სასწავლო პრაქტიკა – სამინისტროს სისტემაში (სტრუქტურული ქვედანაყოფები, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები) ამ დებულებით რეგულირებული, არაანაზღაურებადი მოკლევადიანი საქმიანობა;
გ) სტაჟიორი –- პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სტაჟირებას;
დ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას;
ე) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ.
მუხლი 4🔗.
1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
2. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეოთხე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
3. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო წელი.
4. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში სტაჟიორად და პრაქტიკანტად მიიღებიან საქართველოს მხოლოდ ის მოქალაქენი, რომლებიც განცხადების შეტანის მომენტისათვის იმყოფებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ.
მუხლი 5🔗.
1. სტაჟირების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საფუძვლიანად ფლობდეს ერთ უცხო ენას;
ბ) სამომხმარებლო დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;
გ) ზოგადად ერკვეოდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
2. სტაჟირების ვადა შეადგენს 6 თვეს. სამინისტროში სტაჟირების ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.
მუხლი 6🔗.
1. პრაქტიკანტად მიიღება პირი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე.
2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) მომართვა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №2);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).
3. სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 45 დღით.
თავი II. კონკურსი
მუხლი 7🔗.
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.
2. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად – ტესტირების ან წერილობითი და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.
3. კონკურსის გამოცხადება ხდება პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის ჩატარების ფორმას;
ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;
გ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებისა და დოკუმენტაციის თაობაზე.
5. კონკურსი უნდა ჩატარდეს მისი გამოცხადებიდან არა უადრეს ორი კვირისა.
6. განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაჟიორის მიღება შეიძლება მინისტრის ბრძანებით, კონკურსის გავლის გარეშე.
მუხლი 8🔗.
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით იქმნება სტაჟირების საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და წევრებისაგან.
3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, წევრები და მდივანი.
6. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების კანდიდატი საბჭოში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადება საბჭოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №1);
გ) ავტობიოგრაფია;
დ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3 X 4).
7. ამ დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საბუთები წარედგინება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
მუხლი 9🔗.
1. სტაჟიორობის კანდიდატს კონკურსის პირველი ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს 7 დღით ადრე მაინც.
2. საბჭო გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატებს პირველი ეტაპის შედეგებს, ამასთან, სტაჟიორობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის პირველი ეტაპი, საბჭო აცნობებს გამოცდის მეორე ეტაპის დროსა და ადგილს.
3. გასუბრება შეიძლება ჩატარდეს კონკურსის პირველი ეტაპის დასრულებიდან არა უადრეს 7 დღისა.
4. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კანდიდატთაგან ვერც ერთმა დააკმაყოფილა კონკურსის მოთხოვნები.
მუხლი 10🔗.
1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით საბჭო მინისტრს წარუდგენს იმ სტაჟიორთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი.
2. მინისტრი, მის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საბჭოს მიერ წარდგენილი სტაჟიორების კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს ნიშნავს სტაჟიორებად.
მუხლი 11🔗.
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საბჭო ატარებს სტაჟიორთან გასაუბრებას, განიხილავს მის მიერ წარდგენილ, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ რეცენზირებულ რეფერატს პოლიტიკურ და საერთაშორისო პრობლემატიკაზე, ან ქვედანაყოფის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას. საბჭო ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორისათვის რეკომენდაციის გაწევის შემთხვევაში საბჭო რეკომენდაციას უწევს სტაჟიორს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ან/და რიცხავს სტაჟიორს სამინისტროს სტაჟიორთა მონაცემთა ბაზაში, ან/და შემდეგი 6 თვით უგრძელებს სტაჟირების ვადას, სტაჟიორის თანხმობით.
თავი III. საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში სტაჟირება და პრაქტიკა
მუხლი 12🔗.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟიორად მიიღება პირი განცხადების საფუძველზე, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 13🔗.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების კანდიდატი, ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადება შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4).
