“შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესისა და მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 31.12.2008
ძალის დაკარგვა 01.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №305/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430.130.000.22.035.012.562
გამოქვეყნების წყარო სსმ, 187, 31/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
“შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესისა და მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.130.000.22.035.012.562
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №305/ნ
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესის და მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
„შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესი და მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის კრიტერიუმები.
2. ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი
შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესი და მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის კრიტერიუმები
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესს, შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მიერ განსახორციელებელ მოქმედებებს, მათ შორის, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებისა და გაშვილების პროცედურას, მშვილებელის სტატუსის მინიჭების წესს, აგრეთვე ადგენს გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლის (მშვილებელი ოჯახის) თავსებადობის კრიტერიუმებს.
მუხლი 2🔗. უფლებამოსილი ორგანო
შვილად აყვანის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოებია:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – ცენტრალური ორგანო), რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გაშვილების შემთხვევაში მშვილებლის სტატუსის მინიჭებას, შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებასა და შვილად აყვანასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო), რომლებიც ახორციელებენ გასაშვილებელი ბავშვის და მშვილებლის სტატუსის მინიჭებას, შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებასა და შვილად აყვანასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას.
თავი II. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების პროცედურა
მუხლი 3🔗. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭება
ტერიტორიული ორგანოს მიერ ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება:
ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
ბ) რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი (შემდგომში – ობოლი ბავშვი);
გ) რომელიც აღიარებულ იქნა მიტოვებულ ბავშვად;
დ) რომლის მშობელმა (მშობლებმა) მის გაშვილებაზე თანხმობა განაცხადა (განაცხადეს) და რომელიც აღრიცხულია ერთიან რეესტრში;
ე) რომლის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება – ამ უფლების ჩამორთმევიდან 6 თვის შემდეგ, ხოლო მშობლის (მშობლების) მიერ მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში – მშობლის (მშობლების) სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
მუხლი 4🔗. მშობლის მომართვა
1. ბავშვის გაშვილების მსურველი მშობელი (მშობლები) რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართავს ტერიტორიულ ორგანოს.
2. სოციალური მუშაკი ვალდებულია კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მშობელს მშობლის უფლებამოვალეობებისა და გაშვილების შედეგების თაობაზე.
3. თუ მშობელი არ ცვლის ბავშვის გაშვილების თაობაზე გადაწყვეტილებას, იგი ავსებს ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის ან მშობლის უფლებაზე უარის თქმის პირველად ფორმას (შემდგომში – პირველადი ფორმა). პირველადი ფორმის შევსებისას მშობელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის განთავსების ადგილის განსაზღვრის თაობაზე და განაცხადოს თანხმობა სოციალურ მუშაკთან შემდგომ თანამშრომლობაზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი ფორმის შევსების შემდეგ სოციალური მუშაკი ვერ უკავშირდება მშობელს, ტერიტორიული ორგანო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
5. მშობლის მიერ ბავშვის გაშვილების თაობაზე გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე, ტერიტორიული ორგანო ანადგურებს პირველად ფორმას.
6. პირველადი ფორმის შევსების შემდეგ, თუ ბავშვი რჩება სახელმწიფო მზრუნველობაში მშობელი ვალდებულია პირველად ფორმას თან დაურთოს ბავშვის შემდეგი დოკუმენტები: დაბადების მოწმობა ან სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დაბადების ცნობა, პირადობის მოწმობა, სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ბავშვის ქონებრივ, სოციალურ ან ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ დოკუმენტების არარსებობისას, ტერიტორიული ორგანო ვალდებულია მოიპოვოს საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტები მშობლის მიერ ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის ან მშობლის უფლებაზე უარის თქმის ძირითადი ფორმის (შემდგომში – ძირითადი ფორმის) შევსებამდე. თუ დადგა დაბადების ფაქტის დადგენის საჭიროება, ტერიტორიული ორგანო მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მშობლის მიერ ძირითადი ფორმის შევსებამდე.
7. ძირითადი ფორმის შევსებამდე, ბიოლოგიური მშობლის სურვილის შემთხვევაში, მასთან მუშაობას აგრძელებს სოციალური მუშაკი, რომელიც აკეთებს შემთხვევის შეფასებას.
8. პირველადი ფორმის შევსებიდან არა უადრეს 6 კვირისა და არა უგვიანეს 12 კვირისა მშობელი (მშობლები) ავსებს ძირითად ფორმას. ძირითადი ფორმის შევსებისთანავე, თუ ბავშვი რჩება სახელმწიფო მზრუნველობაში, მშობლის უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ითვლება.
