“საქონლის დროებით შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№985
სარეგისტრაციო კოდი
230.020.020.22.033.012.586
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 187, 31/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.012.586

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №985

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.

„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2323) დამტკიცებულ „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი ნიშნავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხოური საქონლის შეტანას დაბრუნების ვალდებულებით, იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების პირობითა და არასატარიფო ღონისძიებების გამოყენებით. დროებით შემოტანილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოიყენება უცვლელად, გარდა მისი ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.”.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში შეიძლება მოექცეს ასევე ის უცხოური საქონელი, რომლის მიმართაც განსაზღვრული იყო სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.”.

3. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს საბაჟო საწყობში.”.

4. მე-3 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.”.

5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო საწყობის მიერ-აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით(ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;”.

6. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი შემოტანისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი დასაწყობების ადგილზე წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება მოწმობაში საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდის დასმით, აგრეთვე დამოწმების თარიღისა და დროის მითითებით.”.

7. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის ზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტულ შემთხვევაში ან/და საქონლის ცალკეული სახეობისათვის ადგენს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის განსხვავებულ ვადას.”.

2. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ან ამავე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ დადგენილი ვადების ფარგლებში.”.

8. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის წინასწარ განსაზღვრული ვადა, დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს მიერ შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ან ამავე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ დადგენილ ვადას.”.

9. მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბაჟო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით დასაშვებია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გადაცემა ხორციელდება საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობით, რომლის საფუძველზეც საქონლის ახალი მფლობელი საბაჟო ორგანოში წარადგენს სატვირთო საბაჟო დეკლარაციას. ასეთ შემთხვევაში დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ან ამავე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ დადგენილი ვადით, რომელსაც აკლდება ამ საქონლის დროებით შემოტანის საბაჟო რეჟიმში ყოფნის ფაქტობრივი დრო.”.

10. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“5. საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი სრულად თავისუფლდება იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი სრულად თავისუფლდება იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან.”.

11. 131 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე დეკლარანტი ავსებს “საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს” (დანართი №1), რისთვისაც განსაზღვრავს:

ა) იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) თანხის ოდენობას, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას;

ბ) იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) თანხიდან საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადასახდელ 3 პროცენტს;

გ) თანხის გადახდის ვადებს.”.

12. 131 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. განრიგში აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს, დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილ იქნას ერთდროულად.”.

13. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 14. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის შეცვლა სხვა საბაჟო რეჟიმით და რეჟიმის დარღვევისათვის წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების განსაზღვრა

1. დეკლარანტს შეუძლია საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი შეცვალოს ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციით (გარდა ტრანზიტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებისა), თუ წარმოდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები.

2. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის მიმართ:

ა) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება ამ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება ამ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით.

3. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლით გათვალისწინებული დროიდან განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებულ თანხასა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლით გადახდილი იმპორტის გადასახდელების თანხას შორის სხვაობით.

4. თუ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ დროებით შემოტანილ საქონელზე წარმოიშვა საბაჟო დავალიანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავი საბაჟო დავალიანების თანხაზე გადაიხდევინება დავალიანების წარმოშობის დღიდან.”.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ძალაში შევიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

ნ. გილაური