⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2011)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 3 აქტს

„ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ"

მიღების თარიღი 10.12.2008
ძალის დაკარგვა 01.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №806
სარეგისტრაციო კოდი 390.110.000.22.023.012.467
გამოქვეყნების წყარო სსმ, 177, 12/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,259 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.12.2008 მიღება
01.07.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 3 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:9.0pt 42.5pt 26.65pt 45.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.110.000.22.023.012.467 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №806 2008 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლის, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 3​2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) დებულება „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ (დანართი №1); ბ) „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების“ ფორმები (დანართები №2 და №5) სამასალე მერქნისა და/ან თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვისთვის); გ) „საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის“ ფორმა (დანართი №3); დ) „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის“ ფორმა (დანართი №4). 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) „საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის №566 ბრძანება; ბ) „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანება; გ) „დებულების „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის 2000 წლის 1 ივნისის №10/37 ბრძანება. 3. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 50 დღის ვადაში, ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე გაცემული დოკუმენტებით ფაქტობრივად არსებული ხე-ტყის (სამასალე მრგვალი მორის) ტრანსპორტირებისათვის, დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში დადგენილი წესით: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურები დოკუმენტ(ებ)ის“ გაცემა ლიცენზიანტზე ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე გაცემული „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების“ წარმოდგენის შემდეგ, ხოლო სხვა პირზე ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე გაცემული „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების“ წარმოდგენის შემდეგ; ბ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ან მისი ტერიტორიული ორგანო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო სამმართველოს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურები დოკუმენტ(ებ)ის“ გაცემა ლიცენზიანტზე ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე გაცემული „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების“ წარმოდგენის შემდეგ, ხოლო სხვა პირზე ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე გაცემული „ხე-ტყის კანონიერების  დამადასტურებელი დოკუმენტების“ წარმოდგენის შემდეგ. 4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „ლიცენზიანტი“ მოიცავს როგორც მოქმედ, ასევე ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებულ ლიცენზიანტებს. 5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამასალე მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისათვის დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან სამინისტროს მიმართონ ამ ბრძანების ამოქმედებიდან 45 დღის ვადაში. 6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვოთ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული დოკუმენტის (დანართი №5) გაცემა და ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტის (დანართი №5) გაცემაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად. 7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს. გ. ხაჩიძე დანართი №1 დებულება ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და მისი გაცემის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო წინამდებარე დებულებით რეგულირდება „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების“, “საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის“, „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის“ გაცემის, დამოწმების, მოქმედების, ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირების, შევსებისა და გამოყენების წესები.     მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა 1. ხე-ტყე – სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე, ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული სამასალე მორი ან საშეშე მერქანი, თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული მერქნიანი და ბუჩქოვანი მცენარეები ან მათი ნაწილები. 2. ხე-ტყით მოსარგებლე – ლიცენზიანტი ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხე-ტყის განკარგვის უფლების მქონე სხვა პირი ან/და პირი, რომელიც ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვას, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის დამზადებასაც. 3. ხე-ტყის დამამზადებელი – ხე-ტყით მოსარგებლე ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ხე-ტყის დამზადებას. 4. ხე-ტყის დამზადება – კანონმდებლობით დადგენილი წესით ხეების მოჭრა, სამანქანო გზამდე მოთრევა და დახარისხება. 