„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობებში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№994
სარეგისტრაციო კოდი
200.020.020.22.033.012.588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 187, 31/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.020.020.22.033.012.588

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №994

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

�საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. �საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2325) დამტკიცებულ �საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ� ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დროებით დასაწყობებული საქონელი უნდა ინახებოდეს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. ამ მუხლის მიზნებისთვის შეთანხმება ნიშნავს საბაჟო ორგანოს მიერ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის� გამოწერას საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მითითებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილში საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენას. საბაჟო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბაჟო საწყობების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საბაჟო საწყობის სახეობას (ღია საბაჟო საწყობი, დახურული საბაჟო საწყობი); საწყობის (შესაბამისი ნებართვის) მფლობელის დასახელებას; საწყობის მისამართს; საკონტაქტო პირის ვინაობასა და ტელეფონის ნომერს; საბაჟო საწყობში დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სპეციფიკური პირობების აღმნიშვნელ მონაცემებს (მაცივარი, ელევატორი, სპირტსაცავი, ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შესანახი და სხვა).� .

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ვ� ქვეპუნქტი:

,,ა.ვ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე;� .

3. მე-3 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,20. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, პირის მოთხოვნით შეიძლება დროებით დასაწყობდეს არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. დროებითი შენახვის ვადის აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის მიზნით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა ან უარი განუცხადოს განმცხადებელს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი შენახვის ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.� .

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უცხოური საქონელი იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლების) გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების გატარების (გარდა საბაჟო ორგანოში წარსადგენი � ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვებისა და ლიცენზიებისა, რომლის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით) გარეშე;� .

5. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნ ე ს:

ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:

ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში� ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;

ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � სატვირთო ზედნადები;

ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � �სარკინიგზო ზედნადები;

ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.� .

6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.� .

7. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:

ა) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს � ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:

ა.ა) ნებართვა:

ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;

ა.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;

ა.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;

ა.ა.დ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ� კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტზე;

ა.ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტზე;

ა.ა.ვ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტზე;

ა.ა.ზ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;

ა.ა.თ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანაზე;

ა.ა.ი) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე;

ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;

ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს � საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.�.

8. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა� ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.� .

9. მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;

ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:

ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში � ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;

ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � სატვირთო ზედნადები;

ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს� სარკინიგზო ზედნადები.�.

10. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

,,71. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:

ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით � წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს� ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:

ბ.ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ლიცენზია;

ბ.ბ) ნებართვა:

ბ.ბ.ა) ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;

ბ.ბ.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;

ბ.ბ.გ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტზე;

ბ.ბ.დ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;

ბ.ბ.ე) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ� კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატივების იმპორტზე;

ბ.ბ.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტზე;

ბ.ბ.ზ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტზე;

ბ.ბ.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;

ბ.ბ.ი) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტზე;

ბ.ბ.კ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანაზე;

ბ.ბ.ლ) არაიოდიზებული მარილის იმპორტზე;

ბ.გ) სერტიფიკატი:

ბ.გ.ა) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინალური სერტიფიკატები;

ბ.გ.ბ) იოდი ზ ებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი;

გ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა) შემთხვევაში � ,,სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა� ;

დ) თუ დეკლარირებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს � საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:

ვ.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში � საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;

ვ.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში � ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა�;

ვ.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე � ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი� (ასეთის არსებობის შემთხვევაში).�.

11. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე, გარდა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავების პროდუქტზე, ნაშთებსა ან/და ნარჩენებზე გასხვისების უფლებამოსილების მქონე (რაც დასტურდება შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) საქონლის მფლობელს უფლება აქვს განახორციელოს საკუთრების უფლების ერთჯერადად გადაცემა ნებისმიერ სხვა პირზე, წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებ ინფორმაცია წერილობით მიეწოდება საბაჟო ორგანოს. მყიდველის მიერ ამ საქონლის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო დამუშავების ნებისმიერი ოპერაცია, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.� .

12. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 18. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის შეზღუდვის შემთხვევები

1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ არის შეზღუდული, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მომთავსებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა შეარჩიოს საქონლის საბაჟო დამუშავების ახალი ოპერაცია. ეს ვადა აითვლება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეუძლია, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს საქონლის ცალკეული სახეობის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში შენახვისათვის განსაზღვროს კონკრეტული ვადები.

4. საქონლის შენახვის ვადა საბაჟო დეკლარაციაში მიეთითება მომთავსებლის მიერ მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ დეკლარაციაში მითი�თებულია შენახვის ვადა, მისი გაგრძელება მოხდება საქონლის ხელახალი დეკლარირებით, არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე განსაზღვრული ზღვრული ვადით.

5. შენახვის ნორმალური პირობების დაუცველობის შედეგად საქონლის დაზიანების, გაფუჭების, თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაურესების შემთხვევაში საწყობის მფლობელს ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

6. თუ საწყობში საქონლის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, დარღვეულია საბაჟო საიდენტიფიკაციო საშუალების მთლიანობა შესაბამისი ნებართვის მფლობელი ან/და საქონლის მიმღები ვალდებულია ამის შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.

7. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადის გასვლამდე ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ხდება საქონლის მიმართ განსახორციელებელი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევა. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საქონლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.� .

13. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აქტი ივსება და რეგისტრირდება (ენიჭება რეგისტრაციის ნომერი) საწყობში განთავსებული საქონლის აღწერის ჟურნალში საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ. საქონლის მფლობელი ან/და დეკლარანტი აქტზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ მას განემარტა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საქონლის გაუტანლობის შემთხვევაში მის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებული განკარგვის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე.�.

14. ამოღებულ იქნეს ინსტრუქცით დამტკიცებული ,,დროებითი შენახვის (ღია ან დახურული) საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობა� (დანართი №5).

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ� საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

ნ. გილაური