,,სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 24.12.2008
ძალის დაკარგვა 15.03.2010
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.40.036.012.519
გამოქვეყნების წყარო სსმ, 185, 29/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| 1 | საპენსიო ვალდებულებები პერიოდის დასაწყისში |
| 2 | პერიოდის განმავლობაში მიღებული საპენსიო შენატანები |
| 3 | გაწევრიანების საკომისიო |
| 4 | ადმინისტრაციული საკომისიო |
| 5 | აქტივების მართვის საკომისიო |
| 6 | გაცემული პენსიები |
| 7 | საპენსიო სქემიდან გატანილი სახსრები |
| 8 | მიღებული საპენსიო შენატანები წმინდა (1+2-3-4-5-6-7) |
| 9 | საინვესტიციო შემოსავალი |
| 10 | საინვესტიციო მოგების საკომისიო |
| 11 | წმინდა მოგება/ზარალი (8+9-10) |
| 12 | სხვა შემოსავლები |
| 13 | სხვა ხარჯები |
| 14 | საპენსიო ვალდებულებები პერიოდის ბოლოს (11+12-13) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 09.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
,,სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 55.35pt 45.1pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.40.036.012.519
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის
ბრძანება №11
2008 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესი“ (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005 წლის 1 ივნისის №17 ბრძანება „სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ“.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1998 წლის 14 იანვრის №1 ბრძანება „დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესი.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
დანართი №1
სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სადაზღვევო რეზერვების შექმნის მიზანია მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფა და მის მიერ აღებული სადაზღვევო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
2. მზღვეველი ვალდებულია შექმნას სადაზღვევო რეზერვები არასიცოცხლის, სიცოცხლის და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის სახეობებისათვის. მზღვეველი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე და ლიცენზიის გაუქმების შემდგომაც, სანამ სრულად არ იქნება გასტუმრებული სადაზღვევო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებანი.
3. არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია შექმნას მხოლოდ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის რეზერვი ამ წესის შესაბამისად.
4. მზღვეველი ვალდებულია გადაზღვევის და თანადაზღვევის საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში სადაზღვევო რეზერვები შექმნას წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად და იმავე მეთოდით, რაც გამოიყენება პირდაპირი სადაზღვევო საქმიანობის შემთხვევაში.
5. მზღვეველი და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია შეიმუშაოს სადაზღვევო რეზერვების დათვლის მეთოდოლოგია, განახორციელოს ამ წესისა და შიდა ნორმატივის დაცვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების დათვლის სიზუსტეზე კონტროლი.
6. სადაზღვევო რეზერვების წინამდებარე წესით შექმნის ვალდებულება არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე).
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოზიდული პრემია – სადაზღვევო პრემია, რომელიც მიეკუთვნება საანგარიშო პერიოდში ძალაში შესულ სადაზღვევო ხელშეკრულებებს, მიუხედავად იმისა, გადახდილი არის პრემია მზღვეველისათვის, თუ არა. დაზღვევის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მოზიდული პრემიის ოდენობა შეესაბამება ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პერიოდს;
ბ) ბრუტო პრემია – მოზიდული პრემიის ოდენობა გადამზღვევლის მონაწილეობის ჩათვლით;
გ) ნეტო პრემია – მოზიდული პრემიის ოდენობა გადამზღვევლის მონაწილეობის გამოკლებით;
დ) განცხადებული ზარალი – დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული რისკების დადგომით გამოწვეული და მზღვეველისათვის განცხადებული ზარალი;
ე) დაურეგულირებელი ზარალები – განცხადებული ზარალი, რომელიც არ არის ან არასრულად არის ანაზღაურებული მზღვეველის მიერ;
ვ) ანაზღაურებული ზარალი – მზღვეველის მიერ გადახდილი ზარალი;
ზ) საბაზისო პრემია – საბაზო მონაცემი რეზერვის გამოანგარიშებისას;
თ) აქტუარული დათვლები – მათემატიკური და/ან სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით განხორციელებული დათვლები;
ი) პერსპექტიული მეთოდი – დათვლის ისეთი მეთოდი, როდესაც მზღვეველი ითვალისწინებს სადაზღვევო ხელშეკრულებებთან/პოლისებთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომლებიც მიეკუთვნება მომავალ პერიოდებს (მომავალი საანგარიშო პრემია, მომავალი სადაზღვევო ვალდებულებები და ა.შ);
კ) რეტროსპექტული მეთოდი – დათვლის მეთოდი, როდესაც მზღვეველი ითვალისწინებს სადაზღვევო ხელშეკრულებებთან/პოლისებთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომლებიც მიეკუთვნება წარსულ პერიოდებს (წინა საანგარიშო პერიოდებში მოზიდული პრემია, გადახდილი ზარალები და ა.შ.)
