„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში დამატებების და ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№951
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.012.527
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 186, 30/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.527

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №951

2008 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების  დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07, №29, მუხ. 348) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ.დ“ ქვეპუნქტი:

,,გ.დ) ადმინისტრირების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;“.

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ადმინისტრირების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;

ბ) საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული, ასევე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის და ჩამოწერის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის (გარდა სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვისა) პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით ერთიანი მეთოდოლოგიური მიდგომის შემუშავება;“.

5. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი:

,,გ1) მარეგისტრირებელ ორგანოებს/საბანკო დაწესებულებებსა და შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის უზრუნველყოფა;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 15 იანვრიდან.

                           ნ. გილაური