,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№292
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.012.469
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 177, 12/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.012.469

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №292

2008 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №121, მუხ. 1626) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, თანაშემწე და მრჩეველი:

ა) თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ოპერატიული საქმიანობის, რეჟიმის, დაცვისა და ბადრაგირების დარგში;

ბ) თავმჯდომარის მოადგილე – პატიმართა უფლებების დაცვის და სოციალურ საკითხთა დარგში;

გ) თავმჯდომარის მოადგილე – ფინანსურ დარგში;

დ) თავმჯდომარის თანაშემწე – უშუალოდ ემორჩილება დეპარტამენტის თავმჯდომარეს. თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით, ასრულებს თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე;

ვ) თავმჯდომარის მრჩეველი – უშუალოდ ემორჩილება თავმჯდომარეს. მრჩეველი თანამდებობაზე ინიშნება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით, ასრულებს და კონტროლს უწევს ეკონომიკის დარგში თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს უსაფრთხოების, სპეციალური აღრიცხვის, საგამოძიებო, გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის და საბადრაგო სამსახურებს და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და რეჟიმის მოთხოვნათა განხორციელებას, ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში ხელმძღვანელობს სათანადო ოპერატიულ-სარეჟიმო ღონისძიებების გატარებას, წარმართავს სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის საქმიანობას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი