„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღების, საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 30.12.2008
ძალაში შესვლა 01.02.2009
ძალის დაკარგვა 03.11.2010
გამომცემი ორგანო შედგენილი (გამოყენებული) ოქმები
ნომერი №964
სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.012.544
გამოქვეყნების წყარო სსმ, 186, 30/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| 1 | 2 |
| 8 | 9 |
| 16 | 17 |
| № | რაოდენობა |
| გვარი | სახელი |
| ოქმის მიმღები | შედგენილი (გამოყენებული) ოქმები |
| დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები | შენიშვნა |
| დაბრუნების თარიღი | ჩამოწერის აქტის ნომერი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღების, საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.012.544
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №964
2008 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღების, საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესები“ (დანართი №1);
ბ) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).
გ) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №3);
დ) გამოსაყენებლად უვარგისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტი (დანართი №4).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
ნ. გილაური
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს წესები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმის წარმოების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, საგადასახადო სანქციის შეფარდების, გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის წესს. შემოსავლების სამსახური საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების (შემდგომში – ოქმები) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა, და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოები
საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს, განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები.
მუხლი 4🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი
1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენა, რომელიც ფიქსირდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით“ (დანართი №2) ან საგადასახადო შემოწმების აქტით.
2. ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.
3. ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს სამინისტრო „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
4. სამინისტროდან ოქმების გაცემა შემოსავლების სამსახურზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
5. სამინისტროდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
6. შემოსავლების სამსახურიდან ოქმების გაცემა შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებზე ხორციელდება შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სათანადო მინდობილობის წარმომდგენ პირზე. ოქმებს „საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №3) (შემდგომში – ოქმების აღრიცხვის ჟურნალი) აღრიცხავს და გასცემს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
7. შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოები ოქმებს გასცემენ მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე – შესაბამის სამმართველოებზე და განყოფილებებზე. შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოები და მისი სტრუქტურული ერთეულები ოქმების აღრიცხვას აწარმოებენ ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3).
8. ოქმები ინახება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
9. ოქმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებაზე ან/და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან (პირებთან).
10. სათავსი, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
11. ოქმი დგება 2 (ორ) ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მასალებთან ერთად ეგზავნება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირს/ორგანოს;
ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ოქმის ორივე ეგზემპლარზე ხელის მოწერით ადასტურებს ოქმის მიღებას.
12. თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე ან მის მიღებაზე (ჩაბარებაზე), მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი შენიშვნები და განმარტებები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს საკუთარ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები.
13. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ფიქსირდება:
ა) ოქმის დასახელება;
ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
გ) ოქმის შემდგენი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი;
დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება (საიდენტიფიკაციო ნომერი – მისი არსებობის შემთხვევაში ან სახელი, გვარი და პირადი ნომერი);
ე) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი.
14. თუ ჯარიმის დარიცხვისთვის საჭიროა გაანგარიშება, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირი ადგენს ცნობას ჯარიმის თანხის გამოანგარიშების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს.
15. ოქმი გასაცნობად წარედგინება საგადასახადო სამართალდამრღვევს. მას უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.
16. ოქმს ხელს აწერენ: საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში.
17. თუ სამართალდამრღვევი ხელს არ აწერს ოქმს, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
18. საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო, არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები.
19. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის ფორმის გამცემს.
20. ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებულ უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს (გადაეცეს) იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმე.
მუხლი 5🔗. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი
1. საგადასახადო ორგანოები ოქმების აღრიცხვის ჟურნალს (დანართი №3) აწარმოებენ ყოველი კალენდარული წლისათვის.
2. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ოქმის აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონრის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება ხელმძღვანელის/მოადგილის ხელმოწერით და საგადასახადო ორგანოს ბეჭდით.
3. ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება მუქი ფერის კალმით.
4. ოქმების აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით, დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ოქმების აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო 21-ე გრაფაში – „შენიშვნები“ ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად – შესწორებულია მე-8 და მე-15 გრაფები (თარიღი, ხელმოწერა, გვარი და სახელი).
5. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ოქმების აღრიცხვის ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ოქმების აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს აღრიცხვის ჟურნალის გაგრძელებას.
6. კალენდარული წლის ბოლოს ოქმების აღრიცხვის ჟურნალში საგადასახადო სამართალდარღვევის ყველა ოქმის რეგისტრაციის შემდეგ საგადასახადო ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული ოქმების საერთო რაოდენობის შესახებ.
7. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი ინახება წარმოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს.
8. ოქმების აღრიცხვის ჟურნალის შენახვისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ჟურნალის და მასში ასახული მონაცემების დაცულობა.
9. ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10. საგადასახადო ორგანოს და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სამართალდარღვევის ოქმების მიღებაზე, გაცემაზე და შესაბამისი ფორმით აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შემდეგში – ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი).
მუხლი 6🔗. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ საგადასახადო ორგანოები, რომელთა კომპეტენციის ფარგლები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
2. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საგადასახადო ორგანო, რომელიც გამოავლენს ასეთ სამართალდარღვევას. ამასთან, თუ საგადასახადო სამართალდამრღვევი პირი აღრიცხვაზე იმყოფება სხვა საგადასახადო ინსპექციაში, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე საქმეს განსახილველად უგზავნის შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას)/საგადასახადო ინსპექციას.
მუხლი 7🔗. საქმის განხილვა
1. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილი თანამდებობის პირი საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. აღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ბათილია. თუ ოქმში არ ფიქსირდება მე-4 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ან ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ, ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.
2. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენების თაობაზე რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/საგადასახადო ინსპექცია აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
3. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ოგანოს უფროსი/მოადგილე.
4. უფლებამოსილი თანამდებობის პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ვალდებულია დაადგინოს:
ა) განეკუთვნება თუ არა საქმე შესაბამისი საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას;
ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები;
გ) სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევა;
ე) ექვემდებარება თუ არა პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
5. უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია შეაგროვოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეზე არსებული მტკიცებულებები.
6. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ის ფაქტობრივი მონაცემი და გარემოება, რომელთა საფუძველზე დადგინდება საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა და მნიშვნელობა აქვს საქმეზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემები და გარემოებები დგინდება შემდეგი საშუალებებით: საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, სამართალდამრღვევის შენიშვნებითა და განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირის ახსნა-განმარტებით და სხვა.
8. უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კანონმდებლობით, ახდენს მტკიცებულებების შეფასებას და საქმეზე არსებული გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, იღებს გადაწყვეტილებას პირის მიმართ სანქციის გამოყენების/გამოუყენებლობის თაობაზე, ან სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის თაობაზე.
9. თუ ვალდებული პირი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ ინდივიდუალური სამართლებრივ აქტს ან სხვა გადაწყვეტილებას, მას შეუძლია აღნიშნული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი ან სხვა გადაწყვეტილება მათ საფუძველზე გამოცემულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ ერთად გაასაჩივროს მისი მიღებიდან 20 კალენდარულ დღეში საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.
10. საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის წესებს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
მუხლი 8🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის“ (დანართი №4) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნუმერაცია.
3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებული „განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების, ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.
მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები
ამ ბრძანებით დამტკიცებული პროცედურები ვრცელდება მხოლოდ იმ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოებაზე, რომელიც გამოვლინდება ამ ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ პერიოდში.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
…
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი
სერია. . . . . №000000
1. ------------ ------------------------------------- --------- 2. ---------------------------------------------
(ოქმის შედგენის თარიღი და დრო) (ოქმის შედგენის ადგილი)
3. -----------------------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი, გვარი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. -----------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის შინაარსი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. სამართალდამრღვევი პირის დასახელება: ---------------------------------------------------------
(საიდენტიფიკაციო ნომერი – მისი არსებობის შემთხვევაში, ან სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. ოქმის შემდგენი პირი: ----------------------------------- --------------------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
7. სამართალდამრღვევი პირი: --------------------------- ----------------------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
8. მოწმე: ------------------------ -----------------------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, მისამართი)
9. ჩავიბარე ოქმი: ---------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა)
10. შენიშვნები და განმარტებები: ----------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს) საგადასახადო სანქციის გამოყენების თაობაზე. საგადასახადო სანქციის გამოყენების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს წარედგინება „საგადასახადო მოთხოვნა“, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით წერილობითი საჩივრის შეტანის გზით ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი:
დამამზადებე-ლი:
სფს
რეგისტრაციის №
დანართი №3
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
ოქმის ნომერი
ოქმის გამცემი
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
გაგრძელება
ოქმის მიმღები
შედგენილი (გამოყენებული) ოქმები
გვარი
სახელი
თანამდე-ბობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდე-ბობა
ხელმოწერა
8
9
10
11
12
13
14
15
გაგრძელება
დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები
შენიშვნა
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერის აქტის ნომერი
გვარი
სახელი
თანამდებობა
16
17
18
19
20
21
დანართი №4
აქტი №
გამოსაყენებლად უვარგისი საგადასახადო სამართალდარღვევის
ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ
-----------------------------------------------------------------
(აქტის შედგენის ადგილი)
„-----“ „--------------“ 200 წელი
№
რაოდენობა
ოქმის ინდივიდუალური ნომერი(ნომრები)
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი
უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:
შემოსავლების სამსახურის
სტრუქტურული ქვედანაყოფის
უფროსი /-----------------------/
ოქმების გამოყენებასა და
აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი /-----------------------/