⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2010)
გაუქმებულია:

“მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოებთან (ასეთი ორგანოების არსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებული ან/და აკრედიტირებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) სპეციალური ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 31.12.2008
ძალის დაკარგვა 01.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №308/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.565
გამოქვეყნების წყარო სსმ, 187, 31/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,528 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2008 მიღება
01.03.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

“მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოებთან (ასეთი ორგანოების არსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებული ან/და აკრედიტირებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) სპეციალური ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.565 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №308/ნ 2008 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) სპეციალური ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ  „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) სპეციალური ხელშეკრულების ფორმა. 2. ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე. ა. კვიტაშვილი დანართი მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) სპეციალური ხელშეკრულების ფორმა ხელშეკრულება საქართველოსა და ————————————————— შორის საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშემკვრელი მხარეები ითვალისწინებენ რა „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენციის მოთხოვნებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და ————— (შემდგომში _ ხელშემკვრელი მხარეები) აღიარებენ, რომ ბავშვს მისი პიროვნების ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარებისათვის ესაჭიროება ოჯახის გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში აღზრდა, აღიარებენ, რომ თითოეული სახელმწიფო ვალდებულია პრიორიტეტულ ამოცანად დაისახოს სათანადო ზომების მიღება ბავშვის საკუთარ ოჯახში აღსაზრდელად და უზრუნველყოს ბავშვი, რომელიც მოკლებულია საკუთარი ოჯახის გარემოს, ალტერნატიული ზრუნვით, აღიარებენ, რომ საერთაშორისო გაშვილება ბავშვს ანიჭებს შესაძლებლობას ჰყავდეს მუდმივი ოჯახი, თუ ასეთი ოჯახი ვერ გამოიძებნა მისი წარმოშობის ქვეყანაში, დარწმუნებულნი არიან, რომ საჭიროა ყველა ზომის გატარება იმისათვის, რომ საერთაშორისო გაშვილება მოხდეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და მისი ძირითადი უფლებების დაცვით, რათა აცილებულ იქნეს ბავშის გატაცების, გაყიდვისა და ვაჭრობის ფაქტები, სურთ, რომ მიიღონ ზომები რათა ბავშვის საერთაშორისო გაშვილება განხორციელდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების გათვალისწინებით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად, შეთანხმდნენ შემდეგზე: თავი I. მოქმედების სფერო     მუხლი 1🔗. ეს ხელშეკრულება გამოიყენება, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს (შემდგომში – მიმღები სახელმწიფოს) მოქალაქის ან მიმღებ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს (წარმოშობის სახელმწიფოს) არასრულწლოვანი მოქალაქის ან წარმოშობის სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები არასრულწლოვანი ბავშვის შვილად აყვანის დროს. თავი II. საერთაშორისო გაშვილების პროცედურა     მუხლი 2🔗. პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში და სურთ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა, მიმართავენ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციას) (შემდგომში – უფლებამოსილი ორგანო) მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარუდგენენ მას საჭირო საბუთებს.     მუხლი 3🔗. 1. მშვილებელი პირის/ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ: ა) მშვილებელი პირი/ოჯახი აკმაყოფილებდეს ბავშვის შვილად აყვანის მოთხოვნებს; ბ) მათ გაეწიათ საჭირო კონსულტაცია შვილებასთან დაკავშირებით. 