“საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განხორციელებული საბაჟო პროცედურების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.582
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №992
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანებით (სსმ III, 10.01.2008 წ., №3, მუხ. 46) დამტკიცებულ ,,საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქონლის დათვალიერება (შემდგომში – დათვალიერება) წარმოადგენს საბაჟო პროცედურას, რომელიც ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ და ითვალისწინებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელეების მიერ საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას ტექნიკური საშუალების – რენტგენული ინსპექტირების სისტემების გამოყენებით (შემდგომ ტექსტში – სკანირება), ან/და ლუქების, შტამპებისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნითა და სატრანსპორტო საშუალებების, მათი სატვირთო სათავსების, საქონლის შეფუთვის გახსნით და დათვალიერებით.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
დათვალიერებას (სკანირების გარეშე) ახორციელებს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან/და სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მოხელე (შემდგომში – საბაჟო მოხელე), ხოლო სკანირებას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის სპეციალური საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს შესაბამისი ჯგუფის წევრი (შემდგომში – საბაჟო მოხელე).“.
3. მე-5 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მიიღოს დათვალიერების აქტის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების შედეგის ამსახველი სურათის ასლი;“.
4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
1. დათვალიერებისას საბაჟო მოხელე ვალდებულია:
ა) არ მიაყენოს არამართლზომიერი ზიანი საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებს;
ბ) დაიცვას დეკლარანტისა და დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირთა უფლებები;
გ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირებისას:
გ.ა) განახორციელოს სკანირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადგილზე რენტგენ-სკანერის ექსპლუატაციის წესებით განსაზღვრულ ვადაში;
გ.ბ) ასახოს სკანირების მეშვეობით მიღებული სურათი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ელექტრონული აღრიცხვის მოწმობაში (შემდგომში – მოწმობა) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით;
გ.გ) შეინახოს სკანირების მეშვეობით მიღებული სურათი საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული ვადით, როცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში არ ივსება მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ სურათი შეიცავს შესაძლო სამართალდარღვევის დამადასტურებელ მონაცემებს, რეაგირებისთვის გადასცეს ეს სურათი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მოხელეს;
დ) განახორციელოს დათვალიერება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით და შედეგები ასახოს დათვალიერების აქტში;
ე) სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას, დადგენილი წესით შეადგინოს შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი და მასალები, სათანადო რეაგირებისათვის წარუდგინოს დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს;
ვ) წერილობით აცნობოს საბაჟო ორგანოს უფროსს დათვალიერების მოცულობისა და ფორმის შეცვლის შესახებ (მიზეზების მითითებით), ასევე აღნიშნული ასახოს დათვალიერების აქტში.
2. საქონლის დათვალიერებისას მხოლოდ სკანირების შედეგები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დათვალიერების აქტის და სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად.“.
5. მე-9 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის პასუხისმგებელი პირი, როცა საქონელი ინახება აღნიშნულ საწყობში ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტში;“.
6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
დათვალიერებას ექვემდებარება:
ა) რენტგენ-სკანერის მეშვეობით – სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადგილზე საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშუალებით დათვალიერება არ განხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტში მითითებული ერთ-ერთი პირის გადაწყვეტილების, ან რენტგენ-სკანერის გაუმართაობის საფუძველზე.
ბ) სხვა საშუალებით:
ბ.ა) რისკების მართვის სისტემის საფუძველზე, საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში (ASYCUDA) ინტეგრირებული რისკის კრიტერიუმის თანხვედრის ან შემთხვევითი შერჩევითობის საფუძველზე წითელ დერეფანში გადაყვანილი, რეგისტრირებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი;
ბ.ბ) რეგისტრირებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი, როდესაც სატვირთო-საბაჟო დეკლარაციასთან (შემდგომში – სსდ) ერთად წარდგენილია არასრული დოკუმენტაცია, რომელიც არ არის საკმარისი საქონლის იდენტიფიცირებისთვის ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის, ან/და სსდ-ს თან ერთად წარდგენილ დოკუმენტაციაში ასახული მონაცემები წინააღმდეგობრივია, ან/და დოკუმენტაციაში არსებული მონაცემები არ შეესაბამება სსდ-ში ასახულ მონაცემებს;
ბ.გ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამ საქონლის შემოტანისას (მიუხედავად შემოტანის მიზნებისა);
ბ.დ) რეგისტრირებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციით ან ზოგადი დეკლარირებით დეკლარირებული საქონელი იმ შემთხვევებში, როდესაც სკანირების შედეგების ამსახველი სურათის ან სამართალდამცავი ორგანოებიდან ან სხვა წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ადგილი აქვს, ან შესაძლოა ჰქონდეს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას ან ასეთი დარღვევის მცდელობას;
ბ.ე) რეგისტრირებული სსდ-ით დეკლარირებული საქონელი, რომლის მიმართ დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, საკუთარი ინიციატივით, იღებს ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტში მითითებული ერთ-ერთი პირი;
ბ.ვ) ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული რეგისტრირებული სსდ-ით დეკლარირებული საქონელი, როცა ამავე სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული რეგისტრირებული სხვა სსდ-ით დეკლარირებული საქონლის მიმართ ამ მუხლის ,,ბ.ა“, ,,ბ.ბ“, ,,ბ.დ“და ,,ბ.ე“ქვეპუნქტების საფუძველზე მიღებულია დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილება.”.