5. ხე-ტყის მფლობელი – ხე-ტყით მოსარგებლე ან პირი, რომელიც კანონიერად ფლობს ხე-ტყეს. 6. ლიცენზიანტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ფლობს ტყით სარგებლობის გენერალურ ან ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიას. 7. ხე-ტყის გადაზიდვა – სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის ფონდის ტერიტორიის გარეთ, თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირება. 8. ხე-ტყის გადამზიდავი პირი – ხე-ტყის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხე-ტყის ტრანსპორტირებისას, ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხე-ტყის ტრანსპორტირებას (მძღოლი). 9. ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდგომში – დოკუმენტი) – „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები“, „საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი“, „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი“. 10. დოკუმენტის ფორმა – ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის შეუვსებელი ფორმა. 11. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია – ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, შავად ნამზადი დეტალი. 12. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ადგილი – კონკრეტული ადგილმდებარეობა, სადაც სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავება. 13. საქართველოს ტყის ფონდი – სახელმწიფო ტყის ფონდისა და საქართველოში საკუთრების სხვა ფორმებით არსებული ტყეების და მათი რესურსების ერთობლიობა. 14. სახელმწიფო ტყის ფონდი – საქართველოს სახელმწიფო ტყის, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობა. 15. საწარმო – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალსუბიექტი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ახდენს მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველად გადამუშავებას. 16. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხე-ტყის ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით. 17. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 18. მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.     მუხლი 3🔗. დოკუმენტის ფორმა 1. დოკუმენტი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც გაიცემა ხე-ტყის გადაზიდვის მიზნით, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარების საშეშე და სამასალე მერქნით დაკმაყოფილებისთვის. 2. დოკუმენტის ფორმის შემუშავების, დამზადებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონი. 3. ლიცენზიანტის მიერ ხე-ტყის ტრანსპორტირებისას დოკუმენტის ფორმის შევსება ხდება თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, ხე-ტყის დატვირთვისთანავე. 4. დოკუმენტის ფორმის თითოეული ნომინალი იბეჭდება სამ ეგზემპლარად, დოკუმენტის შევსების ან/და დამოწმების შემდეგ მე-2 ეგზემპლარი რჩება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო პირველი და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის გადამზიდავს. 5. ხე-ტყის გადამზიდავი პირი ვალდებულია ხე-ტყის ტრანსპორტირებისას იქონიოს დოკუმენტის პირველი და მე-3 ეგზემპლარი. 6. დაუშვებელია დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაფუჭებული ფორმის ჩაბარება მოხდება მის გამცემ ორგანოში, რომელიც ფორმდება ჩამოწერის აქტით. მისი გაყალბება ისჯება კანონმდებლობით. დოკუმენტის ფორმის უტილიზაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 7. დოკუმენტის ფორმის მიღებისა და გაცემის რეგისტრაცია, ასევე გაფუჭებული და გაუქმებული დოკუმენტების აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ ჟურნალში დოკუმენტის გამცემ ორგანოში. 8. დოკუმენტის ფორმა ივსება ქართულ ენაზე, გარკვევით, ბურთულიანი კალმით. 9. დოკუმენტის ფორმის სტამბური წესით დაბეჭდვას უზრუნველყოფს დოკუმენტის ფორმის გაცემაზე უფლებამოსილი სამინისტროს შესაბამისი ორგანოები; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთარებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვისთვის).     მუხლი 4🔗. დოკუმენტის ფორმის მიღებაზე, გაცემაზე და დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირები და ორგანოები 1. ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამასალე მერქნის გადაზიდვისათვის) და საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა გაიცემა ლიცენზიანტზე. 2. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ფორმის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოებია: ა) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე-ბულება – სატყეო დეპარტამენტის რეგიონალური სატყეო სამმართველოები; ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრა-ციები; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო სამმართველოს შესაბამისი ორგანოები. 3. დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირებია: ა) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტყის მცველი (რეინჯერი) ან სატყეო უბნის უფროსი; ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი, უბნის უფროსი რეინჯერი ან ტერიტორიული ადმინისტრაციების დაცვის განყოფილების უფროსი; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ტყის მცველი (რეინჯერი), სატყეო უბნის უფროსის მოადგილე ან სატყეო უბნის უფროსი; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების რეინჯერი, უფროსი რეინჯერი ან სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის უფროსი.     მუხლი 5🔗. დოკუმენტის ფორმის გაცემის საფუძვლები დოკუმენტის ფორმის გაცემის საფუძველია ლიცენზია (ტყით სარგებლობის გენერალური, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია) ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.     მუხლი 6🔗. დოკუმენტის ფორმის გაცემის პროცედურები 1. ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დოკუმენტის ფორმის გაცემაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ლიცენზიანტის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილია გასცეს თითოეულ გამოყოფილ ტყეკაფზე ერთჯერადად არა უმეტესი 25 ცალი შესაბამისი დოკუმენტების ფორმები, რომლის გახარჯვის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ ლიცენზიანტზე გაიცემა დოკუმენტის დამატებითი ფორმები არა უმეტეს ამ პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. 2. დოკუმენტის ფორმის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო (გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულია 3 კალენდარული დღის ვადაში გასცეს დოკუმენტის ფორმები შეუვსებელი სახით, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გაკეთებული განაცხადის შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დოკუმენტის ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში გაკეთებულ ჩანაწერზე – „დოკუმენტის გამცემი ორგანო – ბ.ა.“ – შევსების შემდეგ დოკუმენტის ფორმის გამცემი ორგანოს მიერ ხორციელდება ბეჭდით დადასტურება. 4. ამ წესის შესაბამისად, დოკუმენტის ფორმის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით ახორციელებს დოკუმენტების გადაცემას. იმავე წესით ხდება გამოუყენებელი დოკუმენტების უკან დაბრუნება. 5. დოკუმენტის ან მისი ფორმის დაზიანების შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადებით მიმართვის შემდეგ, ხე-ტყის მოსარგებლისა და დოკუმენტის ფორმის გამცემი ორგანოს მიერ დგება შესაბამისი აქტი და საჭიროების შემთხვევაში გაიცემა „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი“. 6. დოკუმენტის ან მისი ფორმის დაკარგვის შემთხვევაში შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოე-ბიდან სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი“.     მუხლი 7🔗. დოკუმენტის ფორმის გამცემი ორგანოს უფლება-მოვალეობანი 1. დოკუმენტების ფორმის გამცემი ორგანო უფლებამოსილია გასცეს დოკუმენტის ფორმა წინამდებარე წესის შესაბამისად. 2. დოკუმენტის ფორმის გამცემი ორგანო ვალდებულია განაცხადოს უარი დოკუმენტის ფორმის გაცემაზე, თუ: ა) არ არსებობს დოკუმენტის ფორმის გაცემის საფუძველი; ბ) დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.     მუხლი 8🔗. დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ პირთა ვალდებულებანი 1. დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალებულია: ა) მოითხოვოს დოკუმენტში ასახული ხე-ტყის მოცულობის შესაბამისად ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) შესაბამისი ბეჭდით დაამოწმოს დოკუმენტში ხე-ტყის მოცულობის შესახებ ასახული მონაცემების რეალობა სამოქმედო ტერიტორიიდან ხე-ტყის გადაზიდვამდე. 2. დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია განაცხადოს უარი დოკუმენტის დამოწმებაზე, თუ: ა) არ არსებობს დოკუმენტში ასახული ხე-ტყის მოცულობის შესაბამისად ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან სათანადო წესით დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი, ან ხე-ტყის კანონიერად მოჭრის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დარღვეულია დოკუმენტის ფორმაში დაფიქსირებული მოთხოვნები; გ) დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 3. დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დოკუმენტებისა და ტყიდან გამოტანილი ხე-ტყის აღრიცხვა აწარმოოს სპეციალურ ჟურნალში.     მუხლი 9🔗. დოკუმენტის მოქმედების ვადა 1. დოკუმენტის მოქმედების ვადა ტრანსპორტირებისათვის განისაზღვრება ხე-ტყის გადაზიდვისათვის დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დოკუმენტის დამოწმებიდან არა უმეტეს 12 საათისა. 2. ამ წესით დოკუმენტის ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ხე-ტყის შემდგომი ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება დებულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.     მუხლი 10🔗. დოკუმენტის ფორმის (დანართი №2 და №5) შევსების წესი და პასუხისმგებლობა დოკუმენტში ასახული ინფორმაციის სისწორეზე 1. სამასალე მერქნის გადაზიდვისთვის „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დანართი №2) გაცემის შემთხვევაში: ა) სავალდებულოა პირველი, მე-2 – მხოლოდ არსებობის შემთხვევაში, მე-3-14 რეკვიზიტების შევსება; ბ) 1-ლი-მე-10 და მე-12 რეკვიზიტები ივსება ხე-ტყით მოსარგებლის მიერ. მე-11 რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის დამამზადებლის მიერ, მე-10 რეკვიზიტის შევსების შემდეგ, ხოლო მე-13 და მე-14 რეკვიზიტები ივსება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ; გ) 1-ლ-მე-10 და მე-12 რეკვიზიტებში ასახული მონაცემების რეალობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტყით მოსარგებლეს; დ) მე-13 და მე-14 რეკვიზიტების შევსებასა და დამოწმებაზე, ხოლო მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 რეკვიზიტების დამოწმებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ პირს; ე) დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირი ბეჭდით დამოწმებას ახდენს დოკუმენტში განსაზღვრულ ადგილზე, დოკუმენტის მე-14 რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. 2. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით სამასალე მერქნის ტრანსპორ-ტირებისათვის „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის“ (დანართი №2) გაცემის შემთხვევაში: ა) დოკუმენტის გაცემა ხდება გამცემი ორგანოს მიერ დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ პირზე ტყეკაფში ხე-ტყის დამზადების შემდეგ; ბ) ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია ხე-ტყის გადაზიდვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხე-ტყის დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ პირს შეუთანხმოს ტყეში გადაადგილების სვლაგეზი, ამასთან, ტყის ფონდის ტერიტორიიდან გამოსვლამდე ხორციელდება: ბ.