ლ) სიცოცხლის დაზღვევის მაგროვებადი და დაბრუნებადი სახეობები – სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებები/ პოლისები, რომლებიც სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად საინვესტიციო ხასიათსაც ატარებენ.
მუხლი 3🔗. სააგენტოში წარსადგენი ინფორმაცია
1. მზღვეველი და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში– სააგენტო) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) მზღვეველის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილი სადაზღვევო რეზერვების ჩამონათვალი სააგენტოს მიერ განსაზღვრული დღისათვის არსებული ნაშთების მითითებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმოწერილ უნდა იქნეს რეზერვის დათვლაზე პასუხისმგებელი პირის მიერ (სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებით);
ბ) თითოეული სადაზღვევო რეზერვის დათვლის მეთოდოლოგია (დათვლის დროს გამოყენებული მონაცემთა ბაზის, კორექტირების კოეფიციენტების, მოკვდავობის ცხრილებისა და სხვა სტატისტიკური მონაცემების მითითებით);
გ) რეზერვის დათვლაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, თანამდებობა და ხელმოწერა.
2. მზღვეველის სადაზღვევო რეზერვების მონაცემები აისახება მზღვეველის ფინანსურ ანგარიშგებაში და სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამის ფორმებში, ხოლო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სადაზღვევო რეზერვების მონაცემები აისახება სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამის ფორმებში და წარედგინება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ანგარიშგების ფორმების წარდგენის ვადების დაცვით.
3. დაზღვევის შესახებ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) საანგარიშო წლის ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ 25 დღის ვადაში ვალდებულია წარადგინოს სააგენტოში დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული წერილი, რომელიც ადასტურებს ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ აღებული სადაზღვევო ვალდებულებების შესაბამისი სადაზღვევო რეზერვების შექმნას, დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ზემოაღნიშნული ფილიალი/წარმომადგენლობა აგრეთვე ვალდებულია წარადგინოს სააგენტოში დამფუძნებელი სადაზღვევო/გადაზღვევის ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგება. უკანასკნელის წარდგენის პერიოდულობა უნდა ემთხვევოდეს ამ ორგანიზაციის რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების შედგენის პერიოდულობას.
მუხლი 4🔗. სადაზღვევო რეზერვის სახეობები
სადაზღვევო რეზერვების სახეობებია:
ა) არასიცოცხლისა და სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის (გარდა სიცოცხლის დაზღვევის მაგროვებადი და დაბრუნებადი სახეობებისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა):
ა.ა) გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვი;
ა.ბ) განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვი;
ა.გ) მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვი;
ბ) სადაზღვევო რეზერვი სიცოცხლის დაზღვევის მაგროვებადი და დაბრუნებადი სახოებებისათვის (სიცოცხლის დაზღვევის რეზერვი);
გ) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის რეზერვი – საპენსიო ვალდებულებები.
მუხლი 5🔗. გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვი
1. გამოუმუშავებული პრემიის რეზერვი წარმოადგენს სადაზღვევო/გადაზღვევის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ნაწილს (მიუხედავად იმისა, გადახდილი არის თუ არა მზღვეველისათვის პრემია), რომელიც მიეკუთვნება მომავალ პერიოდებს.
2. გამოუმუშავებელი პრემიის სადაზღვევო რეზერვი გამოითვლება თითოეული სადაზღვევო ხელშეკრულებისთვის/პოლისისთვის შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
UPR = P x t ,
T
სადაც,
UPR – წარმოადგენს გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის ოდენობას;
P – წარმოადგენს სადაზღვევო პოლისით/ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ოდენობას;
t – წარმოადგენს სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე დარჩენილ პერიოდს (გამოსახული დღეებში);
T – წარმოადგენს პოლისის/ხელშეკრულების მოქმედების მთლიან ვადას (გამოსახული დღეებში).
3. ზემოაღნიშნული ფორმულით გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის დათვლისას “დღე“ გამოიყენება ვადის გამოსახვის ერთეულად.
4. „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის ოდენობად (P) მიიჩნევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრემიასა და ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სავალდებულო დაზღვევის ბიუროში განსახორციელებელ შენატანებს შორის სხვაობა.
