⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2010)
გაუქმებულია:

“ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოების, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის, შვილად აყვანის (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 31.12.2008
ძალის დაკარგვა 01.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №307/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.564
გამოქვეყნების წყარო სსმ, 187, 31/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,664 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2008 მიღება
01.03.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

“ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოების, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის, შვილად აყვანის (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.564 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №307/ნ 2008 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოების, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის, შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოების, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის, შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვისა და გაცემის წესი“. 2. ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. ა. კვიტაშვილი დანართი ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოების, გასაშვილებელ ბავშთა და მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის, შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვისა და გაცემის წესი თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრებისა და გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრის (შემდგომში – ერთიანი რეესტრი) სისტემის წარმოებას და გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების ერთობლიობასა და მშვილებელ ოჯახთა/პირთა და გასაშვილებელ ბავშვთა აღრიცხვას, ადგენს შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავების მოთხოვნებს.     მუხლი 2🔗. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოები ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოებია: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – ცენტრალური ორგანო) – ცენტრალური რეესტრის მწარმოებელი ორგანო; ბ) ტერიტორიული ორგანო – ცენტრალური ორგანოს ტერიტორიული ორგანო. თავი II. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების სუბიექტები და მონაცემთა სახეები     მუხლი 3🔗. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების სუბიექტები 1. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების სუბიექტები არიან: ა) მშვილებელი ოჯახი/პირი; ბ) გასაშვილებელი ბავშვი. 2. ადგილობრივ და ცენტრალურ რეესტრებში არ აღირიცხება მშვილებელი პირი და გასაშვილებელი ბავშვი, თუ ბავშვის შვილად აყვანაზე სურვილს გამოთქვამას დედინაცვალი ან მამინაცვალი.     მუხლი 4🔗. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების მონაცემები ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრები შედგება გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ბიოგრაფიული, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებისგან.     მუხლი 5🔗. მშვილებლის ბიოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები და სხვა ინფორმაცია 1. მშვილებლის ბიოგრაფიული მონაცემებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი და ადგილი; ე) მოქალაქეობა; ვ) სქესი; ზ) ოჯახური მდგომარეობა; თ) რეგისტრაციის ადგილი და/ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; ი) ნასამართლობა; კ) საკონტაქტო მონაცემები. 2. მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მონაცემებია: ა) ხელფასი; ბ) ქონებრივი მდგომარეობა; გ) სხვა შემოსავალი. 3. მშვილებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემებია: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობა; ბ) ფსიქოლოგიური მდგომარეობა; გ) ნარკოლოგიური მდგომარეობა. 4. ინფორმაცია – რა მონაცემების (სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეროვნება) მქონე ბავშვის შვილად აყვანა სურს მშვილებელს/მშვილებელებს.     მუხლი 6🔗. გასაშვილებელ ბავშვთა ბიოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები და სხვა ინფორმაცია 1. გასაშვილებელი ბავშვის ბიოგრაფიული მონაცემებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი და ადგილი; ე) მოქალაქეობა; ვ) სქესი; ზ) რეგისტრაციის ადგილი ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; თ) საკონტაქტო მონაცემები; ი) ბავშვის გამოვლენის ადგილი; კ) მეურვის ან მზრუნველის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მეურვის/მზრუნველის დანიშვნის თაობაზე); ლ) ბიოლოგიური მშობლის/მშობლების მონაცემები. 2. გასაშვილებელი ბავშვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მონაცემებია: ა) ქონებრივი მდგომარეობა; ბ) შემოსავლები. 3. გასაშვილებელი ბავშვის შესახებ ინფორმაცია: ა) გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა; ბ) გასაშვილებელი სტატუსის მიმნიჭებელი ტერიტორიული ორგანოს დასახელება და გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი.     მუხლი 7🔗. ადგილობრივ და ცენტრალურ რეესტრებში აღრიცხვას დაქვემდებარებული დოკუმენტები ადგილობრივ და ცენტრალურ რეესტრებში, არსებობის შემთხვევაში, აღირიცხება შემდეგი დოკუმენტები: ა) გასაშვილებელი ბავშვის თაობაზე: ა.ა) საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი); ა.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია IV-100/ა); ა.გ) სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება; ა.დ) გასაშვილებელ ბავშვთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია. ბ) გასაშვილებელი ბავშვის მშობლის/მშობლების თაობაზე: ბ.ა) საიდენტიფიკაციო დოკუმენტი; ბ.ბ) სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება (მშობლის უფლების ჩამორთმევის, გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ და ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ); ბ.გ) ბავშვის მშობელთან/მშობლებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია. გ) მშვილებელი ოჯახის/პირის შესახებ: გ.ა) საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი); გ.ბ) მშვილებლის გაცხადება; გ.გ) არსებობის შემთხვევაში ცნობა სამსახურიდან; გ.დ) დამატებითი შემოსავლების შესახებ მშვილებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია; გ.ე) ქორწინების მოწმობა; გ.ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია IV-100/ა); გ.ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა; გ.თ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; გ.ი) ბავშვის მშობელთან/მშობლებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია. დ) შვილად აყვანის შესახებ: დ.ა) შვილად აყვანის თაობაზე ცენტრალური ან/და ტერიტორიული ორგანოს დასკვნა; დ.ბ) შვილად აყვანასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია. თავი III. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოების წესი, მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება     მუხლი 8🔗. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოების ფორმა 1. ადგილობრივ და ცენტრალურ რეესტრებში მონაცემთა დამუშავება ხორციელდება ავტომატური (ელექტრონული) და არაავტომატური (დოკუმენტური) წესით. 2. მშვილებლის და გასაშვილებელი ბავშვის მონაცემები ელექტრონულად აღირიცხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად. 3. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვა ხდება არაავტომატური წესით.     მუხლი 9🔗. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების მონაცემთა დამუშავება 1. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების მონაცემების ავტომატურ და არაავტომატურ დამუშავებას ახორციელებს ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოს მიერ დანიშნული ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები (შემდგომში – უფლებამოსილი პირი/პირები). 2. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს/პირებს ხელი მიუწვდებათ მათ მიერ დამუშავებულ ინფორმაციაზე, ხოლო ცენტრალური ორგანოს უფლებამოსილ პირს/პირებს – ერთიანი რეესტრის ყველა მონაცემზე.     მუხლი 10🔗. ერთიანი რეესტრის წარმოების დროს ცენტრალურ და ტერიტორიულ ორგანოებს შორის მონაცემთა გაცვლა 1. ტერიტორიული ორგანო ვალდებულია მონაცემების მიღებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა აღრიცხოს ეს მონაცემები ადგილობრივ რეეს­ტრში. 2. კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ტერიტორიული ორგანო გადასცემს ცენტრალურ ორგანოს: ა) პირისათვის მშვილებლის სტატუსის მინიჭებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა: მშვილებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი, მშვილებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების თარიღი და ნომერი, ინფორმაცია იმის შესახებ, რა მონაცემების (სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეროვნება) მქონე ბავშვის შვილად აყვანა სურს მშვილებელს/მშვილებელებს; ბ) გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა ბავშვის