9. მშობლის (მშობლების) კანონმდებლობით დადგენილი წესით ტერიტორიულ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო მიმართავს სასამართლოს მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.
მუხლი 5🔗. ბავშვის განთავსება
თუ ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბავშვი არ რჩება მშობელთან, ტერიტორიული ორგანო ბავშვის შემდგომი განთავსების თაობაზე იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
თავი III. მშვილებლის სტატუსის მინიჭების პროცედურა
მუხლი 6🔗. მშვილებელ კანდიდატთა მომართვა
1. შვილად აყვანის მსურველი პირი(პირები) ტერიტორიულ ორგანოში რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირადად წარადგენენ შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის (სამედიცინო დოკუმენტაცია IV-100/ა) შესახებ;
ე) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ცნობა სამუშაო ადგილიდან თანამდებობისა და ხელფასის მითითებით, ასეთის არსებობისას;
ზ) ქონების და შემოსავლების შესახებ წერილობით ინფორმაციას;
თ) ქორწინების მოწმობა და მისი ასლი, ასეთის არსებობისას;
ი) შვილად აყვანასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.
2. პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ქორწინების მოწმობის დედანი უბრუნდება მფლობელს წარმოდგენისთანავე.
3. თუ მშვილებელი კანდიდატი ასაყვანი ბავშვის ნათესავია, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. განცხადებაში განმცხადებელმა უნდა მიუთითოს შვილად ასაყვანი ბავშვის სქესი, ასაკი და ბავშვის შესახებ შემდეგი მონაცემები: ჯანმრთელობის მდგომარეობა, წარმომავლობა, რელიგია და სხვა.
მუხლი 7🔗. მშვილებელ კანდიდატთა მოსამზადებელი პროგრამა
1. მშვილებელ კანდიდატთა მომზადება ხორციელდება მშვილებელი ოჯახის/პირის მოსამზადებელი პროგრამით.
2. თუ მშვილებელი კანდიდატი ან მშვილებელი ოჯახი/პირი ვერ გაივლის მოსამზადებელ პროგრამას, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ტერიტორიული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ან რეესტრიდან მოხსნის შესახებ.
მუხლი 8🔗. მშვილებელი კანდიდატის შეფასება
1. მოსამზადებელი პროგრამის პირველი ეტაპის დასრულებიდან 5 დღის ვადაში სოციალური მუშაკი ახორციელებს მშვილებელი კანდიდატის ოჯახში ვიზიტს.
2. სოციალური მუშაკი მშვილებელი კანდიდატისათვის მშვილებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე შეფასებას ახდენს მოსამზადებელი პროგრამის პირველი ეტაპის შედეგების, ოჯახში ვიზიტისას მიღებული ინფორმაციისა და ამ მუხლით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით.
3. მშვილებელი კანდიდატის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) მშვილებლის (მშვილებლების) ასაკი;
ბ) მშვილებლის (მშვილებლების) ოჯახური მდგომარეობა;
გ) მშვილებლის (მშვილებლების) მშობლობის უნარ-ჩვევები;
დ) მშვილებელ (მშვილებლების) ემოციური მდგრადობა (მენტალური მდგომარეობა) და სტაბილურობა;
ე) მშვილებლის (მშვილებლების) ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ვ) მშვილებლის (მშვილებლების) სტრესთან გამკლავების უნარი;
ზ) წყვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობები;
თ) მშვილებლის (მშვილებელების) ეკონომიკური მდგომარეობა და ფინანსური მართვის უნარ-ჩვევები;
ი) მშვილებლის (მშვილებლების) კრიმინალური წარსული;
კ) მშვილებლის (მშვილებლების) საცხოვრებელი პირობები;
ლ) მშვილებლის (მშვილებლების) მოსაზრება ბაშვის წარმოშობის გამჟღავნების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები არ ეხება პირს, რომელიც არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.
5. ოჯახში ვიზიტიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში სოციალური მუშაკი ახორციელებს შეფასებას მშვილებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
მუხლი 9🔗. მშვილებელი კანდიდატისათვის სტატუსის მინიჭება
1. სოციალური მუშაკის შეფასების მიღებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღისა ტერიტორიული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშვილებლის სტატუსის მინიჭების შესახებ.
