,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№257
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.641
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 176, 29/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2006 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ლაშა დარახველიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს გამოძიებისა და სამსახურებრივი შემოწმების განყოფილების უფროსი

ლევან დვალიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

მაყვალა იორდანიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფინანსების მართვის სამმართველოს ცენტრალური ბუღალტერიის სამსახურის უფროსი

პავლე მაწკეპლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კონსულტანტი

ონისე მეტრეველი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი

შალვა ტურაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

დავით ფრუიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი

გივი ქვრივიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე

მალხაზ ჩხაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სარევიზიო განყოფილების უფროსის მოადგილე.

2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა, დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა 2007 წლის 31 მარტამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი