“საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 25.12.2008
ძალის დაკარგვა 04.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №1163
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.529
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 06/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.DocumentMapChar {mso-style-name:"Document Map Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:-.5in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-.5in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-.5in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-.5in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 53.95pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.529
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №1163
2008 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ2“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
დანართი
საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი
საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის პირობებს და პროცედურას.
მუხლი 2🔗. საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალურ ცნობაზე (აღიარებაზე) ან მათი ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენაზე უფლებამოსილი ორგანო
1. საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ ცნობას (აღიარებას), აგრეთვე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ წესის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით.
3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენისას საქართველოში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან ცენტრს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში დროულად, სრული მოცულობით და შეუფერხებლად.
თავი II
საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობა (აღიარება)
მუხლი 3🔗. განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენა
1. საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) მიზნით, პირი, რომელზეც გაიცა საგანმანათლებლო დოკუმენტი, მიმართავს ცენტრს განცხადებით.
2. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი, აგრეთვე, მისი თანმხლები დოკუმენტაციის ან/და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების და/ან შეფასებების ჩვენებით (ტრანსკრიპტი);
ბ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული.
მუხლი 4🔗. განცხადების განხილვის წესი
1. განცხადებისა და აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ ცენტრი ადგენს საგანმანათლებლო დოკუმენტის ავთენტიკურობასა და ეკვივალენტობას.
2. ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს/დაწესებულებას საგანმანათლებლო დოკუმენტის ავთენტიკურობის დასადგენად. კერძოდ, არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ცენტრი უფლებამოსილია უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან/დაწესებულებიდან მოითხოვოს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციაც.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მოპოვების შემდეგ ცენტრი ადგენს პირის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ეკვივალენტობას – კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციას ან/და საგანმანათლებლო პროგრამის პერიოდსა და საქართველოში არსებულ კვალიფიკაციას ან/და საგანმანათლებლო პროგრამის პერიოდს შორის შესაბამისობას.
4. ცენტრმა შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე ინფორმაცია შესაძლებელია მიიღოს ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ფაქსის, მეშვეობით.
მუხლი 5🔗. საგანმანათლებლო დოკუმენტის ცნობასთან (აღიარებასთან) დაკავშირებული გადაწყვეტილება
1. ამ თავით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ, ცენტრი:
ა) ცნობს (აღიარებს) საგანმანათლებლო დოკუმენტს;
ბ) უარს ამბობს საგანმანათლებლო დოკუმენტის ცნობაზე (აღიარებაზე).
2. ცენტრი ცნობს (აღიარებს) საგანმანათლებლო დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოდგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-11 მუხლით დადგენილ პირობებს.
3. ცენტრის გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დოკუმენტის ცნობაზე (აღიარებაზე) უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.
თავი III
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენა
მუხლი 6🔗. განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენა
1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის მიზნით, პირი, რომელზეც გაიცა საგანმანათლებლო დოკუმენტი, მიმართავს ცენტრს განცხადებით.
2. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტი, აგრეთვე, მისი თანმხლები დოკუმენტაცია ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების და/ან შეფასებების ჩვენებით (ტრანსკრიპტი);
ბ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის სახით.
მუხლი 7🔗. განცხადების განხილვის წესი
1. ცენტრი ადგენს საგანმანათლებლო დოკუმენტის ავთენტიკურობასა და ეკვივალენტობას.
2. საგანმანათლებლო დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის დროს დგინდება არის თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საგანმანათლებლო დოკუმენტის ეკვივალენტობის დადგენის დროს ხდება საქართველოს კვალიფიკაციასა ან/და საგანმანათლებლო პროგრამის პერიოდსა და მიმღებ ქვეყანაში არსებულ კვალიფიკაციას ან/და საგანმანათლებლო პროგრამის პერიოდს შორის შესაბამისობის დადგენა.
