,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.461
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №290
2008 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 30.01.2006 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. სააგენტოს სრული დასახელებაა: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“. სააგენტოს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების ბეჭდებზე, ბლანკებზე, სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე და ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოყენებული სააგენტოს დასახელება დასაწყისში უნდა მოიცავდეს მითითებას ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“.“;
ბ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:
,,ი1) ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 08.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №290. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.027.012.461.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, №290, 08.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.461 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80824/