2. თუ მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო დარწმუნებულია იმაში, რომ განმცხადებლებს აქვთ შვილად აყვანის უფლება, იგი უგზავნის მოხსენებას წარმოშობის სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფომაციას მშვილებელი კანდიდატის/კანდიდატების შესახებ: ა) სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, პასპორტის მონაცემები, პროფესია, საცხოვრებელი ადგილი, მისამართი, ოჯახური მდგომარეობა; ბ) მშვილებლის (ფინანსური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური გარემო); გ) შვილის აყვანის მოტივაცია; დ) სასურველი ბავშვის მონაცემებს (სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა მონაცემები). 3. მოხსენებას თან უნდა ახლდეს თარგმანი წარმოშობის სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე.     მუხლი 4🔗. 1. წარმოშობის სახელმწიფო უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) შესათავაზებელი ბავშვი წარმოშობის სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით ექვემდებარება გაშვილებას; ბ) წარმოშობის სახელმწიფოში ბავშვის მოწყობის შესაძლებლობები გამოკვლეულ იქნა და მისი შედეგების მიხედვით საერთაშორისო გაშვილება პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს; გ) მიღებულ იქნა შესაბამისი პირების ან დაწესებულებების თანხმობა გაშვილებაზე და აღნიშნულ პირებს ან დაწესებულებებს, რომელთა თანხმობა აუცილებელია გაშვილების დროს, ჩაუტარდათ შესაბამისი კონსულტაციები და იყვნენ ინფორმი-რებული მათი თანხმობის შედეგების შესახებ. ასეთმა პირებმა ან დაწესებულებებმა მისცეს თავისი თანხმობა საჭირო იურიდიული ფორმით, წერილობითი დამოწმებით; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობა არ იყო გაცემული გასამრჯელოს ან რაიმე სხვა სახის კომპენსაციის სანაცვლოდ და არ იყო გამოთხოვილი უკან; ე) შემოთავაზებული მშვილებლის მიერ ბავშვის შვილად აყვანა შეესაბამება ბავშვის ინტერესებს. 2. თუ წარმოშობის სახელმწიფო დაადგენს, რომ ბავშვი ექვემდებარება საერთაშორისო გაშვილებას, ერთიან რეესტრში მშვილებელი კანდიდატების რიგითობისა და ბავშვის შესახებ, მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად, იგი უგზავნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს მშვილებელებს მოხსენებას, რომელიც შეიცავს ბავშვის შესახებ შემდეგ ინფრომაციას: ა) სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილი; ბ) ბავშვის გამოვლენის გარემოებები, ბიოლოგიური მშობლების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობა; დ) სოციალური მდგომარეობა. 3. მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ/მშვილებელმა წარმოშობის სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს პასუხი წარმოშობის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის მიღებამდე შესაბამისი ბავშვის სხვა მშვილებლისათვის შეთავაზება არ ხდება წარმოშობის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.     მუხლი 5🔗. 1. ორივე სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო ცდილობს მიიღოს თანხმობა იმის შესახებ, რომ ბავშვს აქვს წარმოშობის სახელმწიფოდან გასვლის, მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და იქ მუდმივად ცხოვრების უფლება. 2. ორივე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხო გადაცემას, შესაბამის პირობებში და თუ ეს შესაძლებელია, მშვილებ-ლების ან სავარაუდო მშვილებლების თანხლებით. 3. თუ ბავშვის გადაცემა არ განხორციელდება, ამ ხელშეკრულების მე-3 და მე-4 მუხლებში აღნიშნული მოხსენებები უნდა დაუბრუნდეს იმ ორგანოებს, რომლებმაც მოამზადეს ისინი.     მუხლი 6🔗. ხელშემკვრელი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა შვილების კონკრეტული საქმისწარმოებისათვის. თავი III. უფლებამოსილი ორგანოები და მათ შორის თანამშრომლობა     მუხლი 7🔗. ამ ხელშეკრულების შესრულებაზე უფლებამოსილი ორგანოებია საქართველოს მხრიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო ——— მხრიდან ———————————.      