,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№750
სარეგისტრაციო კოდი
220.010.040.22.026.012.457
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 173, 04/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.22.026.012.457

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №750

2008 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებით (სსმ III, 28.05.2008 წ., №76, მუხ. 823) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და დებულების მე-15 მუხლს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) დაგეგმვის პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილებას, რომელიც ახორციელებს:

თ.ა) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესისა და პროცედურების წარმართვასა და ხელმძღვანელობას;

თ.ბ) სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფას;

თ.გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, განსახორციელებელი პროგრამების პრიორიტეტულობის დადგენასა და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადებას;

თ.დ) სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზს, შეიარაღებული ძალებისთვის „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული, თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების მიზნით;

თ.ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების, ერთიანი ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას, პერიოდულ შეფასებას, განხორციელების მონიტორინგს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

თ.ვ) სამხედრო-საჰაერო ძალების ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღებას.“.

    მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

    მუხლი 3

      ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

     დ. კეზერაშვილი