„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.545
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №963
2008 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საკონტროლო სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №32., მუხ. 372) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა 2009 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატების ამ ბრძანებით განსაზღვრული თვითწებადი ლუქების შესაბამისი რაოდენობის დაბეჭდვის ორგანიზება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემა, მათი რეგიონალურ ცენტრებზე (საგადასახადო ინსპექციებზე)/საგადასახადო ინსპექციებზე გადანაწილების მიზნით.“;
ბ) ბრძანების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა ცენტრებმა (საგადასახადო ინსპექციებმა)/საგადასახადო ინსპექციებმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკონტროლო-სალარო აპარატების ლუქების გამოყენება დაიწყონ 2010 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ, ხოლო 2010 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, განხორციელდეს 2010 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2010 წლის 1 მაისამდე.
5. 2010 წლის 1 მაისამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები ლუქის გარეშე მუშაობისათვის ან მისი დაზიანებისათვის გავრცელდეს მხოლოდ იმ გადამხდელებზე, რომელთა საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარა დალუქვას ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად და მათი მხრიდან დალუქვის შემდეგ იქნა ჩადენილი საგადასახადო სამართლდარღვევა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2008 წლის 26 დეკემბრის საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
ნ. გილაური