ა) დოკუმენტის პირველი, მე-2 (მხოლოდ მისი არსებობის შემთხვევაში), მე-3 – მე-14 რეკვიზიტების შევსება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ; ბ.ბ) დოკუმენტის მე-11 რეკვიზიტის შევსება ხდება ხე-ტყის დამამზადებლის მიერ. გ) დოკუმენტის 1-14 რეკვიზიტების შევსებასა და დამოწმებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ პირს, გარდა მე-11 რეკვიზიტისა. 3. თვითმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვისთვის „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის“ (დანართი №5) გაცემის შემთხვევაში: ა) თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვისთვის ხე-ტყის მოსარგებლემ განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს; ბ) განაცხადის განხილვისა და ადგილზე გადამოწმების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გასცემს ამ წესით გათვალისწინებულ დანართი №5-ით მოცემული თვითმართველი ერთეულის ან კერძო საკუთარებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვისთვის – „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს“; გ) დანართი №5-ის რეკვიზიტების შევსება, გარდა მე-8 რეკვიზიტის გრაფაში მითითებული ხელმოწერისა, რომელსაც ავსებს ხე-ტყის მფლობელი, ხდება დოკუმენტის გამცემი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ასახული მონაცემების სისწორეზე; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო 7 კალენდარული დღის ვადაში გასცემს დოკუმენტებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გაკეთებული განაცხადის შესაბამისად, ხოლო დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗. ლიცენზიანტზე საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი და პასუხისმგებლობა დოკუმენტში ასახული ინფორმაციის სისწორეზე 1. საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში: ა) სავალდებულოა 1-ლი მე-14 რეკვიზიტების შევსება; ბ) 1-ლი-მე-10 და მე-12 რეკვიზიტები ივსება ხე-ტყით მოსარგებლის მიერ. მე-11 რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის დამამზადებლის მიერ, მე-10 რეკვიზიტის შევსების შემდეგ. ხოლო მე-13 და მე-14 რეკვიზიტები ივსება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ; გ) 1-ლ-მე-10 და მე-12 რეკვიზიტებში ასახული მონაცემების რეალობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტყით მოსარგებლეს; დ) მე-13 და მე-14 რეკვიზიტების შევსებასა და დამოწმებაზე, ხოლო მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 რეკვიზიტების დამოწმებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ პირს; ე) დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირი ბეჭდით დამოწმებას ახდენს დოკუმენტში განსაზღვრულ ადგილზე, დოკუმენტის მე-14 რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. 2. ამ მუხლის მიხედვით დოკუმენტის გაცემისას ლიცენზიანტი ვალდებულია 4 სმ და მეტი დიამეტრის (წვრილი ბოლო) მქონე საშეშე მერქანი დაკოტროს სიგრძით არა უმეტეს 70 სანტიმეტრამდე.     მუხლი 12🔗. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისათვის საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი და პასუხისმგებლობა დოკუმენტში ასახული ინფორმაციის სისწორეზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისათვის „საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის“ (დანართი №3) გაცემის შემთხვევაში: ა) დოკუმენტის გაცემა ხდება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ტყეკაფში ხე-ტყის დამზადების შემდეგ; ბ) ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია ხე-ტყის გადაზიდვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ პირს შეუთანხმოს ტყეში გადაადგილების სვლაგეზი; ამასთან, ტყის ფონდის ტერიტორიიდან გამოსვლამდე ხორციელდება: ბ.ა) დოკუმენტის 1-ლი-მე-10 და მე-12-მე-14 რეკვიზიტების შევსება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ; ბ.ბ) დოკუმენტის მე-11 რეკვიზიტის შევსება ხდება ხე-ტყის დამამზადებლის მიერ; გ) დოკუმენტის 1-ლი-მე-14 რეკვიზიტების შევსებასა და დამოწმებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ პირს, გარდა მე-11 რეკვიზიტისა.     მუხლი 13🔗. ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის (დანართი №4) ფორმის შევსებისა და გაცემის პროცედურები 1. „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის“ (დანართი №4) გაცემის საფუძველია: ა) ამ წესის თანახმად გაცემული ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი შესაბა-მისი დოკუმენტების (დანართები №2 – 5) პირველი ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ ხე-ტყის მფლობელის განაცხადი; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კანონიერად ფლობის დოკუმენტები – სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიმართვა; 2. „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი“ გაიცემა მიმართვიდან (განაცხადიდან) არა უმეტეს 5 დღის ვადაში სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის (შემდეგში – სატყეო დეპარტამენტი) ან მისი ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გასცემენ, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ან მისი ტერიტორიული ორგანო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო სამმართველოს შესაბამისი ორგანოები, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების უფლებამოსილი პირები გასცემენ მხოლოდ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის. 