2. შვილად ასაყვანი ბავშვის დედინაცვალი ან მამინაცვალი არ რეგისტრირდება მშვილებელთა რეესტრში და შვილად აყვანის პროცედურების განხორციელების დროს მასზე არ ვრცელდება რიგითობის პრინციპი. ამ შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „შვილად აყვანის შესახებ“ საქართელოს კანონითა და ამ წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა, აგრეთვე „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულმა შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირებმა უნდა გაიარონ მშვილებელ კანდიდატთა მოსამზადებელი პროგრამა.
თავი IV. თავსებადობის კრიტერიუმები და ბავშვის შეთავაზება მშვილებლისათვის
მუხლი 10🔗. ტერიტორიული ორგანოსთვის ბავშვის შეთავაზება
1. ცენტრალურ რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 5 დღის ვადაში გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვის შეთავაზება ხორციელდება ცენტრალური ორგანოს მიერ ტერიტორიულ ორგანოსთვის ერთიან რეესტრში მშვილებელი კანდიდატების რიგითობის, გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებისა და ბავშვის შესახებ მშვილებლის/მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. თუ ტერიტორიული ორგანო ვერ უზრუნველყოფს ბავშვის გაშვილებას მის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, იგი შეტყობინებას უგზავნის ცენტრა-ლურ ორგანოს გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვზე ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. ტერიტორიული ორგანოს შეტყობინება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გასაშვილებლი ბავშვისა და მშვილებლის/მშვილებლების მიერ შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ. ტერიტორიული ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტური სახით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის მოწოდების შემდგომ ცენტრალური ორგანო უზრუნველყოფს ბავშვის შეთავაზებას სხვა მშვილებელთათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პრინციპისა და ვადების დაცვით.
მუხლი 11🔗. ტერიტორიული ორგანოს მიერ მშვილებლისათვის ბავშვის შეთავაზება
1. მშვილებლისათვის ბავშვის შეთავაზება ხდება რიგითობის პრინციპის, ბავშვის შესახებ, მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იმ ოჯახზე/პირზე, რომელმაც წარმატებით გაიარა მშვილებელი ოჯახის/პირის მოსამზადებელი პროგრამა.
2. მშვილებელი ოჯახის/პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მშვილებელი ოჯახის/პირის მოსამზადებელი პროგრამის გავლამდე ტერიტორიული ორგანოში განმეორებით წარმოადგენს ამ წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
3. შერჩეული მშვილებელი ოჯახის/პირის მიერ ბავშვის მონახულება შეიძლება განხორციელდეს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ტერიტორიული ორგანოს წერილობითი მიმართვა სავალდებულოა შესასრულებლად იმ პირისათვის, სადაც ბავშვია განთავებული.
4. მშვილებელს (მშვილებლებს) უფლება აქვს ბავშვს ჩაუტაროს სამედიცინო შემოწმება კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით.
5. ბავშვის შეთავაზებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა მშვილებელი ოჯახი/პირი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის აყვანის თაობაზე. აღნიშნული ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად.
6. შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე გადაწყვეტილებას მშვილებელი ოჯახი/პირი წერილობით აცნობებს ტერიტორიულ ორგანოს.
მუხლი 12🔗. თავსებადობის განსაზღვრა
1. შვილად აყვანის დროს მშვილებელი ოჯახის/პირისა და შეთავაზებული ბავშვის თავსებადობას ადგენს სოციალური მუშაკი ბავშვისა და მშვილებლის შესახებ არსებული შეფასებებისა და დასკვნების საფუძველზე შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) ასაკობრივი სხვაობა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის არანაკლებს 16 წელი, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა;
ბ) გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვის თანხმობა, თუ მან მიაღწია 10 წლის ასაკს;
გ) საჭიროების შემთხვევაში მშვილებლ(ებ)ისა და გასაშვილებელი ბავშვის ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობა;
დ) სხვა კრიტერიუმები, რომელსაც სოციალური მუშაკი საჭიროდ ჩათვლის თავსებადობის განსაზღვრისას.
2. სოციალური მუშაკი მშვილებლ(ებ)ისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობას განსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადაში, მშვილებელთან (მშვილებლებთან) ვიზიტის საფუძველზე.
3. თუ შვილად აყვანის პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მშვილებელი ოჯახისთვის/პირისათვის სტატუსის შენარჩუნებას, ტერიტორიული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშვილებლის სტატუსის მოხსნის შესახებ.