შესახებ არსებული მონაცემები (ელექტრონული და დოკუმენტური); გ) ინფორმაცია იმ ბავშვის თაობაზე, რომლის გაშვილება კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ განხორციელდა ტერიტორიული ორგანოს მიერ, ცენტრალური ორგანოს მიერ ინფორმაციის გადაცემიდან არა უგვიანეს ერთი თვისა; დ) გაშვილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი სამუშაო დღის ვადაში გაშვილებული ბავშვის და მშვილებლის შესახებ ტერიტორიულ ორგანოში არსებული ელექტრონული და დოკუმენტური მასალები სრულად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩათვლით; ე) მონაცემები პირის რეესტრიდან მოხსნის შესახებ და სხვა ინფორმაცია სამი სამუშაო დღის ვადაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტერიტორიულ ორგანოში არ ინახება შვილად აყვანასთან დაკავშირებული მონაცემები. ტერიტორიულ ორგანოში აღირიცხება ცენტრალური ორგანოსთვის გადაცემული მასალების თარიღი და ჩამონათვალი. 4. ცენტრალური ორგანო ვალდებულია აღრიცხოს ტერიტორიული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მონაცემები მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 5. ტერიტორიული ორგანო ცენტრალურ ორგანოს ავტომატურად დამუშავებულ მონაცემებს გადასცემს მყარი მატარებლის საშუალებით, ხოლო არაავტომატურად დამუშავებულ მონაცემებს – დოკუმენტურად.     მუხლი 11🔗. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების მონაცემთა დაცვა 1. ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების ბიოგრაფიული, სოციალური, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები კონფიდენციალურია კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მშვილებელს უფლება აქვს მიიღოს შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის ბიოგრაფიული, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. 3. გასაშვილებელ ბავშვს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს ბავშვის შესახებ ადგილობრივ და ცენტრალურ რეესტრებში არსებული ბიოგრაფიული, სოციალური და ჯანმრთე-ლობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები.     მუხლი 12🔗. ერთიანი რეესტრიდან გასაშვილებელი ბავშვის ან მშვილებელი ოჯახის/პირის მოხსნა 1. ერთიანი რეესტრის აღრიცხვიდან ბავშვი მოიხსნება: ა) გაშვილების შემთხვევაში; ბ) გარდაცვალების შემთხვევაში; გ) სტატუსის შეცვლის შემთხვევაში. 2. ერთიანი რეესტრის აღრიცხვიდან მშვილებელი ოჯახი/პირი მოიხსნება: ა) პირადი განცხადებით; ბ) შვილად აყვანაზე განცხადების დაკმაყოფილების საფუძველზე; გ) გარდაცვალებისას, თუ ამის შესახებ ცნობილი გახდა ტერიტორიული ან/და ცენტრალური ორგანოსთვის; დ) იმ შემთხვევაში, თუ შვილებელი პირი/პირები ვერ აკმაყოფილებენ მშვილებლის მოსამზადებელი პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 3. პირს/პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოიხსნენ ერთიანი რეესტრიდან, ერთი წლის გასვლის შემდეგ უფლება აქვთ მშვილებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართონ ტერიტორიული ორგანოს. 4. ერთიანი რეესტრიდან მოხსნა ხდება ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებით.     მუხლი 13🔗. ადგილობრივ და ცენტრალურ რეესტრებში მონაცემთა შენახვის ვადები და პროცედურები 1. გასაშვილებელი ბავშვის მონაცემები, მისი რეესტრიდან ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხსნის შემთხვევაში ნადგურდება ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოს მიერ ყოველი საანგარიშო/კალენდარული წლის ბოლოს. 2. გასაშვილებელი ბავშვის მონაცემები მისი რეესტრიდან ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხსნის შემთხვევაში ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოს მიერ ინახება 50 წლის ვადით. 3. მშვილებლის ადგილობრივ და ცენტრალურ რეესტრებში აღრიცხული ყველა მონაცემი სტატუსის მოხსნისას, გარდა მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას ნადგურდება ტერიტორიული და ცენტრალური ორგანოს მიერ პირის/პირების რეესტრიდან მოხსნიდან ერთი წლის შემდეგ. 4. განადგურების შესახებ ტერიტორიული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც აისახება მონაცემთა განადგურების ფაქტი. 5. ცენტრალურ ორგანოში არაავტომატური ან/და ავტომატური წესით დამუშავებული მონაცემები ინახება უფლებამოსილ პირთან. ტერიტორიულ და ცენტრალურ ორგანოთა გადაწყვეტილებები/დასკვნები ინახება სამუდამოდ, ხოლო მე-7 მუხლით გათვალისწინებული სხვა საბუთები ინახება 15 წლის ვადით.     მუხლი 14🔗. შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა ხორციელდება ცენტრალური ორგანოს მიერ „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.