3. დოკუმენტის გაცემისას ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ორგანოების უფლებამოსილი პირი (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) ავსებს დანართი №4-ის 1-ლ-მე-10 და მე-12-13 რეკვიზიტებს, ხოლო დოკუმენტით გათვალისწინებულზე ნაკლები ხე-ტყის მოცულობის შემდგომი ტრანსპორტირებისას, დარჩენილი ხე-ტყის შემდგომი შენახვის მიზნით, უფლებამოსილი  პირის მიერ ივსება დანართი №4-ის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-10, მე-12 და მე-13 რეკვიზიტები და მოქმედებს როგორც ხე-ტყის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად, მე-7 რეკვიზიტში უნდა მიეთითოს მისი გაცემის მიზეზი (შენახვის მიზანი), მე-8 რეკვიზიტში უნდა მიეთითოს ხე-ტყის ადგილმდებარეობა, რომელიც უნდა ემთხვევოდეს დოკუმენტის შევსების ადგილს, ხოლო მე-9 რეკვიზიტში, რამდენადაც დოკუმენტს არ გააჩნია ტრანსპორტირებისთვის მოქმედების ვადა – აღინიშნება „Z“-ით, მე-11 რეკვიზიტის შევსება ხდება ხე-ტყის მფლობელის მიერ. 4. სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებებისას, თუ შეუძლებელია მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ხე-ტყის დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვა, მაშინ ხე-ტყის მფლობელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიმართოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოებს და მოითხოვოს ხე-ტყის დანიშნულების ადგილამდე შემდგომი ტრანსპორტირების უფლება. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი: ა) სატრანსპორტო საშუალების დაზიანების აღდგენის ან ხე-ტყის სხვა მანქანაზე გადატვირთვის შემდეგ ახდენს განაცხადის მიღებას, რომელიც ტარდება შესაბამის ჟურნალში; ბ) განაცხადის შევსების შემდეგ ხე-ტყით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის მოცულობისა და ფაქტობრივი მოცულობის შესაბამისობის ადგილზე გადამოწმების შემდგომ გასცემს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტს; გ) არ გასცემს ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში. 6. საშეშე და სამასალე მერქნისთვის დოკუმენტის გაცემა ხდება ცალ-ცალკე. 7. ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტებით (დანართები №3 – 5) გათვალისწინებული გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილიდან საშეშე მერქნის შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ამ მუხლის მიხედვით დოკუმენტის გაცემა ხდება იმ შემთხვევაში, თუ 4 სმ და მეტი დიამეტრის (წვრილი ბოლო) მქონე საშეშე მერქანი დაკოტრილია სიგრძით არა უმეტეს 70 სანტიმეტრამდე.     მუხლი 14🔗. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე და სამასალე მერქნის უზრუნველყოფისთვის ხე-ტყის მიღება-ჩაბარების აქტი ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე და სამასალე მერქნის უზრუნ-ველყოფისათვის, საშეშე ან სამასალე მერქნის ტყეში დამზადებისთვის აუცილებელია დოკუმენტის გამცემი ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირსა და ტყითმოსარგებლეს შორის საშეშე ან სამასალე მერქნის დამზადებამდე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.     მუხლი 15🔗. ხე-ტყით მოსარგებლის ვალდებულებანი 1. ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია ხე-ტყის საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვისას თან იქონიოს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული დოკუმენტ(ებ)ი. აღნიშნული დოკუმენტი ასევე სავალდებულოა ხე-ტყის შენახვისას. 2. ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია ხე-ტყის გადაზიდვისას დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 3. ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია ხე-ტყის გადაზიდვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტყის მცველ-რეინჯერს შეუთანხმოს ტყეში გადაადგილების სვლაგეზი.     მუხლი 16🔗. დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება) დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება) ხდება: ა) თუ დარღვეულია ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ბ) ხე-ტყის პირველადი გადამუშავებისთანავე; გ) დანართი №2–5-ით გათვალისწინებული დოკუმენტების მოქმედება წყდება მის საფუძველზე „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის“ (დანართი №4) გაცემისთანავე.     მუხლი 17🔗. ხე-ტყის მოძრაობის აღრიცხვა-სისტემატიზაციის სავალდებულო მოთხოვნები 1. საწარმო, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ახორციელებს მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველად გადამუშავებას, ვალდებულია აწარმოოს კანონმდებლობით დადგენილი ხე-ტყის მოძრაობის აღრიცხვა-სისტემატიზაციის ჟურნალი (შემდეგში – ჟურნალი). 2. საწარმოს ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ ჟურნალის შენახვის, გამოყენებისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულებას. ჟურნალი ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას. 3. ჟურნალში შეტანილი ჩანაწერების მიხედვით, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციაზე გაიცემა „სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებით (დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად) გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადები, რითაც ხორციელდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, ხოლო ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი რჩება საწარმოში და საწარმოს პასუხისმგებელი პირი მას ყოველი თვის არა უმეტეს 15 რიცხვისა მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს სათანადო რეესტრთან ერთად, ხოლო დოკუმენტის მე-3 ეგზემპლარი რჩება საწარმოში. დოკუმენტები ინახება საწარმოში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. 