მუხლი 14🔗.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა) მომართვა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
დ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
მუხლი 15🔗.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების და პრაქტიკის კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
მუხლი 16🔗
საზღვარგარეთ სტაჟირების ვადის გასვლის შემთხვევაში სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი სტაჟიორის თანხმობით უფლებამოსილია შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინაშე იშუამდგომლოს სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ.
მუხლი 17🔗
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავი IV. სტაჟიორის, პრაქტიკანტის და სამინისტროს უფლება-მოვალეობები
მუხლი 18🔗.
სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უფლება აქვთ:
ა) მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხების მომზადებასა და დოკუმენტაციის შედგენაში, რომლებიც შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას განეკუთვნება;
ბ) ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნონ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და შეხვედერებში;
დ) სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ საქართველოში და ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამართულ სემინარებსა და კონფერენციებში;
ე) პირადი განცხადებით მიმართონ საბჭოს სტაჟირებისა ან სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 19🔗.
სტაჟიორი და პრაქტიკანტი ვალდებულნი არიან:
ა) გაეცნონ და იხელმძღვანელონ სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულონ უშუალო ხელმძღვანელის მიერ მათთვის მიცემული ყველა დავალება;
გ) შეისწავლონ დოკუმენტებზე მუშაობის, შესაბამისი ნოტებისა და წერილების მომზადების სპეციფიკა;
დ) დაიცვან სამინისტროს შინაგანაწესი.
მუხლი 20🔗.
სამინისტრო სტაჟიორსა და პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 21🔗.
სტაჟიორისა და პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორისა და პრაქტიკანტის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით;
გ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა;
დ) ხელი შეუწყოს სტაჟიორისათვის და პრაქტიკანტისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას.
თავი V. სტაჟირების შეწყვეტა
მუხლი 22🔗.
1. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
გ) სამინისტროს შინაგანაწესის დარღვევა;
დ) პირადი განცხადება;
ე) ამ დებულების 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
3. გადაწყვეტილება სტაჟირების შეწყვეტის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 23🔗.
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაინიშნა სამინისტროს სისტემაში, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი ცნობა.
დანართი №1
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფოტოსურათი
განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ
1.
სახელი, გვარი
2.
დაბადების ადგილი, თარიღი
3.
პირადობის მოწმობის ნომერი
4.
ოჯახური მდგომარეობა
5.
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი)
ნათესაობა
სახელი, გვარი
სამუშაო ადგილი
მისამართი
7.
განათლება (როდის, რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრეთ)
როდიდან
როდემდე
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დასახელება
ფაკულტეტი
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით)
სპეციალობა
კვალიფიკაცია
დიპლომის №
10. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)
ენა
კითხვა
საუბარი
წერა
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
12. სამინისტროს რომელ სტრუქტურულ
ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა
13. შრომითი საქმიანობა
როდიდან-როდემდე
ორგანიზაციის – დაწესებულების
დასახელება
თანამდებობა
ხელმოწერა -----------------------------
შევსების თარიღი --------------------------
დანართი №2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ
ფოტოსურათი
1.
სახელი, გვარი
2.
დაბადების ადგილი, თარიღი
3.
პირადობის მოწმობის ნომერი
4.
ოჯახური მდგომარეობა
5.
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
ოჯახის წევრები (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი)
ნათესაობა
სახელი, გვარი
სამუშაო ადგილი
მისამართი
7.
განათლება
როდიდან
როდემდე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება
ფაკულტეტი
სპეციალობა
კვალიფიკაცია
8. მიღებული გაქვთ თუ არა მონაწილეობა სასწავლო პროგრამებში საქართველოში
ან უცხოეთში? კი ------------------ არა -------------------
დადებითი პასუხის შემთხვევაში:
როდიდან
როდემდე
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დასახელება
სასწავლო პროგრამის
დასახელება
9. რომელ უცხო ენას ფლობთ (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)
ენა
კითხვა
საუბარი
წერა
10. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ხელმოწერა -----------------------------
შევსების თარიღი --------------------------