"საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 25.12.2008
ძალის დაკარგვა 31.05.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №304
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.012.513
გამოქვეყნების წყარო სსმ, 183, 25/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 10.12.2004
დოკუმენტის ტექსტი
"საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.012.513
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №304
2008 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №257 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს წესი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის პირობებს.
მუხლი 2🔗
სტაჟირების ძირითად მიზანს წარმოადგენს კადრების მომზადება საპროკურორო-საგამოძიებო საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფის მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ახალგაზრდა მუშაკებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოსავლენად საჭირო პირობებს.
თავი II. სტაჟირების კომისია
მუხლი 4🔗
სტაჟიორთა მიღების და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში იქმნება საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
მუხლი 5🔗
1. კომისია შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისაგან.
2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები (მათ შორის, საქართველოს პროკურატურის მუშაკები), აგრეთვე არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.
3. კომისიაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა (მათ შორის, საქართველოს პროკურატურის მუშაკთა) რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს.
მუხლი 6🔗
1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.
5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
8. კომისია სტაჟირების პერიოდში:
ა) საქართველოს პროკურატურის შესაბამის ორგანოსთან (სტრუქტურულ დანაყოფთან) ერთად უზრუნველყოფს სტაჟიორად დანიშნული პირის მიერ საქართველოს პროკურატურის მუშაკისათვის დამახასიათებელი პრაქტიკული და ორგანიზაციული ჩვევების შესწავლას;
ბ) აკონტროლებს სტაჟიორის მუშაობის სპეციფიკის, მის მიერ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავების, დანაშაულის გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის განხორციელებაში მისი მონაწილეობის პროცესს;
გ) ახორციელებს სტაჟიორის მიერ დანაშაულის გამოძიებისას კრიმინალისტიკური ტექნიკის საშუალებათა გამოყენების შესწავლას;
დ) ხელმისაწვდომს ხდის სტაჟიორთათვის კანონმდებლობის სიახლეებს.
თავი III. სამდივნო და კონკურსი
მუხლი 7🔗
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.
მუხლი 8🔗
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა.
4. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ან/და საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობების ასლები;
გ) ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით);
დ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი;
ე) რეკომენდაცია;
ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ორი ფოტოსურათი;
თ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. სტაჟიორობის კანდიდატმა სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ბ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
გ) სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;
დ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ.
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 9🔗
1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება სამ ეტაპად: პირველი და მეორე ეტაპი წერილობითი (ტესტირების), ხოლო მესამე – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.
2. კონკურსის პროგრამას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 10🔗
1. კონკურის გამოცხადება ხდება პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის პროგრამას და კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებს;
ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;
გ) იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომელთა დაკავებაც შესაძლებელი გახდება კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.
4. კონკურსის ჩატარების დროს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს მინისტრი.
5. სტაჟიორთა ლიმიტს ყოველწლიურად განსაზღვრავს მინისტრი.
6. წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა, ხოლო მეორე ეტაპი პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
მუხლი 11🔗
1. კონკურსის პირველი და მეორე ეტაპების (ტესტირების) გავლის პირობები ქვეყნდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს.
3. კონკურსის მესამე (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) მეორე ეტაპს.
მუხლი 12🔗
სტაჟიორობის კანდიდატს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც.
მუხლი 13🔗
კომისიის თავმჯდომარე წერილობითი კონკურსის (ტესტირების) თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატს ტესტირების შედეგებს.
მუხლი 14🔗
წერილობითი კონკურსის (ტესტირების) ორივე ეტაპის შედეგების გამოქვეყნებიდან გონივრულ ვადაში კომისია განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს.
მუხლი 15🔗
სტაჟიორობის კანდიდატის თეორიული ცოდნისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის ტარდება გასაუბრება.
მუხლი 16🔗
გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს წერილობითი კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
მუხლი 17🔗
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება.
მუხლი 18🔗
საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსი ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.
მუხლი 19🔗
1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის თავმჯდომარე საქართველოს მთავარ პროკურორს (შემდგომში – მთავარი პროკურორი) წარუდგენს იმ სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის სამივე ეტაპი.
2. მთავარი პროკურორი, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟიორობის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, ნიშნავს სტაჟიორებად საქართველოს პროკურატურის ორგანოებში.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით, პირი შეიძლება დაინიშნოს სტაჟიორად საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. სტაჟიორს მთავარი პროკურორის მიერ სტაჟირების ვადით განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი.
5. მთავარი პროკურორი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს საქართველოს პროკურატურის იმ ორგანოს (სტრუქტურული დანაყოფის) ხელმძღვანელს, სადაც სტაჟიორი გადის სტაჟირებას.
6. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟიორის მოთხოვნის შემთხვევაში მას განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი.