მუხლი 8🔗. უფლებამოსილი ორგანოები უშუალოდ ან სახელმწიფო ხელისუფლების მეშვეობით იღებენ შესაბამის ზომებს გაუმართლებელი ფინანსური ან სხვა სარგებლობის აცილების მიზნით გაშვილების დროს და ყველა იმ ნებისმიერი პრაქტიკის ასაცილებლად, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ხელშეკრულების მიზნებს.     მუხლი 9🔗. უფლებამოსილი ორგანოები უშუალოდ ან სახელმწიფო ხელისუფლებისა და თავიანთ ქვეყნებში რწმუნებული სხვა ორგანიზაციების დახმარებით ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს იმისათვის, რომ: ა) შეაგროვონ, დაიცვან და გაუცვალონ ერთმანეთს ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობისა და პერსპექტიული მშვილებლების შესახებ, რაც სავალდებულოა გაშვილების განსახორციელებლად; ბ) გაუადვილონ, დაიცვან და დააჩქარონ გაშვილების პროცედურა; გ) გაცვალონ ინფორმაცია გაშვილების საკითხებზე თავიანთი ქვეყნების კანონების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები და სხვა ზოგადი ინფორმაცია გაშვილების სფეროში არსებული გამოცდილებების შესახებ; დ) აცნობონ ერთმანეთს ხელშეკრულების მოქმედების შესახებ და, რამდენადაც შესაძლებელია, აიცილონ ყველა დაბრკოლება ხელშეკრულების შესრულებისას; ე) მათ მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური/უფლაბამოსილი ან სხვა ორგანოსაგან მიღებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ გაშვილების მიზნებისათვის; ვ) შვილად აყვანის დროს მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია აცნობოს წარმოშობის სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე.     მუხლი 10🔗. უფლებამოსილი ორგანო, რომელიც აღმოაჩენს, რომ ხელშეკრულების რომელიმე დებულება არ არის დაცული ან არსებობს მისი შეუსრულებლობის საშიშროება, დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ თავისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილი ორგანო პასუხისმგებელია შესაბამისი ზომების მიღების უზრუნველყოფაზე. თავი IV. გაშვილების აღიარება და შედეგები     მუხლი 11🔗. გაშვილება, რომელსაც აფორმებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც წარმოებს გაშვილება ხელშეკრულების შესაბამისად, აღიარებულ უნდა იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონით.     მუხლი 12🔗. ხელშემკვრელ სახელმწიფოში გაშვილების აღიარებაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაშვილება ნამდვილად ეწინააღმდეგება მის სახელმწიფო პოლიტიკას და არ ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.     მუხლი 13🔗. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაშვილების შესახებ გადაწყვეტილების აღიარება მოიცავს ყველა იმ სამართლებრივი შედეგის აღიარებას, რომელიც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომელმაც მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. თავი V. დასკვნითი დებულებები     მუხლი 14🔗. ამ ხელშეკრულების ინტერპრეტაციის ან მისი განხორციელების დროს ნებისმიერი შეუთანხმებლობის შემთხვევაში წარმოშობილი დავა გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 15🔗. ეს ხელშეკრულება ძალაშია ხემომწერი მხარეების მიერ ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის საჭირო აუცილებელი პროცედურების დასრულების დამა-დასტურებელი ბოლო შეტყობინების გაცვლის შემდეგ.     მუხლი 16🔗. მხარეთა თანხმობით, ხელშეკრულებაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები წერილობითი ფორმით, რომელიც ძალაში შედის სათანადო პროცედურების დასრულების დამადასტურებელი ბოლო შეტყობინების გაცვლის შემდეგ.     მუხლი 17🔗. 1. ეს ხელშეკრულება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. 2. ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა გავლენას ვერ მოახდენს იმ შვილად აყვანაზე, რომლებიც შეთანხმებული იყო მისი მოქმედების პერიოდში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. ზემოაღნიშნულის დასტურად (მიმღები სახელმწიფოს) ———— და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები ხელს აწერენ ამ ხელშეკრულებას. შესრულებულია (ქალაქი, თარიღი, ეგზემპლარების რაოდენობა და ენა),. — ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ———————— ტექსტს. (მიმღები სახელმწიფოს სახელით) ———————————————————— სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელით ————————————————————