„სასაზღვროს საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესი, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 წლის ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.583
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №991
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ.2339) დამტკიცებულ ,,საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. პირი, რომელსაც საქონელი შემოაქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი დადგენილი წესით მიიტანოს საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე. ეს ადგილები შეიძლება იყოს საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი.
3. საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაცია დასტურდება დეკლარანტის მიერ მოწმობის ან ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო დოკუმენტების (სატრანსპორტო დოკუმენტი ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებით, რომელიც დამოწმდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით.”.
2. მე-7 მუხლის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.”.
3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ა) საბაჟო საწყობის მიერ –აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;”.
4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს პირი:
ა) რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა საქონელი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე, ან რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანს საქონელს ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღებს პასუხისმგებლობას მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე;
ბ) რომლის სახელითაც მოქმედებენ ამ ნაწილის „ა” ქვეპუნქტში აღნიშნული პირები.”.
5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე ზოგადი დეკლარირება ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დანიშნულების ნავსადგურში ან აეროპორტში ჩასვლისას ან ჩასვლამდე,ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლის შემთხვევაში – იმ საბაჟო ტერიტორიის ნავსადგურში ან აეროპორტში, საიდანაც ისინი გადიან, ან გათვალისწინებულია მათი გასვლა.”;
6. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
“4. საქონლის შემოტანამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს “საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.
ნ. გილაური