„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.02.2007
ძალის დაკარგვა 01.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 390.130.000.10.003.000.659
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 13/02/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით
- „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.01.2026
- სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის, მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზიის, ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.06.2013
- ,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.05.2011
- გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.03.2010
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №18
2007 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის №96 დადგენილება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობათა წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1🔗. დებულების მიზანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმ-პორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.
2. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დებულებით, რეგულირდება კონვენციის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
მუხლი 3🔗. ნებართვის გაცემის საფუძველი
ნებართვა გაიცემა:
ა) კონვენციის I დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციისათვის;
ბ) კონვენციის II დანართში შეტანილ სახეობათა ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციისათვის;
გ) კონვენციის III დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების რეექსპორტისათვის.
მუხლი 4🔗. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. წერილობითი განცხადება, გარდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშების (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართული და/ან სამეცნიერო სახელწოდება), რაოდენობას, აღწერას;
ბ) სახეობათა ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის მიზანს (კომერციული, ზოოპარკისათვის, ბოტანიკური ბაღისათვის, ცირკისა და მოძრავი გამოფენისათვის, სამეცნიერო, სანადირო ტროფეა, კერძო საკუთრება, სამე-დიცინო, საგანმანათლებლო, ბუნებაში რეინტროდუქცია/ინტროდუქციისათვის, ხელოვნურად მოშენებისათვის/ტყვეობაში გამრავლებისათვის);
გ) ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისათვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროსა და დროს.
3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა ნებართვის მისაღებად წარსადგენ გან-ცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სახეობათა ნიმუშების ექსპორტის შემთხვევაში:
ა.ა) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა;
ბ) სახეობათა ნიმუშების იმპორტის შემთხვევაში – ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატი, ხოლო ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში – ასევე ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) რეექსპორტის შემთხვევაში:
გ.ა) ექსპორტიორი ან ბოლო რეექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი;
გ.ბ) კონვენციის I დანართში შეტანილ სახეობათა ცოცხალი ნიმუშების შემთხვევაში – იმპორტის ქვეყნის მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა;
დ) ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში – ნიმუშის შენახვისა და მოვლისათვის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მუხლი 5🔗. ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები
1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში:
ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი არ შეუქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას;
ბ) იმპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:
ბ.ა) სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი იმპორტი არ შეუქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას;
ბ.ბ) თუ ნიმუში არ იქნება გამოყენებული უპირატესად კომერციული მიზნებისათვის;
გ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ინტროდუქცია არ უქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას.
2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში (გარდა თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების კომერციული მიზნით ექსპორტისა):
ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი არ შეუქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას;
ბ) თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების კომერციული მიზნით ექსპორტისას ნებართვა გაიცემა:
ბ.ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე (რომლის მოქმედების ვადა არ არის გასული);
ბ.ბ) სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ინტროდუქცია არ უქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას.
მუხლი 6🔗. ნებართვის გაცემის წესი
1. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. საჭიროების შემთხვევაში სამეცნიერო ორგანო განსაზღვრავს კონვენციის დანართებში შეტანილ სახეობათა ნიმუშების წლიურ საექსპორტო კვოტას, რომელსაც განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
3. ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო საბჭო „სამეცნიერო ორგანო“.
4. სამეცნიერო ორგანოს მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
5. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებს სამეცნიერო ორგანო ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში „ერთი სარკმლის“ პრინციპის საფუძველზე.
მუხლი 7🔗. ნებართვის მოქმედების ვადა
1. ნებართვით სარგებლობა ვადიანია.
2. სახეობათა ნიმუშების ექსპორტისა და რეექსპორტის ნებართვები ძალაშია გაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში.
3. სახეობათა ნიმუშების იმპორტისა და ზღვიდან რეინტროდუქციის ნებართვა ძალაშია გაცემიდან თორმეტი თვის განმავლობაში.
მუხლი 8🔗. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ;
ბ) ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სანებართვო პირობებს;
გ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.
მუხლი 9🔗. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობანი
ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 10🔗. სანებართვო მოწმობის ფორმა
1. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.
2. სამინისტრო გასცემს ნებართვის ორიგინალს და სამ ასლს, რომლებსაც ნებართვის მფლობელი წარადგენს საქართველოს საბაჟოზე, იმპორტიორი ქვეყნის საბაჟოზე, ხოლო ერთი ასლი რჩება სამინისტროში.
3. კონვენციის სამდივნოს წინასწარ ეგზავნება სამინისტროს სპეციალური ბეჭდის ანაბეჭდი და აგრეთვე ნებართვაზე ხელმომწერი პასუხისმგებელი პირების სახელები, გვარები და მათი ხელმოწერის ნიმუშები.
მუხლი 11🔗. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმები.
მუხლი 12🔗. ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა
1. ნებართვის გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ნებართვის გაუქმების და ცვლილებების შეტანის თაობაზე წერილობით უნდა ეცნობოს ნებართვის მფლობელს, კონვენციის სამდივნოსა და კონვენციის შესაბამის წევრ ქვეყანას.
მუხლი 13🔗. სანებართვო მოსაკრებელი
სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 14🔗. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი
სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.