⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.06.2011)
გაუქმებულია:

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 29.12.2008
ძალის დაკარგვა 13.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №1176
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.532
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 06/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,350 სიტყვა · ~27 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2008 მიღება
13.06.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:-.25in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-.25in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-.25in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-.25in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.532 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №1176 2008 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის“ თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გვარამია საჯარო სამართლის იურიდიული პირის წ ნ ო რ ი ს კ ო ლ ე ჯ ი ს წ ე ს დ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. კოლეჯის წესდების მოქმედებისა და რეგულირების სფერო ეს წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის (შემდგომში – კოლეჯი) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პროცესს, კოლეჯის მართვის პრინციპებს, პერსონალის სახეებსა და უფლება-მოვალეობებს, პერსონალთან შრომით ურთიერთობებს, სტუდენტთა უფლება-მოვალეობებს, საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის პრინციპებსა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗. კოლეჯის სტატუსი 1. კოლეჯი არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 2. კოლეჯის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წნორის კოლეჯი“. კოლეჯის იურიდიული მისამართია: საქართველო, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, 4216, ქ. წნორი, უნივერსიტეტის ქ. №32. 3. კოლეჯი დაფუძნებულია და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებული აქვს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №162 დადგენილებით. 4. კოლეჯს აქვს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებისა და საკუთარი დასახელების მქონე მრგვალი ბეჭედი, შტამპი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, სატიტულო ფურცელი, ფაკულტეტის ბეჭდები და შიდა ორგანიზაციული დანიშნულების მქონე სხვა შტამპები და ბეჭდები, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.     მუხლი 3🔗. კოლეჯის წესდების მიღების, შეცვლისა და გაუქმების უფლებამოსილება 1. კოლეჯის წესდებას შეიმუშავებს კოლეჯის წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 2. კოლეჯის წესდების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით, წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.     მუხლი 4🔗. კოლეჯის მიზნები კოლეჯის მიზნებია: ა) უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება; ბ) ჰუმანიზმის, დემოკრატიის, ქართული და მსოფლიო ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა; გ) კოლეჯში საბაკალავრო, პროფესიული უმაღლესი და სახელობო სწავლების უწყვეტი ციკლის განხორციელება; დ) სტუდენტის ჩამოყალიბება ჭეშმარიტ მოქალაქედ, თავისუფლებისმოყვარე და დემოკრატ პიროვნებად; ე) კოლეჯის ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში; საქართველოსა და უცხოეთის კოლეჯებთან, ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება; კოლეჯში მიღებული ცოდნის რეალიზება ქართული საზოგადოების წიაღში; ვ) სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების ასათვისებელი სივრცის შექმნა. თავი II კოლეჯის მართვა     მუხლი 5🔗. კოლეჯის მართვის ორგანოები 1. კოლეჯის მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. კოლეჯის ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. კოლეჯი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან– ფაკულტეტების, ბიბლიოთეკის, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, ცენტრალური კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან. 3. კოლეჯის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს კოლეჯის წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 6🔗. კოლეჯის მართვის პრინციპები 1. კოლეჯი უზრუნველყოფს: ა) კოლეჯის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) კოლეჯში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.     მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭო 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის აკადემიური საბჭო (შემდეგში – აკადემიური საბჭო) არის კოლეჯის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგელობაში არიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყვლა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტი. 2. აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან აირჩევა 5 წევრი. თითოეული ფაკულტეტი ირჩევს 1 წარმომადგენელს. 3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა. 4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით. 5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი განახლებას ექვემდებარება ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. 6. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.     მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება წნორის კოლეჯის აკადემიური საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს კოლეჯის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების ცნობის წესს; ლ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; მ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ნ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ო) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; პ) ადგენს ფაკულტეტის დეკანების, კოლეჯის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ) ირჩევს კოლეჯის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ს) კოლეჯის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით, ქმნის დროებით კომისიებს. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე; ტ) აკადემიური საბჭო საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს.     მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს სამდივნო. 2. აკადემიური საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა იურიდიულ, ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას.     მუხლი 10🔗. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი 1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს სსიპ წნორის კოლეჯის რექტორი. 2. აკადემიური საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. თავმჯდომარეს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3-ის მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. 3. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.     მუხლი 11🔗. აკადემიური საბჭოს სხდომათა დღის წესრიგი 1. აკადემიური საბჭოს სამდივნო, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით ადგენს განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს. 2. აკადემიური საბჭოს წევრებს სხდომის დანიშვნის თაობაზე ეცნობებათ სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს ოთხი დღისა. 3. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა. 4. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.     მუხლი 12🔗. გადაწყვეტილების მიღება 1. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 2. თუ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით ან უნივერსიტეტის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრეთა ნახევარზე მეტი.     მუხლი 13🔗. ოქმის წარმოება 1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი. 2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ან საბჭოს სხდომის მდივანი.     მუხლი 14🔗. კოლეჯის რექტორი 1. რექტორი არის კოლეჯის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, რომელსაც აკადემიური საბჭო ირჩევს 4 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 2. რექტორი არის წნორის კოლეჯის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს კოლეჯს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, უფლებამოსილია კოლეჯის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3. რექტორი ახორციელებს კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს კოლეჯის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი. რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. 5. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას კოლეჯის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს – 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.     მუხლი 15🔗. წარმომადგენლობითი საბჭო 1. კოლეჯის წარმომადგენლობითი საბჭო არის კოლეჯის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით 4 წლის ვადით აირჩევა დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე პირთა 1/3 მაინც, ცალ-ცალკე, როგორც აკადემიური, ისე სტუდენტების რაოდენობიდან. მიღებული ხმების დათვლა ხდება ცალ-ცალკე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების წარმომადგენლების რაოდენობა პროპორციულია დაწესებულებაში შესაბამის ფაკულ-ტეტებზე აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა რაოდენობებისა. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. 2. საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება 24 წევრით. იურიდიული ფაკულტეტიდან – 3 აკადემიური პერსონალი, 2 სტუდენტი; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – 3 აკადემიური პერსონალი, 2 სტუდენტი; ჯანდაცვის ფაკულტეტიდან – 2 აკადემიური პერსონალი, 1 სტუდენტი; მათემატიკის და სტატისტიკის ფაკულტეტიდან – 2 აკადემიური პერსონალი, 1 სტუდენტი; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან – 4 აკადემიური პერსონალი, 3 სტუდენტი; წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 3. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ კოლეჯთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.     მუხლი 16🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების სფერო 1. წარმომადგენლობითი საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს კოლეჯის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, კოლეჯის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს კოლეჯის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს კოლეჯის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს კოლეჯის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) კოლეჯის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტების დეკანების, აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 3. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, მიმართვა, განცხადება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.     მუხლი 17🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი საბჭოს არჩევნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს თავისი რიგებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით. კენჭისყრას ატარებს დაწესებულების საარჩევნო კომისია. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, დაწესებულების საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას, არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. 6. სპიკერი: ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების ჩატარებას და თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას; გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; დ) უფლებამოსილია დასვას საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ; ე) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში; ვ) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს.     მუხლი 18🔗. კვორუმი და სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 2. თუ „უმაღლესი განათლების შეესახებ“ საქართველოს კანონით ან კოლეჯის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია, გარდა კანონით და კოლეჯის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.     მუხლი 19🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს სხდომის დანიშვნის თაობაზე ეცნობებათ სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს ოთხი დღისა. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო, სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.     მუხლი 20🔗. საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების ფორმირება 1. საბჭოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, საბჭომ თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით. 2. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება საბჭოს არანაკლებ 3 წევრით. ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ჯგუფის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.     მუხლი 21🔗. საბჭოს სხდომების მოწვევა და მიმდინარეობა 1. საბჭოს სხდომები მოიწვევა წელიწადში ორჯერ მაინც. საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომა (სხდომები). 2. საბჭოს სხდომებს წარმართავს საბჭოს სპიკერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მის მიერ დროებით უფლებამოსილი საბჭოს რომელიმე წევრი. ინფორმაცია საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, გამოიკვრება საჯარო გაცნობისათვის კოლეჯის შენობაში სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და ეცნობება საბჭოს წევრებს. 3. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს სპიკერის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/4-ის მოთხოვნით. 4. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საბჭოს სპიკერს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას. 5. საბჭოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული სხდომა აისახება ოქმით. ოქმს ხელს აწერს სპიკერი (ან სხდომის წარმართველი საბჭოს წევრი) და საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ან სხდომის მდივანი.     მუხლი 22🔗. კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 1. კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის კოლეჯის უმაღლესი ადმინიტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში და წარმოადგენს კოლეჯს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2.ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას. 3. ადმინისტაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 4 წელია.     მუხლი 23🔗. კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს კოლეჯის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია კოლეჯის სახელით კოლეჯის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს კოლეჯის ადმინიატრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ამზადებს კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია კოლეჯის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე. 3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.     მუხლი 24🔗. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. კოლეჯის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სასწავლო და კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. 2. კოლეჯში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად. 3. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 4. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 5. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 6. კოლეჯის დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. თავი III კოლეჯის ფაკულტეტები     მუხლი 25🔗. ფაკულტეტები 1. კოლეჯში 5 ფაკულტეტია: ა) იურიდიული ფაკულტეტი; ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; გ) ჯანდაცვის ფაკულტეტი; დ) ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ე) მათემატიკის და სტატისტიკის ფაკულტეტი. 2. ფაკულტეტების შემადგენლობაში შედის – სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. 3. გადაწყვეტილებას ფაკულტეტის შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს კოლეჯის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 4. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმრთველობის წარმომადგენლები. 5. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.     მუხლი 26🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და კოლეჯის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დაბულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ) დეკანის წარდგინებით ამტკიცებს დეკანის მოადგილეებს.     მუხლი 27🔗. ფაკულტეტის დეკანი 1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით, ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. დეკანის არჩევნების წესს ადგენს კოლეჯის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია ავტობიოგრაფიის წარმოდგენა. 2. ფაკულტეტის დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი. 3. ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებული დეკანის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა დეკანის არჩევა, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. 4. ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.     მუხლი 28🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი. 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი სისტემის ნაწილს. 6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემად-გენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. თავი IV კოლეჯის პერსონალი     მუხლი 29🔗. კოლეჯის პერსონალი კოლეჯში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.     მუხლი 30🔗. კოლეჯის აკადემიური პერსონალი 1. კოლეჯის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართვენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 31🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. 3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 32🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს კოლეჯის აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.     მუხლი 33🔗. კოლეჯის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი კოლეჯის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.     მუხლი 34🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები 1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის–წნორის კოლეჯის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 35🔗. აკადემიური წოდებები 1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 2. კოლეჯის 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება. 3. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს კოლეჯი. ამასთანავე, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.     მუხლი 36🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის მართვაში; ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრა-მების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები; დ) განახორციელოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.     მუხლი 37🔗. აკადემიური პერსონალის ვალდებულებები აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას კოლეჯის წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; დ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.     მუხლი 38🔗. კოლეჯის ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. კოლეჯის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები, კოლეჯის და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩევის და/ან დანიშვნის წესს არეგულირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული კოლეჯის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები. 6. კოლეჯი უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალიწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.     მუხლი 39🔗. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლები კოლეჯის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.     მუხლი 40🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება კოლეჯში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება კოლეჯში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკი-ცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით, დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესითა და საქართველოს კანონმდებლობით. თავი V კოლეჯის სტუდენტი     მუხლი 41🔗. კოლეჯში სტუდენტის მიღება 1. კოლეჯის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კოლეჯის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს კოლეჯის სასწავლო პროგრამის გასავლელად. 2. კოლეჯში სწავლების პირველ საფეხურზე სტუდენტად მიღების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. 3. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების საკითხს აწესრიგებს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანება.     მუხლი 42🔗. სტუდენტის უფლებები 1. კოლეჯის სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის მეცნიერულ კვლევაში; გ) კოლეჯის შინაგანაწესითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია კოლეჯის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და კოლეჯის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობისა და კოლეჯის წესდების შესაბამისად სახელმწიფოსაგან, კოლეჯისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; ი) აირჩიოს სასწავლო პროგრამა; კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში; ლ) პერიოდულად მოახდინოს კოლეჯის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება; ნ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს საგამოცდო შედეგები. 2. კოლეჯი შეზღუდული შესაძლებობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში.     მუხლი 43🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია კოლეჯის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას კოლეჯის წესდება და შინაგანაწესი.     მუხლი 44🔗. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა სტუდენტის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, კოლეჯის შინაგანაწესით და ეთიკის კოდექსით.     მუხლი 45🔗. სტუდენტური თვითმმართველობა 1. კოლეჯში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს კოლეჯის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას კოლეჯის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან კოლეჯის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) მონაწილეობას იღებს სტუდენტის მიმართ დისციპლინური საქმის განხილვაში. 4. კოლეჯის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. 5. კოლეჯის ბიუჯეტში სტუდენტური თვითმმართველობის ღონისძიებებისთვის განსაზღვრული ასიგნება არ უნდა იყოს უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავლების 1%-ზე ნაკლები.     მუხლი 46🔗. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ხდება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით. თავი VII კოლეჯის განათლების საფეხურები     მუხლი 47🔗. განათლების საფუხურები 1. კოლეჯი ახორციელებს პროფესიულ უმაღლეს განათლების პროგრამას და აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის–ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას. 2. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120-180 კრედიტს. 3. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს.     მუხლი 48🔗. აკადემიური ხარისხის ან დიპლომის მინიჭება 1. აკადემიურ ხარისხს ან დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომს კოლეჯის სახელით ანიჭებს ფაკულტეტი დაგროვილი კრედიტების იმ რაოდენობის საფუძველზე, რომელიც საკმარისია სწავლების მოცემული საფეხურის დასასრულებლად. 2. უმაღლესი განათლების საფეხურის დასრულების შემდეგ კოლეჯი გასცემს სათანადო დიპლომს.     მუხლი 49🔗. საპატიო დოქტორის წოდება 1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 2. საპატიო დოქტორი არ შეიძლება ფაკულტეტის წევრი იყოს. თავი VIII კოლეჯის დაფინანსება     მუხლი 50🔗. კოლეჯის ბიუჯეტი 1. კოლეჯის ბიუჯეტის შედგენის წესს ამტკიცებს კოლეჯის წარმომადგენლობითი საბჭო. 2. კოლეჯის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. ადმინისტრაციის ხელმძღავანელი, ფაკულტეტებთან და კოლეჯის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებითა და დასაბუთებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახლად არჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.     მუხლი 51🔗. კოლეჯის ეკონომიკური საქმიანობა კოლეჯი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში.     მუხლი 52🔗. კოლეჯის დაფინანსება 1. კოლეჯის საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2. კოლეჯის დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით; ბ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; დ) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.     მუხლი 53🔗. კოლეჯის ქონება კოლეჯის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, კერძო ან/და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.     მუხლი 54🔗. კოლეჯის ქონებით სარგებლობა 1. კოლეჯის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ კოლეჯის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით კოლეჯს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს კოლეჯის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს კოლეჯს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 6. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.