,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№927
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.012.507
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 184, 26/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.507

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 927

2008 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.07,№186, მუხ. 2103) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

დამტკიცდეს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი№1, №2, №3 №4, №5, №6).”.

2. ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

     „მუხლი 31. ინფორმაცია გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას (დანართი №6) ორგანიზაცია წარადგენს სახელმწიფო ხაზინაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ორგანიზაცია დაზუსტებულ ინფორმაციას (დანართი №6) წარადგენს სახელმწიფო ხაზინაში ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინა არ დაარეგისტრირებს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ ვალდებულების დოკუმენტს.“.

3. ბრძანებას დაემატოს დანართი №6 თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

ნ. გილაური

  დანართი №6

ინფორმაცია გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ

 

1. სახაზინო კოდი და დასახელება ___________________________________

2.საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება____________________________

3. მომწოდებელი (საიდენტიფიკაციო კოდი) ________________________

4. მომწოდებელი (დასახელება) _____________________________________

 

ხელშეკრულების ნომერი/თარიღი

ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების ნომერი/თარიღი

მომსახურების სახე

ხელშეკრულების მთლიანი თანხა

ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის/სამუშაოს შესრულების გრაფიკი

 

 

 

თარიღი

თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                          

___________________________________________

საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

პასუხისმგებელი პირი

 

თარიღი /---/------/------/

 

 

 

 

ბ.ა