⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქონლის ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.12.2008
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №989
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.012.584
გამოქვეყნების წყარო სსმ, 187, 31/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,303 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2008 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქონლის ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.CharCharCharCharCharCharChar1Char, li.CharCharCharCharCharCharChar1Char, div.CharCharCharCharCharCharChar1Char {mso-style-name:"Char Char Char Char Char Char Char1 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 1.25in .5in 99.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.012.584 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №989 2008 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 64-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 89-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA”-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ” ინსტრუქცია (დანართი №1). 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული რისკების მართვის სისტემა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილებზე ამოქმედდეს ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე, ხოლო საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის და საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში დეკლარირებული საქონლის მიმართ რისკების მართვის სისტემის ამოქმედება განხორციელდეს ეტაპობრივად (არა უგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილებზე. 3. ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემისა და რისკების მართვის სისტემის საფუძველზე გამარტივებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №12 ბრძანება. 4. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებიდან მე-15 დღეს. ნ. გილაური დანართი №1 ინსტრუქცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა “ASYCUDA”-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ  მუხლი 1🔗. 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ” ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს საქონლის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით (შემდგომში – დეკლარაცია) დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ფორმის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს (შემდგომში – ASYCUDA) მეშვეობით. 2. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული რისკების მართვის სისტემა გამოიყენება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში დეკლარირებული საქონლის და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმიდან რეექსპორტის გამოყენების მიზნით დეკლარირებული საქონლის მიმართ.     მუხლი 2🔗. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) რისკი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ალბათობა; ბ) რისკის პროფილი – წინასწარ განსაზღვრული რისკის ინდიკატორების კომბინაცია, რომლის შინაარსი ისაზღვრება მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და კლასიფიცირების საფუძველზე და რომლის თანხვედრაც დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემებთან იძლევა საბაჟო კონტროლის გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას; გ) რისკის ინდიკატორი – სპეციფიკური კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენს რისკით გამოწვეული ზიანის შეფასების, რისკის შემცველი ქმედების განხორციელების შესაძლებლობის განსაზღვრის და რისკის პროფილის შინაარსის შემუშავების პრაქტიკულ ინსტრუმენტს; დ) რისკის კრიტერიუმი – დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემი, რომელიც წარმოადგენს რისკის წარმოშობის საფუძველს და რისკის ინდიკატორის განსაზღვრის მიზნით პირველად მონაცემს; ე) დერეფანი – (მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი) საბაჟო კონტროლის ღონისძიება, რომელიც საბაჟო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის პროფილთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში; ვ) შეტყობინება – საბაჟო მოხელისათვის დამატებით ელექტრონული სახით მიწოდებადი მითითება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება უნდა განხორციელდეს რისკის პროფილის საფუძველზე დეკლარაციისათვის შესაბამისი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში.     მუხლი 3🔗. 1. რისკის პროფილების შემუშავება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ კომისიასთან შეთანხმებით. 2. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტში განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის მიერ კომისიასთან შეთანხმებით. 3. რისკის პროფილები იქმნება „ASYCUDA“-ს მონაცემთა დამუშავების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების შესახებ არსებული მასალების, საერთაშორისო კონვენციების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, რისკების მართვის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე. 4. რისკის პროფილები იქმნება გარკვეული ვადით ან უვადოდ და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. არსებული რისკის პროფილების შეცვლა ან გაუქმება პერიოდულად ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე. 5. რისკის პროფილები მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. ამ მუხლის შესაბამისად დამტკიცებული რისკის პროფილი “ASYCUDA”-ში ინტეგრირების მიზნით გადაეცემა შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტს.     მუხლი 4🔗. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს საბაჟო კონტროლის განსახორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს: ა) მწვანე დერეფანი – საქონლის მიმართ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე; ბ) ლურჯი დერეფანი – საქონლის მიმართ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით; გ) ყვითელი დერეფანი – საქონლის მიმართ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას საქონლის დათვალიერების გარეშე; დ) წითელი დერეფანი – საქონლის მიმართ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას.     მუხლი 5🔗. 1. დეკლარაციისთვის დერეფნის განსაზღვრასთან ერთად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მოხელე “ASYCUDA”-ს მეშვეობით ელექტრონულად იღებს შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება საბაჟო კონტროლის დამატებით გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ. 2. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისთვის დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და ზემდგომ თანამდებობის პირთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმება ან/და საქონლის დათვალიერება. 3. განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის დეკლარაციებით (გარდა იმ დეკლარირებული საქონლისა, რომლის დეკლარაციისთვის რისკის პროფილის საფუძველზე უკვე განისაზღვრა დერეფანი) დეკლარირებული საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას წითელი დერეფნის მსგავსად საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე. დათვალიერებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება „ASYCUDA“-ს მეშვეობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებელი კონფიდენციალურია და მტკიცდება ინსტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილი წესით. 5. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა აისახოს ელექტრონულად „ASYCUDA“-ში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ. საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგების „ASYCUDA“-ში ასახვის წესი მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.