2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№269/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.012.475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 178, 15/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.475

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №269/ნ

2008 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის 140/ნ ბრძანების (სსმ III, 20.06.2008 წ., №88, მუხლი 948) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში ,,2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები და ბიუჯეტი:

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 4 929,1 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

№

დასახელება

ბიუჯეტი (ათას ლარებში)

1

ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის კომპონენტი

500,0

2

პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტი

237,0

3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტი

200,0

4

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის კომპონენტი

307,1

5

იმუნიზაციის კომპონენტი

2 911,0

6

უსაფრთხო სისხლის კომპონენტი

600,0

7

ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტი

174,0

 

სულ

4 929.1

 

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციისა და ჩანაცვლებითი თერაპიის უზრუნველყოფა.“.

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანებია:

ა) ნარკომანიით დაავადებულთა სამკურნალო-რეაბილიტაციური ღონისძიებების გატარება;

ბ) ნარკოლოგიური დაწესებულებების ფუნქციონირება;

გ) ნარკომანიით დაავადებულთა ჩანაცვლებითი თერაპიის უზურნველყოფა .“.

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი;

    „მუხლი 41. კომპონენტის ღონისძიებები

ა) 100 პაციენტის მკურნალობა და რეაბილიტაციური ღონისძიებების გატარება;

ბ) ჩანაცვლებითი თერაპიის განსახორციელებლად 7 სამედიცნო ბრიგადის ფუნქციონირება, მათ შორის თბილისში – 3, იმერეთში – 1, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, კახეთში – 1 და გურიაში – 1 ბრიგადა;

გ) ჩანაცვლებით თერაპიის განსახორციელებლად მონიტორინგისა და ორგანიზაციის ჯგუფის ფუნქციონირება;

დ) ნარკოლოგიური დაწესებულებების მიერ;

დ.ა) ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედმოხმარების გამოვლენა და დიაგნოსტიკა;

დ.ბ) ნარკომანიის წინააღმდეგ მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება.“.

ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 500.0 ათასი ლარით.

 

ბიუჯეტი ქვეკომპონენტების მიხედვით:

 

№

ქვეკომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი (ათას ლარებში)

ანაზღაურების წესი

1

ნარკომანიით დაავადებულთა სამკურნალო-რეაბილიტაციური ღონისძიებები

160,0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთეულის ფასი განისაზღვრება ცხრილი 1-ის შესაბამისად

2

ნარკოლოგიური დაწესებულებების მიერ ეპიდზედამხედველობის განხორციელება

120,9

გლობალ-ბიუჯეტი

3

ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებლად 7 სამედიცინო ბრიგადისა და მონიტორინგისა და ორგანიზაციის ჯგუფის ფუნქციონირება

219,1

ცხრილი 1 1 -ის შესაბამისად

 

სულ

500,0

 

 

შენიშვნა:

ა) კომპონენტის განხორციელებისათვის გამოიყენება ჩამანაცვლებელი პრეპარატი მეთადონის ჰიდროქლორიდის წყალში ხსნადი აბები, რომელიც შეძენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 6 მაისის ,,2008 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ №111/ნ ბრძანების №9 დანართით დამტკიცებული ,,მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ ,,ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში“. აღნიშნული პრეპარატი გადაეცემა პროგრამის განმახორციელებელს;

ბ)  კომპონენტის განხორციელებისას გათვალისწინებულია თანაგადახდა, რომელიც 1 ავადმყოფზე 1 თვის განმავლობაში შეადგენს 150 ლარს.“.

ვ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ცხრილი 11:

 

 

 

„ცხრილი 11

 

№

დასახელება

ბიუჯეტი

(ათას ლარებში)

1

სამედიცინო ბრიგადების სახელფასო ფონდი

125,8

2

ორგანიზაციისა და მონიტორინგის ჯგუფის სახელფასო ფონდი

36,3

3

სხვა ხარჯი (მათ შორის, მივლინება, საწვავი, საკანცელარიო და სხვა)

57,0

 

სულ

219,1

“.

ზ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 10. ბიუჯეტი

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 237,0 ათასი ლარით (დაფინანსების მეთოდი-გლობალური ბიუჯეტი) .“.

თ) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

,,ი) მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების გაუმჯობესების ქვეკომპონენტი.“.

ი) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

,,ი) მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების გაუმჯობესება საქართველოში მედიკამენტების დანიშვნის, გამოწერის, აფთიაქში გაცემისა და მიღების შეცდომების შემცირების გზით .“.

კ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 19. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 307,1 ათასი ლარით.

ბიუჯეტი ქვეკომპონენტების მიხედვით:

 

№

ქვეკომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათას ლარებში)

ანაზღაურების წესი

ბენეფიციარები

1

სამკურნალო-როფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი

9,9

 

 

მიზნობრივი ჯგუფები

2

ტრანსპლანტაციის რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი

16,0

გლობალ ბიუჯეტი

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

3

კიბოს რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი

44,2

გლობალ ბიუჯეტი

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

4

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი

34,0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება ცხრილი 2-ის შესაბამისად

ქ. თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილი

5

სქესობრივად გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

70,0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება დანართის შესაბამისად (ცხრილი 2 1 )

რისკჯგუფები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

6

ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

15,0

გლობალ ბიუჯეტი

მიზნობრივი ჯგუფები

7

ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა კვლევის ქვეკომპონენტი

50,0

გლობალ ბიუჯეტი

მიზნობრივი ჯგუფები

8

საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა ,,პატრიოტით“ განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

48,0

 

 

 

 

9

მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების გაუმჯობესების ქვეკომპონენტი

20,0

გლობალ ბიუჯეტი

მიზნობრივი ჯგუფები

 

სულ

307,1

 

 

 

ლ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ცხრილი 21

 

,,ცხრილი 21

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

 

№

დასახელება

ფასი

1

სიფილისის ექსპერეს-დიაგნოსტიკა დერმატოლოგიური პროფილის ავადმყოფებში (14-დან 65 წლამდე)

5 ლარი

2

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა რისკ-ჯგუფებში (კონტაქტი, წყარო) 17-დან 20 წლამდე

31 ლარი

3

სხვა ხარჯი (მათ შორის მივლინება, საწვავი, საკანცელარიო და სხვა)

10000 ლარი

 

                                                                                                                                                        “.

მ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 23. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 2 911.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

№

ქვეკომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი (ათას ლარებში)

1

ვაქციების შესყიდვა

900,0 ლარი

2

სტრატეგიული შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

111,0 ლარი

3

აცრა – ვიზიტები

600,0 ლარი

4

წითელა-წითურას აცრა-ვიზიტები

1300,0 ლარი

 

სულ

2911,0 ლარი

 

ა) ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში BCG, DPT-3, POLIO-3, მოცვა მინიმუმ 90% და HPB-3, მინიმუმ 80 %;

ბ) 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში DPT-4, POLIO-4 და MMR მოცვა მინიმუმ 90%;

გ) რევაქცინაცია 5-დან 6 წლამდე ასაკში DT, POLIO-5, MMR მოცვა მინიმუმ 90%. (აუცილებელია ვაქცინებით რეგულარული უზრუნველყოფა);

დ) რევაქცინაცია 13-14 წლის ასაკში TD, MMR მოცვა მინიმუმ 90%;

ე) აცრა-ვიზიტის ღირებულება შეადგენს 1 ლარს;

ვ) წითელა-წითურას აცრა-ვიზიტის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.12.2008.
როდის იქნა მიღებული „2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
„2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 12.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №269/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.22.035.012.475.
რამდენი მუხლისგან შედგება „2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №269/ნ, 12.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.475 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80902/