„გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით საქონლის/მომსახურების ფასის დადგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 აგვისტოს №691 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№966
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.012.541
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 186, 30/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.541

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №966

2008 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით საქონლის/მომსახურების ფასის დადგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 აგვისტოს №691 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„გადასახადის გადამხდელისაგან საქონ­ლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით საქონლის/მომსა­ხუ­რების ფასის დადგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამ­ტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 აგვისტოს №691 ბრძანებაში (სსმ III, 03.09.2008 წ., №129, მუხლი 1299) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების დროს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოდის როგორც ფსევდომომხმარებელი (საქონლის/მომსახურების მიმღები) და ამ მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ან საგადასახადო ორგანოს უფროსის გა­დაწ­ყვეტილებით შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე გადასახადის გადამხდე­ლის ან/და დღგ-ის გადამხდელის ფსევდომოწმობის (ფსევდო­მოწმო­ბების) გაცემა. ფსევდომოწმობები გაიცემა შესა­ბამის ბაზაში რეგისტრაციის გარეშე.

8. საკონტროლო შესყიდვისას გადახდის საშუალებად გამოიყენება ეროვნული ვალუტა, გარდა იმ შემთხვე­ვებისა, როდესაც საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადამხდელის რეალური შემოსავლების დადგენასთან ერთად სამართალდარღვევის (საქართველოს ტერიტო­რიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარ­ღვევის) გამოვლენა და საგადასახადო ორგანოს უფრო­სის მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით დაშვებულია უცხოური ­ვალუტის გამოყენება.“.

2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავ­ლის, სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების მიზნით (მათ შორის: მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგა­რიშ­სწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევა; საქართველოს ტერიტო­რიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის გამოვლენა; საგადასახადო ორგანოში გადასახდის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის ფაქტის დადგენა და სხვ.).“.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) გადასახადის გადამხდელის მიმართ სამართალ­დარღვევის საქმისწარმოება ან/და სამართალდარღვევის ფაქტის (ფაქტების) გამოვლენა.“.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნ­ქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვე­ვებში გამოცემულ საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების განხორციელების თაობაზე ინდივიდუა­ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტის სახე;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანო;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტის სათაური;

დ) ის ნორმატიული აქტი, რის საფუძველზეც მოხ­და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტის გამოცემა;

ე) პროცედურების განმახორციელებელი საგადასა­ხადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა ვინაობა;

ვ) გადასახადის გადამხდელის (გადამხდელების) სრული სახელწოდება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი;

ზ) პროცედურის ჩატარების ადგილი (სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტის (ობიექტების) დასახე­ლება, მისამართი);

თ) პროცედურის ჩატარების პერიოდი (მისი დაწყებისა და დასრულების ვადები);

ი) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარი, სახელი და ხელმოწერა;

კ) მოწვეული სპეციალისტის სახელი, გვარი;

ლ) გამოცემის დრო და ადგილი;

მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტები.“.

5. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროცედურის ჩატარებისას გამოსაყენებელ გადა­სა­ხა­დის გადამხდელის ან/და დღგ-ის გადამხდელის ფსევდომოწმობას (ფსევდომოწმობებს), საკონტროლო შესყიდვის (შეთავაზების) პროცედურის დაფიქსირების ტექნიკურ საშუალებებს (ასეთის აუცილებლობისას);“.

6. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად გასაცემი თანხის (მათ შორის, უცხოური ვალუტის) ოდენო­ბა, მისი დაფინანსების წყარო და უცხოური ვალუტის დასახელება;“.

7. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საჭიროების შემთხვევაში (დასაკვირვებელი ობიექ­ტის (ობიექტების) რაოდენობისა და მათი ადგილმდებარეობის, შესასყიდი საქონლის ან/და მომსახურების სახეობისა და რაოდენობის გათვალის­წინებით) საგადასახადო ორგანო უფლებამოსილ პირს (პირებს) უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბით, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის ან/და დღგ-ის გადამხდელის ფსევდომოწ­მობით (ფსევდომოწმობებით) და საკონტროლო შესყიდ­ვის (შეთავაზების) პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებებით.“.

8. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საკონტროლო შესყიდვისას გადახდის საშუალე­ბად უცხოური ვალუტის გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილ პირს თანხა გადაეცემა ეროვნულ ვალუ­ტაში და მას ეკისრება თანხის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციის ვალდებულება.“.

9. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოს საკონტროლო შესყიდვის ოპერა­ციის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტით საკონტროლო შესყიდვებისათვის გამოყოფილი ასიგნებე­ბიდან გამოყოფილი ფულადი სახსრების, მასზე გადაცე­მული ტექნიკური საშუალებების, გადასახადის გადამხდე­ლის ან/და დღგ-ის გადამხდელის ფსევდომოწმობის (ფსევდომოწმობების) მიზნობრივად გამოყენება და დაცვა;“.

10. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნ­ქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში (როდესაც ჩასატარებელი საკონტროლო შესყიდვა ან/და შეთავაზება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის დამოუკიდებელ პროცედურას ან/და მისი განხორციელება უკავშირდება სამართალდარღვევების საქმისწარმოებას) საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს საგადა­სა­ხადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მოტი­ვირე­ბული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებ­რივი აქტი, რომელიც გამოიცემა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.“.

11. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის (ფსევდომომხმარებლის) მიერ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს საქონლის გაყიდვის წინა მოსამზადებელი პროცედურები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის დაბრუნებაზე გამყიდველის მხრიდან უარის თქმის საფუძველი, როგორიც შეიძლება იყოს: შეფუთვის დაზიანება, საქონლის სარეალიზაციო სახის შეცვლა, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიიდან გამოტანა და სხვა.“.

12. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია თან იქონიოს შესაბამისი სამართალდარ­ღვევის ოქმების ფორმები (ბლანკები), პროცედურის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარ­ღვევის ფაქტების დაფიქსირების მიზნით.“.

13. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საგადასახადო დოკუმენტები და ოქმზე თანდარ­თული მტკიცებულებების ჩამონათვალი (საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი, ქვითარი, ანგარიში, სასაქონ­ლო ზედნადები, ნივთის განვადებით შეძენის ხელშეკ­რულება, შესყიდული საქონელი, მოწვეული სპეციალის­ტის დასკვნა, საკონტროლო შესყიდვის (შეთავაზების) პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაცია (ასეთის არსებობისას) და სხვ.);“.

14. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების გათ­ვა­ლისწინებით, ოპერაციის გაუქმებაზე და შესყიდუ­ლი საქონლის უკან დაბრუნებაზე დაუსაბუთებელი უარის თქმა გამოიწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დაუბრუნებელი თანხის ამოღების მიზნით ამ გადამხდე­ლის მიმართ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით განსაზღვრული საგადასახადო ვალდე­ბულების შესრულების უზრუნველყოფის ღონის-ძიებები საკონტროლო შესყიდვის მოცულობით.“.

15. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. საკონტროლო შესყიდვის ან/და შეთავაზების პროცედურის მიზნით გახარჯული და გაუხარჯავი თანხების, ფსევდომოწმობების, ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა-ანგარიშგება“.

16. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონტროლო-სალარო აპარატზე ჩეკის ამობეჭ­დვის შემთხვევაში, შესყიდული საქონლის (სრულად ან ნაწილობრივ) უკან დაბრუნება უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №186 ბრძანებით დამტკიცებული „საკონტრო­ლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების“ შესაბამისად, კერძოდ, უნდა შედგეს „მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდე­ბის) ან მოლარე-ოპერატორის მიერ შეცდომით ამობეჭ­დილი ჩეკის ფაქტის ფიქსაციის“ აქტი 2 ეგზემპლარად, რომელზეც ხელს აწერენ როგორც მოლარე-ოპერა­ტორი, ისე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამ­ხედველობის განმახორციელებელი პირი (ბუღალ­ტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.), აგრეთვე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (ფსევ­დო­­­მომხმარებელი), რომელსაც აქტის ერთი ეგზემპლა­რი გადაეცემა. ამასთან, მოლარე-ოპერატორთან დარჩე­ნილ აქტს უნდა დაერთოს საგადასახადო ორგანოს უფლე­ბამოსილი პირის (ფსევდომომხმარებლის) მიერ მიცემული ჩეკი.“.

17. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე გაცემული გადასახადის გადამხდელის ან/და დღგ-ის გადამხდელის ფსევდომოწმობა (ფსევდომოწმობები) ან/და ტექნიკური საშუალებები (ასეთის არსებობისას) ჩაბარდება საგადასახადო ორგანოს, შემდეგში ანალო­გიური დანიშნულებით შესაძლო გამოყენები­სათვის.“.

    მუხლი 2

დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართუ­ლი რედაქციით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 26 დე­­კემ­ბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

ნ. გილაური

დანართი №2

__________________________________________________________________________

საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება

 

ორდერი

 

_________________________________________________________________________ -ის შესაბამისად

საკონტროლო შესყიდვის განხორციელების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი

 

________________________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________-ზე გაიცეს

 პროცედურაში მონაწილე და თანხის მიღებაზე (გამოყენებაზე) პასუხისმგებელი (ანგარიშვალდებული) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი

 

___________________________________________ ლარი;

                  თანხის ოდენობა სიტყვიერად

 

თანხები დაფინანსდეს:   ________________________________________

                                                                     დაფინანსების წყარო

 

განხორციელდეს თანხის კონვერტაცია:  _________________________________________

                                                                                    უცხოური ვალუტის დასახელება სიტყვიერად     

                                                               

საგადასახადო ორგანოს

უფროსი/მოადგილე ___________________________   ________________________

                                                       სახელი, გვარი                                ხელმოწერა

 

ბ. ა.