4. საწარმოში აკრძალულია საშეშე მერქნის მიღება გადამუშავების მიზნით. 5. საწარმოში ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელ დოკუმენტთან ხე-ტყის მოცულობის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დათვალიერებას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.     მუხლი 18🔗. პასუხისმგებლობა ამ დებულებით გათვალისწინებული მოხოვნების შეუსრულებლობისათვის ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი  №2 დამტკიცებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი  რესურსების მინისტრის   2008 წლის „10“ „12“ №806  ბრძანებით ---------------------------------------------------------                (დოკუმენტის გამცემი ორგანო) ---------------------------------------------------------                                                                    ბ.ა.                               ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამასალე მერქნის გადაზიდვისთვის) № 00000000 1. ტყით მოსარგებლე ------------------------------------------------------------------------------------------------                                                                (იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. საიდენტიფიკაციო კოდი ---------------------------------------------------------------------------------------- 3. ჭრის საფუძველი --------------------------------------------------------------------------------------------------                                                      (ლიცენზიის ან სხვა სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი) 4. ანგარიშსწორების საფუძველი -----------------------------------------------------------------------------------                                                     (ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი                                                                            დოკუმენტის  ნომერი და გაცემის თარიღი) 5. სამასალე მერქნის მორების რაოდენობა, მოცულობა – სახეობების (ჯიშების) მიხედვით; საერთო მოცულობა  ----------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ციფრებით მ​3 და სიტყვიერად) 6. დამზადების ადგილი: უბანი ----------------------------------- კვარტალი ----------- ლიტერი ------------ 7. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი ----------------------------------------------------------------------- 8. სატრანსპორტო საშუალება --------------------------------------------------------------------------------------                                                                                       (ტრანსპორტის სახეობა, სახელმწიფო ნომერი) 9. ხე-ტყის გადამზიდავი პირი ------------------------------------------------------------------------------------- 10. სამასალე მერქნის (მორის) დამამზადებელი -----------------------------------------------------------------                                                                                              (იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11. დამამზადებლის სახელი --------------  გვარი ------------------------ ხელმოწერა ----------------------                                                                  (სახელი, გვარი – გარკვევით) 12. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი     ----- სთ. ----- წთ. „----------“ „--------------------------------“ 200  წ.   ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შენიშვნა: ეს ნაწილი ივსება მხოლოდ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ) 13. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი     ------ სთ. ------წთ.                                                                                                                                              „-------“ „----------------------------“ 200 წ. 14. დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის სახელი --------------  გვარი -----------------------                                                                                                                                         ხელმოწერა -----------------       ინდივიდუალური ნომერი  ------------------------                                                                                                                                                                    ბ.ა შენიშვნა: დოკუმენტის მოქმედების ვადა ტრანსპორტირებისათვის  განსაზღვრულია მე-13-მე-14 გრაფების შევსებიდან არა უმეტეს 12 საათისა. დამამზადებელი:____________________ დამკვეთი: ___________________________ „სფს“ რეგისტრაციის № ______________ დანართი  №3 დამტკიცებულია საქართველოს გარემოს დაცვისა                                                      ------------------------------------------------- და ბუნებრივი რესურსების                                                                         (დოკუმენტის გამცემი ორგანო) მინისტრის 2008 წლის „10“ „12“   №806  ბრძანებით                                                                                      --------------------------------------------                                                                                                                                                                    ბ.