„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№908
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.012.466
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 178, 15/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.466

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №908

2008 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07წ., №29, მუხ. 348) დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედექციით:

,,4. სპეციალური საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო ორგანოების მიერ არასატარიფო ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე ზედამხედველობა;

ბ) საბაჟო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება;

გ) საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში (სასაზღვრო საბაჟო ორგანოები; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილები; საბაჟო საწყობი ან შენახვის სხვა ადგილი; ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონა) საბაჟო კონტროლის განხორციელება რენტგენსკანერების მეშვეობით, მათი ექსპლუატაცია, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციების დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;

ე) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან, ცვლილებების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიების განხორციელებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;

ვ) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ნებართვის (უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა, საბაჟო საწყობის (ღია, ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა, დროებითი შენახვის საწყობის (ღია, ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა) გაცემის, ნებართვაში ცვლილების შეტანისა და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის ორგანიზება და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობა, მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა და კონკრეტულ საკითხებზე შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;

თ) სპეციალურ საბაჟო კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ორგანიზება. სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ანალიზისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე სამსახურის ხელმძღვანელობისათვის კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენა, სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.12.2008.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №908. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.22.033.012.466.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №908, 11.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.466 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80848/