⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.08.2016)
გაუქმებულია:

,,სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ოპიოიდური დამოკიდებულების დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 12.12.2008
ძალის დაკარგვა 02.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №266/ნ 298
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.477
გამოქვეყნების წყარო სსმ, 178, 15/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,621 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.2008 მიღება
02.08.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
1 2
7 8
13 14
თვე და რიცხვი ნაშთი 1-ლი რიცხვისათვის
გ ა ს ა ვ ა ლ ი გაცემაზე პასუხისმგე- ბელი პირების ხელმოწერა
ვისზე გაიცა გაცემის საფუძველი (მოთხოვნის № და გაცემის თარიღი)
თარიღი ნარკოტიკული საშუალების დასახელება
პრეპარატის დასახელება, დოზა, და საზომი ერთეული საიდან არის მიღებული და დოკუმენტის №
სერია რაოდენობა
№ რიგ-ზე მედიკა- მენტის გაცე- მის თარი- ღი
ნარკოტიკული საშუალების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ოპიოიდური დამოკიდებულების დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CharChar3 {mso-style-name:" Char Char3";} span.CharChar2 {mso-style-name:" Char Char2";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt .5in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.477 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №266/ნ–№298 2008 წლის 12-15 დეკემბერი ქ. თბილისი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ოპიოიდური დამოკიდებულების დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს „სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ოპიოიდური დამოკიდებულების მქონე პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების წესი“ (დანართი №1). 2. დამტკიცდეს „სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ოპიოიდური დამოკიდებულებით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისას ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი“ (დანართი №2). 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  ა. კვიტაშვილი  ზ. ადეიშვილი დანართი №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ოპიოიდური დამოკიდებულების მქონე პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების წესი     მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტება 1. დამოკიდებულების სინდრომი – ფიზიოლოგიურ, ქცევით და კოგნიტურ გამოვლინებათა ერთობლიობა, როდესაც ნივთიერების ან ნივთიერებათა კლასის მოხმარება უპირველეს ადგილს იკავებს პიროვნების ფასეულობათა სისტემაში. დამოკიდებულების სინდრომის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენს ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების მოთხოვნილება. 2. აღკვეთის მდგომარეობა – სხვადასხვა ერთობლიობისა და სიმძიმის სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც გამოვლინდება ნივთიერების მიღების სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტისას, მისი მრავალჯერადი, ჩვეულებრივ ხანგრძლივი და /ან დიდი დოზებით მოხმარების შემდეგ. 3. ჩანაცვლებითი მკურნალობა – ნარკოტიკული დამოკიდებულების მკურნალობა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების გამოყენებით, რომელსაც გააჩნია ჯვარედინი დამოკიდებულება და ჯვარედინი ტოლერანტობა იმ ნარკოტიკის მიმართ, რომლისადმიც განვითარებულია დამოკიდებულების სინდრომი. 4. ჩამანაცვლებელი ოპიოიდური პრეპარატი – სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება ოპიოიდთა ჯგუფს, გამოიყენება დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის და პაციენტის მიერ მიიღება ხსნარის ან ნერწყვში ხსნადი აბების სახით. 5. ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის სახეებია: ა) ჩამანაცვლებელი პრეპარატით ხანმოკლე დეტოქსიკაცია – ჩამანაცვლებელი პრეპარატის კლებითი დოზებით მკურნალობა არა უმეტეს ერთი თვის განმავლობაში; ბ) ჩამანაცვლებელი პრეპარატით ხანგრძლივი დეტოქსიკაცია – ჩამანაცვლებელი პრეპარატის კლებითი დოზებით მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში; გ) ხანმოკლე ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი პრეპარატის სტაბილური დოზებით მკურნალობა არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში; დ) ხანგრძლივი ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი პრეპარატის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვეზე მეტი ვადით.     მუხლი 2🔗. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანებია: ა) ოპიოიდური დამოკიდებულებით დაავადებულ პირთა სომატური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ბ) აივ ინფექციის, ჰეპატიტებისა და სხვა ინფექციური გზით გადამდები დაავადებების პრევენცია; გ) ჩანაცვლებითი მკურნალობისა და სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის გზით პაციენტებში მყარი რემისიის მდგომარეობის მიღწევა; დ) აივ-ინფიცირებულ ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მიერ ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების შეწყვეტა და მათი ფსიქოსომატური მდგომარეობის გაუმჯობესება; ე) ნარკოტიკული საშუალების ინექციურ მომხმარებელთა სანიტარიული განათლების გაზრდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის (აივ ინფექცია/შიდსი, სიფილისი, ტუბერკულოზი და სხვა) გამოკვლევისა და მკურნალობის მოტივაციის გაძლიერება.     მუხლი 3🔗. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა 1. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) ჩანაცვლებითი თერაპიის ფინანსირება შესაძლოა განხორციელდეს როგორც სახელმწიფო, ასევე საქველმოქმედო და კერძო რესურსებით. 2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიმდინარეობის პერიოდში, დაიცვას სამედიცინო პერსონალის და სამკურნალო საშუალებების უსაფრთხოება. 3. დაწესებულებებში კონკრეტული პროგრამები მტკიცდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ინდივივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 4. პროგრამების მართვის ეფექტურობის გაზრდისათვის, მათ მიმდინარეობაში წარმოშობილი საკითხების გადაწყვეტის ოპერატიულობის და განსაკუთრებულ შემთხვევათა განხილვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით იქმნება სასჯელაღსრულების სისტემის ჩანაცვლებითი პროგრამების ზედამხედველობის საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობა და ფუნქციები მტკიცდება ამავე აქტით. 5. საბჭოს მიერ კომპლექტდება კონკრეტული პროგრამის საექიმო-საკონსულტაციო კომისია (შემდგომში – სსკ), მინიმუმ სამი ექიმის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი მაინც ექიმი-ნარკოლოგია. 6. სსკ მისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს პაციენტთა მკურნალობის პროცესს.     მუხლი 4🔗. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმებია: ა) 18 წელს მიღწეული პირის ოპიოიდებზე დამოკიდებულების (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზი და ერთ-ერთი ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა; ბ) შემდეგი კრიტერიუმები: ბ.ა) აივ/ინფიცირება, შიდსით დაავადება; ბ.ბ) ორსულობა; ბ.გ) თავისუფლების აღკვეთის მომენტისთვის სამოქალაქო სექტორში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მკურნალობა; ბ.დ) ინფექციური ჰეპატიტებით, ტუბერკულოზით და სხვა პარენტერალური გზით გადამდები დაავადებები ან/და ჯანმრთელობის სხვა მძიმე დარღვევები.     მუხლი 5🔗. პაციენტთა ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართვის წესი 1. პაციენტის პროგრამაში ჩართვა ხორციელდება სსკ-ს გადაწყვეტილებით, მე-4 მუხლში ჩამოთვლილ კრიტერიუმების შესაბამისად. 2. სსკ-ს მიერ მკურნალობაში ჩასართავად შერჩეულ პაციენტთა ნუსხა მიეწოდება დაწესებულების ადმინისტრაციას საორგანიზაციო და უსაფრთხოების ზომების გასათვალისწინებლად. 3. პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, პაციენტსა და პროგრამის უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ. 4. პაციენტთა პროგრამაში ჩართვა ხორციელდება არსებული პროგრამის შესაძლებლობების ფარგლებში.     მუხლი 6🔗. ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება 1. თითოეული პაციენტის მკურნალობა წარმოებს ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით, რომელსაც ადგენს მკურნალი ექიმი და ამტკიცებს სსკ. ინდივიდუალური პროგრამა შეთანხმებული უნდა იყოს პაციენტთან. 2. ჩანაცვლებითი პრეპარატის საწყისი დოზისა და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრა ხორციელდება ექიმ-ნარკოლოგის მიერ და მტკიცდება სსკ-ს მიერ. 3. პაციენტის მიერ ჩანაცვლებითი პრეპარატის მიღება დაწესებულებაში ხორციელდება სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. 4. პროგრამაში ჩართული პაციენტის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოხვედრის შემთხვევაში, პროგრამის ექიმის მიერ ავადმყოფობის ისტორიაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. პროგრამის ექიმის მიერ ყოველდღიურად ხდება პაციენტისთვის მისი კუთვნილი ულუფის მიწოდება. პაციენტი ჩანაცვლებით პრეპარატს ღებულობს პროგრამის ექიმისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ექიმის თანდასწრებით. მედიკამენტის მიღებას ორივე ექიმი და პაციენტი ხელმოწერებით ადასტურებენ შესაბამის ფორმაში. 5. პაციენტის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში (შემდგომში – სამედიცინო დაწესებულება) სამკურნალოდ ან დიაგნოსტიკური მიზნებით მოხვედრის შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პროგრამის ნებისმიერ წევრს აღნიშნულის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ექიმის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულებას უნდა გადაეცეს ჩამანაცვლებელი პრეპარატის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პერიოდისთვის, მაგრამ ერთჯერადად, არა უმეტეს 7 დღის ულუფისა. პროგრამის ექიმის მიერ პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაში უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია, სადაც მიეთითება: წამლის ფორმა, პრეპარატის დოზირება, გადასაცემი პრეპარატის რაოდენობა და სხვა სპეციფიკური საკითხები. პრეპარატის მიღების კონტროლი ხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ექიმის მიერ, რის შესახებაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ავადმყოფობის ისტორიაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რომელსაც ადასტურებს განყოფილების გამგე. პრეპარატის მიღება ასევე ფიქსირდება პროგრამის მიერ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიწოდებულ ფორმაში, სადაც სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან ერთად ხელს აწერს პაციენტიც, რომელიც პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ უბრუნდება პროგრამას. პრეპარატის საჭირო რაოდენობის გადაცემა და ნაშთის დაბრუნება ხდება ფორმა №4-ის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების კონტროლი 1. პროფილაქტიკური მიზნით, მინიმუმ თვეში ორჯერ, ტარდება თითოეული პაციენტის შარდის შემთხვევითი გადამოწმება ნარკოტიკული საშუალებების/ ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველობაზე. 2. საეჭვო შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი უფლებამოსილია პაციენტს ჩაუტაროს დამატებითი ანალიზი. 3. საანალიზო სითხის ასაღები ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეოკამერით. 4. პაციენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის შემთხვევაში მისთვის ანალიზის ჩატარების სიხშირე და მიზანშეწონილობა დგინდება სსკ-ს მიერ.     მუხლი 8🔗. ჩანაცვლებითი მხარდამჭერი მკურნალობის კურსის დასრულება ჩანაცვლებითი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება სსკ-ს გადაწყვეტილებით, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.     მუხლი 9🔗. ჩანაცვლებითი პროგრამიდან გარიცხვა 1. პროგრამიდან გარიცხვის კრიტერიუმებია: ა) მკურნალობის რეჟიმის უხეში დარღვევა; ბ) ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების ფაქტი; გ) სამედიცინო პერსონალის მიმართ არაკორექტული მოქცევა; დ) მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამის ხშირი უგულებელყოფა. 2. ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების ჩადენის პირველ შემთხვევაში პაციენტს ეძლევა გაფრთხილება მოსალოდნელი ზომების (გარიცხვის) შესახებ, რომელიც ფიქსირდება ოქმით. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სსკ განიხილავს პაციენტის პროგრამიდან გარიცხვის საკითხს. 3. განსაკუთრებით უხეში დარღვევის შემთხვევაში (მაგალითად, პერსონალის მიმართ უხეში მოქცევა, ნარკოტიკული საშუალებების მოპარვა, ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა და სხვა) პაციენტი შესაძლოა გარიცხულ იქნეს პროგრამიდან პირველივე დარღვევის შემდგომ. დანართი №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ოპიოიდური დამოკიდებულებით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისას ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი 1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ნარკოტიკული საშუალება ინახება სპეციალურად გამოყოფილ სამარაგო ოთახში (შემდგომში – სამარაგო), რომელიც განთავსებულია უშუალოდ ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ განყოფილებაში (შემდგომში – განყოფილება). სამარაგო წარმოადგენს უფანჯრო ოთახს, აქვს კაპიტალური კედლები, რკინის კარები, ადგილობრივი შუქხმოვანი და 24-საათიანი ვიდეოკონტროლი და სიგნალიზაცია, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს დაწესებულების სამორიგეო განყოფილებასთან. 2. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განმახორციელებელს უფლება აქვს სამარაგოში შეინახოს არა უმეტეს 4 (ოთხი) თვის სავარაუდო მარაგი. 3. დაწესებულებაში პროგრამისთვის საჭირო ჩანაცვლებითი პრეპარატის მარაგის შეტანა ხორციელდება პროგრამის ხელმძღვანელის მიერ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში, სადაც პუნქტის თანამშრომლის მიერ მოწმდება პრეპარატის მარაგის მიღება-ჩაბარების დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა, რაც ფორმდება შესაბამისი აქტით, რომელსაც ხელს აწერენ პუნქტის თანამშრომელი და პროგრამის ხელმძღვანელი. 4. სამარაგოში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პროგრამის ხელმძღვანელსა და მის მიერ განსაზღვრულ პროგრამის თანამშრომლებს. 5. სამარაგოს გასაღები და ლუქი ინახება ნარკოტიკული საშუალებების მიღებაზე, შენახვაზე, აღრიცხვასა და განყოფილებაზე გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან. 6. სამარაგოში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს ფორმა №1-ით გათვალისწინებული ფორმის, ზონარგაყრილ, დანომრილ და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში. 7. სამარაგოდან ნარკოტიკული საშუალების განყოფილებაზე გაცემა წარმოებს მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ ექიმი და მედდა. მოთხოვნას ხელმოწერითა და ბეჭდით ამოწმებს პროგრამის ხელმძღვანელი. მოთხოვნა იწერება ლათინურ ენაზე, წამლის დასახელების, ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნაზე გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული საშუალებების გაცემის შემდეგ მოთხოვნის მეორე გვერდზე კეთდება ჩანაწერი ფაქტობრივად გაცემული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ წამლის დასახელების, დოზის, რაოდენობისა და გაცემის თარიღის მითითებით. ჩანაწერს ხელს აწერენ ნარკოტიკული საშუალებების გამცემი და მიმღები პირები. 8. მოთხოვნა გამოიწერება სამ ეგზემპლარად, აქედან ერთი ეგზემპლარი უბრუნდება ექიმ-ნარკოლოგს, მეორე ეგზემპლარი გადაეცემა პროგრამის ფინანსურ სამსახურს, ხოლო მესამე რჩება სამარაგოს პასუხისმგებელ პირთან და წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს. მოთხოვნები ინახება ხუთი წლის განმავლობაში. 9. განყოფილებაში პაციენტებზე ნარკოტიკული საშუალებების გაცემა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილი ოთახიდან (შემდგომში – პუნქტი), რომელსაც ფანჯრებზე უნდა ჰქონდეს ცხაური და აღჭურვილი იყოს ვიდეოკამერით. პუნქტში ნარკოტიკული საშუალებები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში, რომლის გასაღები ინახება პროგრამის ხელმძღვანელთან ან მის მიერ განსაზღვრულ პირთან. პუნქტში ნებადართულია ნარკოტიკული საშუალებების არა უმეტეს 7 დღის სავარაუდო მარაგის შენახვა. სამუშაო საათების განმავლობაში პუნქტის დაცვას უზრუნველყოფს დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ პუნქტში ირთვება დაწესებულების სამორიგეო განყოფილებასთან დაკავშირებული სიგნალიზაცია. 