ა საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი № 00000000 1. ხე-ტყით მოსარგებლე --------------------------------------------------------------------------------------------​                                                                           (იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ჭრის საფუძველი --------------------------------------------------------------------------------------------------                                                (ლიცენზიის ან სხვა სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი) 3. ანგარიშსწორების საფუძველი -----------------------------------------------------------------------------------                                                     (ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი                                                                                  დოკუმენტის №, გაცემის თარიღი) 4. საშეშე მერქნის სახეობა, (ჯიში) მოცულობა ------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. დამზადების ადგილი: უბანი ------------------------- კვარტალი -------------- ლიტერი ------------------- 6. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი ----------------------------------------------------------------------- 7. სატრანსპორტო საშუალება --------------------------------------------------------------------------------------                                                                                     (ტრანსპორტის სახეობა, სახელმწიფო ნომერი) 8. ხე-ტყის გადამზიდავი პირი ------------------------------------------------------------------------------------- ​  9. ხე-ტყის მფლობელი ---------------------------------------------------------------------------------------------- ​  10. საშეშე მერქნის დამამზადებელი ------------------------------------------------------------------------------                                                                                        (იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11. დამამზადებლის სახელი --------------  გვარი --------------------- ხელმოწერა ------------------------                                                                            (სახელი, გვარი – გარკვევით) 12. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი     ---- სთ. ----- წთ. „----------“ „-------------------------------“ 200  წ.   ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შენიშვნა: ეს ნაწილი ივსება მხოლოდ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ) 13. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი     ------ სთ. ------წთ.                                                                                                                                          „-------” „-----------------------------“ 200 წ. 14. დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის სახელი ------------  გვარი ----------------------                                                                                                                                     ხელმოწერა -------------------- ინდივიდუალური ნომერი  ------------------------   შენიშვნა: დოკუმენტის მოქმედების ვადა ტრანსპორტირებისათვის  განსაზღვრულია მე-12-მე-13 გრაფების შევსებიდან არა უმეტეს 12 საათისა. დამამზადებელი:_______________ დამკვეთი: ______________________________ „სფს“ რეგისტრაციის №_______________                                                                      ბ.ა. დანართი  №4 დამტკიცებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი  რესურსების მინისტრის   2008 წლის „10“ „12“ №806  ბრძანებით ---------------------------------------------------              (დოკუმენტის გამცემი ორგანო) ----------------------------------------------------                                                                 ბ.ა. ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი № 00000000 დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი:                              ----- სთ. -----წთ. „-----“ „----------------“ 200 წ. 1. დოკუმენტის გაცემის საფუძველი ------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                            (დოკუმენტის გაცემის თარიღი, სერია, ნომერი, გამცემი ორგანო) 2. ხე-ტყით მოსარგებლე --------------------------------------------------------------------------------------------                                                                      (იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. ჭრის საფუძველი --------------------------------------------------------------------------------------------------                                                         (ლიცენზიის ან სხვა სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი) 4. ხე-ტყის სახეობა (ჯიში) და ოდენობა --------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (თითოეულ სახეობაზე: კუბ. მეტრი, ან მწვანე ნარგაობის ოდენობა – ცალობით; სამასალე მერქნის შემთხვევაში  მორების რაოდენობა, მოცულობა – სახეობების (ჯიშების) მიხედვით; საერთო მოცულობა) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. დამზადების ადგილი: -------------------------------------------------------------------------------------------- 6. ხე-ტყე განთავსებულია ------------------------------------------------------------------------------------------                                                                                                                   (მისამართი) 7. მიზანი --------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                                     (ტრანსპორტირება, შენახვა) 8. გადაზიდვის საბოლოო ადგილი -------------------------------------------------------------------------------- 9. სატრანსპორტო საშუალება --------------------------------------------------------------------------------------                                                                         (ტრანსპორტის სახეობა, სახელმწიფო ნომერი) 10. ხე-ტყის მფლობელი ---------------------------------------------------------------------------------------------                                                                 (იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11. ხე-ტყის მფლობელის სახელი --------------  გვარი --------------------- ხელმოწერა -------------------                                                                               (სახელი, გვარი _ გარკვევით) 12. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი     ------ სთ. ------წთ.                                                                                                                                          „-------“ „-----------------------------“ 200 წ. 13. დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირის სახელი --------------  გვარი -------------------------                                                                                                                                   ხელმოწერა --------------------- თანამდებობა ---------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                                                                                                                      ბ.ა. შენიშვნა: დოკუმენტის მოქმედების ვადა ტრანსპორტირებისათვის  განსაზღვრულია მე-12-მე-13 გრაფების შევსებიდან  არა უმეტეს 12 საათისა. დამამზადებელი:_______________ დამკვეთი: _____________________________ „სფს“ რეგისტრაციის № _____________ დანართი  №5 დამტკიცებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და  ბუნებრივი რესურსების მინისტრის    2008 წლის „10“ „12“ №806  ბრძანებით -----------------------------------------------------                 (დოკუმენტის გამცემი ორგანო) ---------------------------------------------------                                                                 ბ.ა. ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთარებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხეტყის გადაზიდვისთვის) № 00000000 1. ხე-ტყით მოსარგებლე --------------------------------------------------------------------------------------------                                                                    (იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ განაცხადით მიმართვის თარიღი:  „-----“ „-------------------------“ 200 წ.                                         3. ხე-ტყის სახეობა (ჯიში) და ოდენობა --------------------------------------------------------------------------- ​                    -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (თითოეულ სახეობაზე: კუბ. მეტრი, ან მწვანე ნარგაობის ოდენობა – ცალობით; სამასალე მერქნის შემთხვევაში – მორების რაოდენობა, მოცულობა – სახეობების (ჯიშების) მიხედვით; საერთო მოცულობა) 4. ხის მოჭრის ან მოპოვების ადგილი -----------------------------------------------------------------------------                                                                                      (მისამართი ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი ----------------------------------------------------------------------- 6. სატრანსპორტო საშუალება --------------------------------------------------------------------------------------                                                                                      (ტრანსპორტის სახეობა, სახელმწიფო ნომერი) 7. ხე-ტყის მფლობელი ----------------------------------------------------------------------------------------------                                                                 (იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. ხე-ტყის მფლობელის სახელი -------------  გვარი ---------------------- ხელმოწერა ---------------------                                                                               (სახელი, გვარი – გარკვევით) 9. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი     ------ სთ. ------წთ.                                                                                                                                          „-------“ „-----------------------------“ 200 წ. 10. დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირის სახელი --------------  გვარი -------------------------                                                                                                                                    ხელმოწერა -------------------- თანამდებობა --------------------------------------------------------------------------------------------------------- შენიშვნა: დოკუმენტის მოქმედების ვადა ტრანსპორტირებისათვის  განსაზღვრულია მე-9-მე-10 გრაფების შევსებიდან  არა უმეტეს 12 საათისა. დამამზადებელი: _______________ დამკვეთი: __________________________________ „სფს“ რეგისტრაციის № _______________