მუხლი 13🔗. მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს დასკვნა
ტერიტორიული ორგანო სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევის მომზადებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა ამზადებს შვილად აყვანის შესახებ დასკვნას და რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან ერთი კვირის ვადაში წარადგენს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
თავი V. საერთაშორისო გაშვილება
მუხლი 14🔗. მიმღებ სახელმწიფოებთან ურთიერთობა
საერთაშორისო გაშვილებისას საქართველო ხელმძღვანელობს „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციით ან აღნიშნული კონვენციის არახელშემკვრელ ქვეყანასთან დადებული სპეციალური ხელშეკრულებით.
მუხლი 15🔗. უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეების მშვილებელ პირად/პირებად რეგისტრაცია
1. საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ბავშვის შვილად აყვანის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქე მშვილებელი კანდიდატი საქართველოს ცენტრალურ ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადება;
ბ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი (პასპორტი);
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობისას;
ზ) ცნობა სამუშაო ადგილიდან თანამდებობისა და ხელფასის მითითებით, ასეთის არსებობისას;
თ) სხვა შემოსავლების შესახებ ცნობა;
ი) ქორწინების მოწმობის ასლი, ასეთის არსებობისას;
კ) მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოებული ოჯახის შესახებ კვლევას;
ლ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.
2. განცხადებაში განმცხადებელმა უნდა მიუთითოს შვილად ასაყვანი ბავშვის სქესი, ასაკი და ბავშვის შესახებ შემდეგი მონაცემები: ჯანმრთელობის მდგომარეობა, წარმომავლობა, ეროვნება, რელიგია და სხვა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული.
4. წარმოდგენილი საბუთები განიხილება მიღებიდან 5 ვადაში, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება მშვილებელის აღრიცხვაზე აყვანის შესახებ. გადაწყვეტილების თაობაზე მშვილებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.
მუხლი 16🔗. ბავშვის შეთავაზება და ცენტრალური ორგანოს დასკვნა
1. თუ გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანა 18 თვის განმავლობაში ვერ განხორციელდა საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, ცენტრალური ორგანო ერთიან რეესტრში მყოფ უცხოელ მშვილებელს/მშვილებლებს სთავაზობს გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვს მშვილებლის/მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. აერთაშორისო გაშვილებისას ბავშვის შეთავაზება უცხოელი მშვილებელი ოჯახისათვის/პირისათვის ხორციელდება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის დასკვნის არსებობის შემთხვევაში.
3. ცენტრალურმა ორგანომ ერთ მშვილებელს/მშვილებლებს შესაძლებელია შესთავაზოს რამდენიმე გასაშვილებელი ბავშვი.
4. თუ ცენტრალური ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უცხოელი მშვილებელი შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე არ განაცხადებს წერილობით თანხმობას, ცენტრალური ორგანოს მიერ მოხდება გასაშვილებელი ბავშვის სხვა მშვილებელ პირზე/პირებზე შეთავაზება.
5. ცენტრალური ორგანო სასამართლოში წარსად-გენ დასკვნას ამზადებს გასაშვილებელი ბავშვის მონაცემებისა და უცხო ქვეყნის მშვილებლის/მშვი-ლებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
მუხლი 17🔗. საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელი მშვილებელი კანდიდატი
1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელი მშვილებელი შეიძლება სოციალური მუშაკის მიერ შეფასდეს საქართველოში. საქართველოში წარმოებული შეფასების შედეგად შედგენილი საბუთები გადაეცემა დაუყოვნებლივ მშვილებელ კანდიდატს.
2. ცენტრალური ორგანოს მიერ საქართველოში უცხოელ მშვილებლად/მშვილებლებად განიხილება ოჯახი/პირი, რომელიც თავის სახელმწიფოში აღიარებულია მშვილებლად/მშვილებლებად.
მუხლი 18🔗. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ბავშვის შვილად აყვანა
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი მშვილებლის შესახებ ცენტრალურ ორგანოში არსებული საბუთები ეგზავნება საერთაშორისო გაშვილების განმახორციელებელ ოფიციალურ ორგანოს ბავშვის წარმომშობის სახელმწიფოში. აღნიშნული საბუთები შეიძლება ხელზე მიეცეს მშვილებელს ბავშვის წარმოშობის ქვეყანაში წარსადგენად.
2. საბუთების თარგმნისა და სათანადოდ დამოწმების ხარჯები ეკისრება მშვილებელს.
3. შვილად აყვანის შემდგომი პროცედურები რეგულირდება ბავშვის წარმომშობი ქვეყნის კანონმდებლობით.