7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12
1. დათვალიერების უწყებას აფორმებს საბაჟო მოხელე.
2. საქონლის დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, სსდ-ის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს:”;
ა) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის ,,ბ.ბ“, ,,ბ.დ“ და ,,ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა.ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე;
ა.ბ) საბაჟო ორგანოს უფროსი ან მისი მოადგილე;
ა.გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს (განყოფილების) უფროსი (ან მისი შემცვლელი);
ა.დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული პირები.
ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის ,,ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე;
ბ.ბ) საბაჟო ორგანოს უფროსი ან მისი მოადგილე.
3. ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის ,,ა“ და ,,ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის დათვალიერების უწყება არ გამოიწერება.
4. საქონლის დათვალიერების უწყება გამოიწერება ამ ბრძანების №2 დანართით დადგენილი ფორმით.
5. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განხორციელებულ საბაჟო პროცედურებზე მონიტორინგს, რეგისტრირებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის მიმართ დათვალიერების მიზანშეწონილობაზე გადაწყვეტილების მიღებას, დათვალიერების შედეგების შეფასებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი.
6. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში (სასაზღვრო საბაჟო ორგანოები; საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილები; საბაჟო საწყობი ან შენახვის სხვა ადგილი; ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონა) რენტგენ-სკანერების მეშვეობით განხორციელებული სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციების დამუშავება-ანალიზს და შესაბამის რეაგირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის სპეციალური საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო.“.
8. ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით დადგენილი პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით დათვალიერებას დაქვემდებარებული საქონლის მოცულობის სწორად განსაზღვრისთვის სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალებაში ფაქტობრივად განთავსებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საერთო რაოდენობის დადგენა. საერთო რაოდენობა დგინდება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის 41-ე გრაფაში, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში კი ზოგადი დეკლარირებისთვის წარდგენილ დოკუმენტში ასახული დამატებითი ზომის ერთეულის შესაბამისად, ამასთან, ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას,ძირითადი ზომის ერთეულის (კგ) მიხედვით.“.
9. მე-17 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,6. ამ მუხლის პირველი პუნქტისგან განსხვავებულ შემთხვევაში, როცა საქონელი არ არის სორტირებული თითოეული სახეობის მიხედვით, საქონლის დათვალიერება ხორციელდება საქონლის რაოდენობის არანაკლებ 100%-ის ოდენობით, შეფუთვის ცალკეული სახეობის გახსნისას ამოღებული საქონელი ექვემდებარება რაოდენობის განსაზღვრას, რომელიც ხორციელდება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის 41-ე გრაფაში მითითებული დამატებითი ზომის ერთეულის შესაბამისად, ხოლო ასეთი სახის ზომის ერთეულის არარსებობისას, ძირითადი ზომის ერთეულის (კგ) მიხედვით. ამ პუნქტის მიზნებისთვის საქონლის თითოეული სახეობის მიხედვით არასორტირებული აღნიშნავს იმ შემთხვევას, როცა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული სეს ესნ-ის მიხედვით ერთი სასაქონლო კოდით კოდირებული, ერთი დასახელების (მარკა, მოდელი და ა.შ.), სტანდარტული უმცირესი შეფუთვის სახით იდენტურად შეფუთული ან შეუფუთავი საქონელი შერეულია სხვა სახეობის საქონელთან, რომლის შედეგად შეუძლებელია ცალკეული სატვირთო ადგილის, ან უმსხვილესი შეფუთვის მიხედვით ცალსახად განხორციელდეს საქონლის თითოეული სახეობის იდენტიფიკაცია.“.
10. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დათვალიერების, განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების შედეგები ფორმდება ამ ბრძანებით დამტკიცებული საქონლის დათვალიერების აქტით (დანართი №3), გარდა იმ შემთხვევისა, როცა დათვალიერება ხორციელდება რენტგენ-სკანირის მეშვეობით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.
ნ. გილაური