სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 11.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 280.090.000.10.003.000.645
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 12/01/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №4
2007 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ
1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 30-ე პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, აგრეთვე „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების მონეტიზაციის მიზნით დამტკიცდეს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის თანდართული წესი და პრინციპები.
2. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების მონეტიზაციის პროგრამა განხორციელდეს ამ დადგენილების შესაბამისად.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების უზრუნველსაყოფად გამოსცეს დადგენილების იმპლემენტაციისათვის საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის №44/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართი.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის წესი და პრინციპები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და საგანი
ეს წესი ადგენს განსაზღვრულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შედეგად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას, მის მიმღებ პირთა წრეს, აგრეთვე განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2🔗. საყოფაცხოვრებო სუბსიდია
საყოფაცხოვრებო სუბსიდია არის ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნელსაყოფად.
მუხლი 3🔗. ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა 2007 წლის 1 ივლისამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სოციალური სუბსიდიების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვ-ნას, გაცემას, შეწყვეტასა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა რეგულირებას.
მუხლი 4🔗. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ ქვემოთ მოყვანილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს შემდეგი ოდენობით:
ა) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს – ყოველთვიურად 44 ლარი;
ბ) 70 წელს გადაცილებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – ყოველთვიურად 44 ლარი;
გ) მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ქვრივებს – ყოველთვიურად 22 ლარი;
დ) ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, აგრეთვე შრომისუუნარო მშობლებს/ მეუღლეს/შვილებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 44 ლარი;
ე) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – ყოველთვიურად 22 ლარი;
ვ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – ყოველთვიურად 22 ლარი;
ზ) სამხედრო ძალების ვეტერანებს – ყოველთვიურად 22 ლარი;
თ) ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირებს – ყოველთვიურად 7 ლარი;
ი) ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს – ყოველთვიურად 7 ლარი;
კ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს – ყოველთვიურად 7 ლარი;
ლ) მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პირების ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილებს – ყოველთვიურად 22 ლარი;
მ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებისა და მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა/უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, აგრეთვე ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახის შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს, შვილებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 22 ლარი;
ნ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს – ყოველთვიურად 7 ლარი;
ო) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – ყოველთვიურად 44 ლარი;
პ) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის (შემდგომში – 9 აპრილის დარბევის) შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს; შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა, და არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს – ყოველთვიურად 44 ლარი.
ჟ) ქ. თბილისში 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს – ყოველთვიურად 22 ლარი.
მუხლი 5🔗. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნისა და გაცემის წესი
1. კომპეტენტური ორგანო შესაბამის რაიონებში ახდენს პირების იდენტიფიცირებას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარად.
2. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირები, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებად და არ იმყოფებიან კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხვაზე, ვალდებული არიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართონ კომპეტენტურ ორგანოს და წარადგინონ:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის მოწმობის ასლები დედნებთან ერთად;
ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (დოკუმენტი).
3. კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს მის უფლებრივ საკითხს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესახებ.
4. საყოფაცხოვრებო სუბსიდია ჩაირიცხება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ ბენეფიციარისათვის გახსნილ პირად ანგარიშზე.
5. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება წარმოეშვება შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის არსებობის შემთხვევაში (ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული პლასტიკური ბარათი, სასამართლო გადაწყვეტილება, 9 აპრილის დარბევის მოწმობა და სხვ.).
7. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განაცხადის შეტანიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
მუხლი 6🔗. კომპეტენტური ორგანოს კომპეტენცია
კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს:
ა) საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებთა სახელობითი მონაცემების დამუშავებას;
ბ) საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხების დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადებას;
გ) საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებთა კონტინგენტის მოძრაობისა და დაფინანსების მდგომარეობის შესახებ კრებსითი ინფორმაციის წარდგენას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხების გაცემიდან ორი კვირის განმავლობაში;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 7🔗. დაფინანსების წყარო
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები.
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულება
1. კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს 2007 წლის 1 იანვრიდან ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის ავტომატური დარიცხვა ამ წესით გათვალისწინებულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული პირებისათვის, რომლებიც სარგებლობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის №44/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ელექტროენერგიის შეღავათებით.
2. ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.