თავი IV. სტაჟირების ვადა
მუხლი 20🔗
1. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით.
2. სტაჟიორს კომისიის თავმჯდომარე განუსაზღვრავს სტაჟირების გავლის ინდივიდუალურ პროგრამას.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არა უადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობაზე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. სტაჟიორს, რომელიც სტაჟირების მიმდინარეობის პროცესში ვერ დააკმაყოფილებს სტაჟიორისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, კომისიის დასკვნის საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით, ვადაზე ადრე უწყდება სტაჟირება.
5. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის განხილვის პროცესში სტაჟიორის მონაწილეობა სავალდებულოა.
6. სამუშაოზე ხანგრძლივად არყოფნის პერიოდი (ხანგრძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება, სასწავლო შვებულება და სხვა) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.
7. სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში.
მუხლი 21🔗
სტაჟიორი, რომელიც გადის სტაჟირებას საქართველოს პროკურატურის სისტემაში, მისი თანხმობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით, შეიძლება გადაყვანილ იქნეს საქართველოს პროკურატურის ნებისმიერ სხვა ორგანოში.
თავი V. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
მუხლი 22🔗
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატაროს საგამოძიებო და საპროკურორო მოქმედებები და ღონისძიებები;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემული ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებები;
ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები.
თავი VI. საქართველოს პროკურატურის მოვალეობები
მუხლი 23🔗
1. საქართველოს პროკურატურა სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი) უზრუნველყოფს სტაჟირების ვადით სტაჟიორებზე შესაბამისი პირადობის მოწმობების გაცემას.
მუხლი 24🔗
1. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას. სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
4. სტაჟირების ხელმძღვანელს პასუხისმგებლობა, ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ეკისრება საერთო წესის შესაბამისად.
მუხლი 25🔗
სტაჟირებას კოორდინაციას უწევს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ ინფორმაციის მიწოდებიდან ათი დღის ვადაში შეადგინოს დასკვნა სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით და წარუდგინოს იგი კომისიის თავმჯდომარეს და მთავარ პროკურორს.
მუხლი 26🔗
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) ამ წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა;
ე) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი პროკურორი საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მოწმობას 3 დღის ვადაში აბარებს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში საქართველოს პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ მუშაკს აბარებს ყველა მატერიალურ სიკეთეს, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა, ასევე იმ დოკუმანტაციას, რაც მან მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
თავი VII. სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება და საქართველოს პროკურატურის რეზერვი
მუხლი 27🔗
1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ კომისია ერთი თვის განმავლობაში ახდენს სტაჟიორთა შეფასებას.
2. კომისიას სტაჟიორთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა:
ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს.
3. კომისიის თავმჯდომარე მთავარ პროკურორს წარუდგენს იმ პირების მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. აღნიშნული პირები მთავარი პროკურორის მიერ ინიშნებიან შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ან ირიცხებიან საქართველოს პროკურატურის რეზერვში (შემდგომში – რეზერვი).
4. რეზერვის მიზანს წარმოადგენს პროკურატურის მუშაკთა კანდიდატების შერჩევა საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილი ვაკანსიების დასაკავებლად.
5. პროკურატურის ორგანოებში ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში, რეზერვში ჩარიცხული პირის თანხმობით, კომისიის თავმჯდომარე მთავარ პროკურორს წარუდგენს რეზერვში ჩარიცხულ იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. მთავარი პროკურორის მიერ კანდიდატის მოწონების შემთხვევაში რეზერვში ჩარიცხული პირი ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6. პირი, რომელმაც გაიარა სტაჟირება, საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე არ ინიშნება, ხოლო რეზერვში ჩარიცხული პირი რეზერვიდან ამოირიცხება:
ა) გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიის, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად ცნობის შემთხვევაში;
ე) სხვა სამუშაოდან მაკომპრომეტირებელი საფუძვლით დათხოვნის შემთხვევაში;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ რეზერვში ჩარიცხული პირი, თავისი მიზეზით, ორი წლის განმავლობაში არ დაინიშნა პროკურატურის ორგანოებში.
7. პირის რეზერვიდან ამორიცხვა ხდება მთავარი პროკურორის ბრძანებით.
8. რეზერვში ჩარიცხული პირი, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარება ატესტაციას.
9. რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვას აწარმოებს საკადრო უზრუნველყოფის დეპარამენტი.
10. რეზერვში ჩარიცხულ პირს რეზერვში ყოფნის პერიოდი ეთვლება საერთო შრომის სტაჟში.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 28🔗
ამ წესის III თავი და მე-20 მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ამ წესის ამოქმედებამდე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში დანიშნულ სტაჟიორებზე.
მუხლი 29🔗
დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 30🔗
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.