10. პუნქტში შენახული ნარკოტიკული საშუალებების მიღება, შენახვა, აღრიცხვასა და პაციენტებისათვის გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ პროგრამის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ პირებს. 11. პუნქტში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დანომრილ, ზონარგაყრილ, პროგრამის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში (ფორმა №2). 12. პაციენტისთვის დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზის ყოველი ცვლილება ფიქსირდება ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში, რასაც ადასტურებს ექიმი-ნარკოლოგი. 13. ნარკოტიკული საშუალების გაცემა ხორციელდება პუნქტის სპეციალური სარკმლიდან, პაციენტის იდენტიფიცირების შემდეგ. 14. პაციენტს ეკრძალება პუნქტში შესვლა. 15. ნარკოტიკული საშუალების დასახელება, წამლის ფორმა, დოზა, მიღების თარიღი და დრო ფიქსირდება ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში, რომელსაც ხელს აწერენ ექიმი და მედდა. 16. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალება წარმოდგენილია ხსნარის ან სიროფის სახით, ულუფის გაცემა ხორციელდება ერთჯერად ჭიქებში, რომელიც წამლის მიღების შემდეგ უბრუნდება პუნქტის მედდას. ნარკოტიკული საშუალების დოზირებული ულუფის განსაზღვრა და ჩამოსხმა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებული საზომი ხელსაწყოების მეშვეობით, მედდის მიერ, ექიმის ან სხვა მედდის თანდასწრებით. იკრძალება ნარკოტიკული საშუალების ტარიდან ტარაში გადასხმა. 17. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ განყოფილებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს შორის ნარკოტიკული საშუალებების დარჩენილი ნაშთის გადაბარების წესს ადგენს პროგრამის ხელმძღვანელი, ხოლო მიღება-ჩაბარება ფორმდება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №3-ის შესაბამისად. 18. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალება წარმოდგენილია ხსნარის ან სიროფის სახით და მოთავსებულია შუშის ან პოლიეთილენის ჭურჭელში, ცარიელი ტარა ექვემდებარება გაუვნებლობას შემდეგი წესით: პაციენტებისათვის ნარკოტიკული საშუალებების გაცემის დასრულების შემდეგ პუნქტის მედდა, პროგრამის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრების (არანაკლებ ორი პირისა) თანდასწრებით, წყლის რამდენჯერმე გამოვლების გზით რეცხავს პოლიეთილენის ცარიელ ტარას, აცლის ეტიკეტს და ჭრის (შუშის ბოთლი იმსხვრევა), რაც ფორმდება შესაბამისი აქტით. ამ სახით დამუშავებული და გაუვარგისებული ტარის ნარჩენი ინახება პუნქტში და ყოველი კვირის ბოლოს ექვემდებარება განყოფილებიდან გატანას და გადატვირთვას დაწესებულების სანაგვე კონტეინერში. 19. ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, თუკი მას დასრულებული არა აქვს მკურნალობა, დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ პროგრამის ხელმძღვანელს, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, რომ 24 საათის (ხოლო უქმე დღეებში 48 საათის) განმავლობაში აცნობოს სამოქალაქო სექტორში მიმდინარე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას (რომელთანაც პროგრამას წინასწარი შეთანხმება უნდა ჰქონდეს მიღწეული) პაციენტის შესაძლო მომართვის თაობაზე. 20. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტის მკურნალობისას ნარკოტიკული საშუალებები გაიცემა დალუქულ მდგომარეობაში კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში. გასაცემი ულუფების დამზადება ხდება კომისიურად. ჭურჭელზე დაკრულ ქაღალდზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალების დასახელება, ფორმა, დოზა და რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს სითხეს ან სიროფს, პაციენტისათვის განკუთვნილი რაოდენობა გაიცემა დღიური დოზების შესაბამისად დაფასოებული სახით. ლუქის ახსნა ხდება ავადმყოფის თანდასწრებით, უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მიღების წინ. ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებასა და სამკურნალო დაწესებულებას შორის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიღება-ჩაბარება ფორმდება ფორმა №4-ის შესაბამისად. სამკურნალო დაწესებულება ვალდებულია შემოსავალში აიყვანოს პაციენტისათვის განკუთვნილი ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალება და კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მათი აღრიცხვა, შენახვა და გაცემა. ფორმა №1 საცავში და სამარაგოში განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი პრეპარატის დასახელება, დოზა ––––––––––––––––––––––––––––––– წამლის ფორმა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საზომი ერთეული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი თვე და რიცხვი ნაშთი 1-ლი რიცხვისათვის ვისგან არის მიღებული საბუთის № და თარიღი რაოდენობა სერია 1 2 3 4 5 6 გ ა ს ა ვ ა ლ ი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ვისზე გაიცა გაცემის საფუძველი (მოთხოვნის № და გაცემის თარიღი) რაოდენობა სერია ნაშთი მომდევნო თვის 1-ლი რიცხვისათვის 7 8 9 10 11 12 ფორმა №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ განყოფილებაში ნარკოტიკული საშუალებების მიღებისა და გაცემის საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალის ფორმა თარიღი ნაშთი დღის დასაწყისისათვის შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი მიმღები პირის ხელმოწერა პრეპარატის დასახელება, დოზა, და საზომი ერთეული საიდან არის მიღებული და დოკუმენტის № პრეპარატის დასახელება, დოზა და საზომი ერთეული სერია რაოდენობა სერია რაოდენობა სერია რაოდენობა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 გ ა ს ა ვ ა ლ ი გაცემაზე პასუხისმგე- ბელი პირების ხელმოწერა პაციენტის ხელმოწერა ნარკოტიკული საშუალების მიღებაზე პაციენტის ავადმყოფობის ან სტაციონარში მოთავსების დამადასტურებე- ლი საბუთის № და გაცემის თარიღი № რიგ-ზე მედიკა- მენტის გაცე- მის თარი- ღი მედი- კამენ-ტის მიღე- ბის დრო ავადმ- ყოფის გვარი, სახელი ამბულა- ტორიუ- ლი ბარათის № ექიმის მიერ დანიშ- ნული დოზა მილიგ- რამებში გაცემული პრეპარატის დასახელება, დოზა და რაოდენობა (საზომი ერთეული) 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 შენიშვნა: პაციენტის სტაციონარში მოხვედრისას 23-ე გრაფაში ხელს აწერს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ექიმი. ფორმა №3 საპროცედუროში ნარკოტიკული საშუალების ყოველდღიური გადაბარების ჟურნალის ფორმა თარიღი ნარკოტიკული საშუალების დასახელება საზომი ერთეული რაოდენობა სერია ნარკოტიკული საშუალებები ჩავაბარე (ხელმოწერა) ნარკოტიკული საშუალებები მივიღე (ხელმოწერა) 1 2 3 4 5 6 7 ფორმა №4 ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა ნარკოტიკული საშუალების გამცემი დაწესებულების/პროგრამის დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელეფონი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ნარკოტიკული საშუალების მიმღები დაწესებულების დასახელება –––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ტელეფონი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პაციენტის გვარი და სახელი, ვისთვისაც განკუთვნილია ნარკოტიკული საშუალება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– № ნარკოტიკული საშუალების დასახელება საზომი ერთეული სერია გადაბარების თარიღი გადაბა- რებული რაოდენობა ნარკოტიკული საშუალების ჩამბარებელი პირის გვარი, სახელი და თანამდებობა ნარკოტიკული საშუალების მიმღები პირის გვარი, სახელი და თანამდებობა წამლის გამცემი პირის ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––– წამლის მიმღები პირის ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––––– შენიშვნა: აქტი ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სტაციონარში, ხოლო მეორე – ნარკოტიკული საშუალებების გამცემი, ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების/ პროგრამის პასუხისმგებელ პირთან.