“დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№979
სარეგისტრაციო კოდი
200.110.000.22.033.012.578
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 187, 31/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.012.578

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №979

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 “დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. “დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №8, მუხლი 91) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“9. საწარმოს კაპიტალში დღგ-ის გადამხდელის მიერ შენატანის საქონლის ფორმით განხორციელებისას აღნიშნული საწარმო ვალდებულია რეგისტრაციაში გატარდეს დღგ-ის გადამხდელად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.”.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ტარდება რეგისტრაციაში, დღგ-ის გადამხდელად ითვლება მის მიერ რეგისტრაციის თაობაზე განცხადებაში (დანართი №1) დაფიქსირებული თარიღიდან, მაგრამ არა უადრეს ნებაყოფლობით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით (დანართი №1) საგადასახადო ორგანოში მიმართვის დღისა და არა უგვიანეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული ვადებისა.

მაგალითი 1. შპს ,,დავითმა” გადაწყვიტა ნებაყოფლობით დადგეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე. მან ამის შესახებ დადგენილი ფორმის განცხადებით (დანართი №1) მიმართა შესაბამის საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს) 2007 წლის 24 აგვისტოს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ითხოვა 2007 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ შემთხვევაში შპს ,,დავითი” დღგ-ის გადამხდელად ითვლება გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით (დანართი №1) საგადასახადო ორგანოში მიმართვის დღიდან ანუ 2007 წლის 24 აგვისტოდან (რაც ფიქსირდება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის (დანართი №3) მე-6 პუნქტში);

მაგალითი 2. შპს ,,დავითმა” გადაწყვიტა ნებაყოფლობით დადგეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე. მან ამის შესახებ დადგენილი ფორმის განცხადებით (დანართი №1) მიმართა შესაბამის საგადასახადო ორგანოს (უფლებამოსილ პირს) 2007 წლის 24 აგვისტოს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ითხოვა 2007 წლის 7 სექტემბრიდან. აღნიშნული განცხადების საფუძველზე გადასახადის გადამხდელზე გაიცემა დადგენილი ფორმის სერტიფიკატი (დანართი №3), შესაბამისი მონაცემები ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შესახებ შეიტანება დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში (დანართი №4) და 2007 წლის 7 სექტემბრიდან გადასახადის გადამხდელი ჩაითვლება დღგ-ის გადამხდელად. ამასთან, თუ შემდგომში, მაგალითად, 29 აგვისტოს, აღნიშნულ პირს დაუდგა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციის ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში იგი ვალდებულია გაიაროს დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად. მასზე გაიცემა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დამადასტურებელი ახალი სერტიფიკატი (დანართი №3) და შესაბამისი მონაცემები სავალდებულო წესით რეგისტრაციის შესახებ შეიტანება დღგ-ის გადამხდელთა რეესტრში (დანართი №4). ამასთან, პარალელურ რეჟიმში, ნებაყოფლობითი რეგისტრაცია შეიცვლება სავალდებულო რეგისტრაციით, ხოლო ნებაყოფლობითი რეგისტრაციისას გაცემული სერტიფიკატი (დანართი №3) – ახალი სერტიფიკატით (დანართი №3). დღგ-ის გადამხდელად ახალი რეგისტრაცია ძალაში შევა განცხადების (დანართი №1) წარდგენის ვალდებულების დადგომის მომდევნო სამუშაო დღიდან, ანუ 2007 წლის 30 აგვისტოდან. ამავე დღიდან გადასახადის გადამხდელი ჩაითვლება დღგ-ის გადამხდელად (რაც ფიქსირდება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის (დანართი №3) მე-6 პუნქტში).”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შედის “საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2008.
როდის იქნა მიღებული “დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
“დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 31.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №979. სარეგისტრაციო კოდი — 200.110.000.22.033.012.578.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №979, 31.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.012.578 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/81418/