მუხლი 8🔗. ეკვივალენტობასა და ავთენტიკურობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება
ამ თავით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ, ცენტრი:
ა) ადგენს საგანმანათლებლო დოკუმენტის ეკვივალენტობას;
ბ) ადგენს საგანმანათლებლო დოკუმენტის ავთენტიკურობას;
გ) უარს ამბობს საგანმანათლებლო დოკუმენტის ავთენტიკურობის ან/და ეკვივალენტობის დადგენაზე.
თავი IV
საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობის (აღიარების) და მათი ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის ვადები
მუხლი 9🔗. საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობის (აღიარების) და მათი ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის ვადები
1. საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) და მათი ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენა ცენტრის მიერ ხორციელდება ამ წესით გათვალისწინებული სრული დოკუმენტაციის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობის (აღიარების) ან მათი ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა მოსაპოვებლად აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე ვადაზე მეტი, ცენტრი აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობებს განმცხადებელს. ასეთ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობის (აღიარების) ან მათი ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე
1. ცენტრი პასუხისმგებელია მის მიერ გაცემული დასკვნის ნამდვილობაზე.
2. წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს, შესაბამის ორგანოს/დაწესებულებას, რომელიც საგანმანათლებლო დოკუმენტის ცნობის (აღიარების), ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის მიზნით, ცენტრის მოთხოვნით გასცემს შესაბამის ინფორმაციას.
თავი V
საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის პირობები
მუხლი 11🔗. საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობის (აღიარების) და მათი ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის პირობები
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე ცენტრი საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ცნობას (აღიარებას) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობასა და ავთენტიკურობას ადგენს, თუ დასტურდება ყველა შემდეგი პირობა:
ა) საგანმანათლებლო დოკუმენტი და მისი თანმხლები დოკუმენტაცია გაცემულია იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელიც მითითებულია დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში;
ბ) საგანმანათლებლო დოკუმენტი გაცემულია იმ პირის სახელზე, ვინც მითითებულია საგანმანათლებლო დოკუმენტში;
გ) არ არის შესაძლებელი საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება:
გ.ა) კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა ან/და საგანმანათლებლო პროგრამის პერიოდსა და საქართველოში არსებულ კვალიფიკაციას ან/და საგანმანათლებლო პროგრამის პერიოდს შორის – საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ცნობის (აღიარების) შემთხვევაში;
გ.ბ) საქართველოს კვალიფიკაციასა ან/და საგანმანათლებლო პროგრამის პერიოდსა და მიმღებ ქვეყანაში არსებულ კვალიფიკაციას ან/და საგანმანათლებლო პროგრამის პერიოდს შორის – საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ეკვივალენტობის დადგენის შემთხვევაში.
2. ცენტრი არ მოახდენს წარმოდგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტის ცნობას (აღიარებას), ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენას, თუ ვერ იქნება დადასტურებული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პირობები, ან განმცხადებლის მიერ სრულად არ იქნება წარმოდგენილი წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-2 პუნტით დადგენილი დოკუმენტები.
თავი VI
ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და იმ პირთა, რომელთა საგანმანათლებლო დაწესებულებები ლიკვიდირებულ იქნა და რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან/და კვალიფიკაციის დასაბუთებას, საგანმანათლებლო დოკუმენტების სამართლიანი და სწრაფი შეფასების პროცედურები
მუხლი 12🔗. ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და იმ პირთა, რომელთა საგანმანათლებლო დაწესებულებები ლიკვიდირებულ იქნა და რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან/და კვალიფიკაციის დასაბუთებას, საგანმანათლებლო დოკუმენტების სამართლიანი და სწრაფი შეფასების პროცედურები
1. ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირების და იმ პირების, რომელთა საგანმანათლებლო დაწესებულებები ლიკვიდირებულ იქნა და რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან/და კვალიფიკაციის დასაბუთებას, განათლების ან/და კვალიფიკაციის ცნობას უზრუნველყოფს ცენტრი.
2. ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების განათლების ან/და კვალიფიკაციის ცნობის ან ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
3. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ცენტრის დირექტორი გასცემს შესაბამის ცნობას.