5. გადამზღვევლის წილი გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვში გამოითვლება გადაზღვევის ხელშეკრულებების შესაბამისად.
6. მზღვეველის გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის მთლიანი ოდენობა წარმოადგენს თითოეული პოლისიდან/ხელშეკრულებიდან დაანგარიშებული გამოუმუშავებული პრემიის რეზერვების ჯამს.
7. მზვეველი ვალდებულია გამოითვალოს გამოუშავებული პრემიის რეზერვი ყველა ძალაში მყოფი სადაზღვევო ხელშეკრულების/პოლისისთვის.
მუხლი 6🔗. განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვი
1. განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვი იქმნება სადაზღვევო ორგანიზაციაში განცხადებული ზარალებისათვის, რომლებიც არ არის ან არასრულად არის ანაზღაურებული მზღვეველის მიერ.
2. განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვის შექმნა სავალდებულოა ცალკეული სადაზღვევო ხელშეკრულების/პოლისის ფარგლებში შემოსული ზარალის ანაზღაურებაზე განცხადების მიღებისთანავე.
3. განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) თუ მზღვეველს მიღებული აქვს განაცხადი სადაზღვევო პოლისით დაფარული შემთხვევის დადგომის თაობაზე, დადგენილი აქვს ზარალის საბოლოო ოდენობა და მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას, განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვი იქმნება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობით;
ბ) თუ მზღვეველს მიღებული აქვს განაცხადი სადაზღვევო პოლისით დაფარული შემთხვევის დადგომის თაობაზე, მაგრამ გადაწყვეტილება ზარალის საბოლოო ოდენობაზე ან საერთოდ მის ანაზღაურებაზე ჯერ არ არის მიღებული, განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვის ოდენობა განისაზღვრება განცხადებული ზარალის დამადასტურებელ დოკუმენტებში (საბუთებში) აღნიშნული ოდენობის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია ზარალის საბოლოო ოდენობის შესახებ, განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვის ოდენობა შეადგენს პოლისით დაფარული შემთხვევით გამოწვეული ზარალის გონივრულ მაქსიმალურ ოდენობას (არა უმეტეს შესაბამისი სადაზღვევო პოლისის სადაზღვევო თანხისა), რომელიც ეყრდნობა ამ სახეობისათვის დამახასიათებელ საშუალო მაჩვენებლებს და სადაზღვევო ორგანიზაციაში არსებულ სტატისტიკას;
გ) თუ ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისთვის ზარალის გადახდა ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება პერიოდული გადახდების სახით, და მათი გადახდის ვადა განსაზღვრულია, მაშინ განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვი იქმნება თითოეული სამომავლო გადახდის ოდენობით;
დ) თუ, ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისთვის, ზარალის გადახდის პერიოდი დამოკიდებულია დაზღვეულის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვის მიმდინარე ოდენობა გამოითვლება სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტუარული დათვლების შესაბამისად.
4. გადამზღვევლის წილი განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვში გამოითვლება თითოეული განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალისათვის მასთან დაკავშირებული გადაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 7🔗. მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვი
1. მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვი წარმოადგენს რეზერვს სადაზღვევო შემთხვევებით გამოწვეული იმ ზარალებისათვის, რომელთა დადგომის შესახებ განაცხადი საანგარიშო წლის დასრულებამდე მზღვეველს არ მიუღია.
2. მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვის გაანგარიშება და შექმნა ხორციელდება საანგარიშო წლის ბოლოს. აღნიშნული რეზერვის ოდენობის შემცირება საანგარიშო წლის განმავლობაში დაშვებულია მხოლოდ წინა საანგარიშო წელს/წლებში მომხდარი ზარალების ანაზღაურების მიზნით.
3. მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვის გაანგარიშება ხორციელდება დაზღვევის სახეობების მიხედვით და მისი გამოთვლისას საბაზისო პრემიად მიიჩნევა:
ა) არასიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის მზღვეველის მიერ საანგარიშო წელიწადში მოზიდული ნეტო პრემია (ერთ წელზე მეტი პერიოდით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების ჩათვლით);
ბ) სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის მზღვეველის მიერ საანგარიშო წელიწადში მოზიდული ნეტო პრემიის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ერთ სადაზღვევო წელს. ამასთან, ამ ხელშეკრულებებისათვის/პოლისებისათვის მომდევნო სადაზღვევო წლებში მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოზიდული ნეტო პრემიის შესაბამისი ნაწილები.
4. მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვის ოდენობა შეადგენს დაზღვევის ყველა სახეობისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბაზისო პრემიის 5 (ხუთ) პროცენტს.
5. გადამზღვევლის წილი მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვში არ გამოანგარიშდება.
მუხლი 8🔗. სადაზღვევო რეზერვი მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვი
1. სადაზღვევო რეზერვი სიცოცხლის დაზღვევის მაგროვებადი და დაბრუნებადი სახეობებისათვის (სიცოცხლის დაზღვევის რეზერვი) გამოითვლება მზღვეველის მიერ აქტუარული დათვლების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს მზღვეველის მიერ თითოეული დაზღვეულის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას. ამასთან, გამოიყენება დათვლის „მოსალოდნელი“ (პერსპექტიული) მეთოდი, სადაც რეზერვის ოდენობა წარმოადგენს სადაზღვევო რეზერვის შექმნის მომენტისათვის აქტუარული მეთოდებით დათვლილი სადაზღვევო ვალდებულებების ღირებულებას.
2. სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის დათვლისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სადაზღვევო ხელშეკრულების შემდეგი სპეციფიკური პირობები:
ა) სადაზღვევო შემთხვევების დადგომით გამოწვეული მოსალოდნელი სადაზღვევო ანაზღაურებები;
ბ) სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მზღვეველის მიერ გადასახდელი თანხები;
გ) სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის მზღვეველის მიერ დაწესებული დამატებითი ფულადი ანაზღაურება (ჯილდოს, წახალისების სახით და სხვა);
დ) მხარეების მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებების/პოლისების პირობების შეცვლის უფლება.
3. იმ შემთხვევაში, თუ მომავალი სადაზღვევო ვალდებულებების ღირებულების დათვლა პერსპექტიული მეთოდით შეუძლებელია, მზღვეველი ვალდებულია განახორციელოს დათვლები რეტროსპექტული მეთოდით – მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში საქმიანობის გასული წლების შემოსავლებისა და გაცემული ანაზღაურების გათვალისწინებით.
4. მზღვეველი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ან მე-3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული რეზერვის დათვლის მეთოდოლოგია წარადგინოს სააგენტოში ამ მეთოდოლოგიის მიღებისთანავე (დამტკიცებისთანავე).
5. გადამზღვევლის წილი სიცოცხლის დაზღვევის რეზერვში გამოითვლება თითოეული დაზღვევის ხელშეკრულებისათვის, მასთან დაკავშირებული გადაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის რეზერვი – საპენსიო ვალდებულებები
1. საპენსიო დაზღვევის რეზერვი/საპენსიო ვალდებულება იქმნება თითოეული საპენსიო სქემისათვის, თითოეულ მონაწილესთან მიმართებაში არსებული საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულებისათვის, ამ ხელეშეკრულების ყველა პირობის გათვალისწინებით.
2. საპენსიო დაზღვევის რეზერვის დათვლა ხორციელდება დათვლის „მოსალოდნელი“ (პერსპექტიული) მეთოდით და რეზერვის ოდენობა წარმოადგენს სადაზღვევო რეზერვის შექმნის მომენტისათვის აქტუარული მეთოდებით დათვლილი საპენსიო ვალდებულებების ღირებულებას.
3. დაშვებულია მზღვეველის მიერ რეტროსპექტული დათვლის მეთოდის გამოყენება, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც საპენსიო შენატანების ოდენობა ან/და მათი გადახდის პერიოდულობა არ არის დაფიქსირებული საპენსიო სქემის პირობებში.
4. ამასთან, ზემოაღნიშნული მეთოდებით გამოთვლილი საპენსიო დაზღვევის რეზერვის ოდენობის ასახვა მზღვეველის ფინანსურ ანგარიშგებაში ხორციელდება შემდეგი პრინციპით:
1
საპენსიო ვალდებულებები პერიოდის დასაწყისში
2
პერიოდის განმავლობაში მიღებული საპენსიო შენატანები
3
გაწევრიანების საკომისიო
4
ადმინისტრაციული საკომისიო
5
აქტივების მართვის საკომისიო
6
გაცემული პენსიები
7
საპენსიო სქემიდან გატანილი სახსრები
8
მიღებული საპენსიო შენატანები წმინდა (1+2-3-4-5-6-7)
9
საინვესტიციო შემოსავალი
10
საინვესტიციო მოგების საკომისიო
11
წმინდა მოგება/ზარალი (8+9-10)
12
სხვა შემოსავლები
13
სხვა ხარჯები
14
საპენსიო ვალდებულებები პერიოდის ბოლოს (11+12-13)