საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.12.2008
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №990
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.012.592
გამოქვეყნების წყარო სსმ, 187, 31/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.CharCharCharCharCharCharChar1Char, li.CharCharCharCharCharCharChar1Char, div.CharCharCharCharCharCharChar1Char {mso-style-name:"Char Char Char Char Char Char Char1 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.CharCharCharCharCharCharChar1Char0, li.CharCharCharCharCharCharChar1Char0, div.CharCharCharCharCharCharChar1Char0 {mso-style-name:" Char Char Char Char Char Char Char1 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 1.25in 27.0pt 99.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.012.592
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №990
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 641 მუხლის მე-4 ნაწილის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1).
მუხლი 2🔗.
ეს ბრძანება ძალაში შევიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებიდან მე-15 დღეს.
ნ. გილაური
დანართი №1
ინსტრუქცია
საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
1. „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელ პირობებს და ასეთი სტატუსის მინიჭების წესს, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე პირთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში (შემდგომში – იმპორტი) მოსაქცევად შემოტანილი ან იმპორტში მოსაქცევად სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით (შემდგომში – დეკლარაცია) დეკლარირებული საქონლის მიმართ გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს და საბაჟო კონტროლის ფორმის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესებს საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს (შემდგომში – ASYCUDA) მეშვეობით.
2. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი, ამ ინსტრუქციისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საქონლის შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და იმპორტის საბაჟო რეჟიმის განსაზღვრის დასრულება.
მუხლი 2🔗.
ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბაჟო–სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე (შემდგომში – თანამშრომლობის მონაწილე) – ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების დამაკმაყოფილებელი დაწესებულება, საქართველოს საწარმო ან ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტს და რომელსაც ენიჭება ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლება;
ბ) კანდიდატი – დაწესებულება, საქართველოს საწარმო ან ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტს და რომელიც განცხადებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – სამსახურს) თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭებისა და ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლების მიღების მიზნით;
გ) რისკი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ალბათობა;
დ) რისკის პროფილი – წინასწარ განსაზღვრული რისკის ინდიკატორების კომბინაცია, რომლის შინაარსი ისაზღვრება მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და კლასიფიცირების საფუძველზე და რომლის თანხვედრაც დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემებთან იძლევა საბაჟო კონტროლის გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას;
ე) რისკის ინდიკატორი – სპეციფიკური კრიტერიუმების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენს რისკით გამოწვეული ზიანის შეფასების, რისკის შემცველი ქმედების განხორციელების შესაძლებლობის განსაზღვრის და რისკის პროფილის შინაარსის შემუშავების პრაქტიკულ ინსტრუმენტს;
ვ) რისკის კრიტერიუმი – დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემი, რომელიც წარმოადგენს რისკის წარმოშობის საფუძველს და რისკის ინდიკატორის განსაზღვრის მიზნით პირველად მონაცემს;
ზ) დერეფანი – (მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი) საბაჟო კონტროლის ღონისძიება, რომელიც საბაჟო მოხელემ უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის პროფილთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;
თ) შეტყობინება – საბაჟო მოხელისათვის დამატებით ელექტრონული სახით მიწოდებადი მითითება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება უნდა განხორციელდეს რისკის პროფილის საფუძველზე დეკლარაციისათვის შესაბამისი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში;
ი) თანამშრომლობის მონაწილის საწყობი – თანამშრომლობის მონაწილის მფლობელობაში არსებული საწყობი ან სხვა შემოფარგლული ტერიტორია, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას;
კ) აღრიცხვის მოწმობა – „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
თავი II. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობები, ამ პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათი წარდგენისა და განხილვის წესი
მუხლი 3🔗.
1. კანდიდატს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
2. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობები განისაზღვრება:
ა) კანდიდატის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის მიხედვით;
ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიხედვით.
მუხლი 4🔗.
1. კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:
ა) ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან) განმავლობაში:
ა.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება;
ა.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 10,0 მლნ ლარისა;
ა.გ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 1,8 მლნ ლარისა, ან საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით წარდგენილი დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;
ბ) ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული განცხადების რეგისტრაციის მომენტისათვის:
ბ.ა) საბაჟო და საგადასახადო დავალიანების არქონა;
ბ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია ერთი კალენდარული წელი აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან);
ბ.გ) დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება შემდეგ სუბიექტებზე:
ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;
ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);
დ) საქართველოს საპატრიარქო.
მუხლი 5🔗.
1. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატი შემოსავლების სამსახურს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დამადასტურებელ ინფორმაციას.
2. განცხადებასთან ერთად კანდიდატის (ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების გარდა) მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის გარანტია განცხადების წარდგენის თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი გადასახდელების მოცულობის საშუალო თვიური (1/12) ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 100 000 ევროსი. აქციზური საქონლის იმპორტის განმახორციელებელი პირის შემთხვევაში გარანტიის ოდენობა არ უნდა იყოს 500 000 ევროზე ნაკლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი გარანტია ექვემდებარება გადაანგარიშებას ამავე პუნქტით გათვალისწინებული პირობების გათვალისწინებით და განახლებას წელიწადში ერთხელ, საანგარიშო პერიოდის (კალენდარული წლის) გასვლამდე ერთი თვით ადრე.
4. თუ კანდიდატს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (საწყობებში), დამატებით წარმოადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის (საწყობების) სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.
მუხლი 6🔗.
1. კანდიდატის განცხადებას შემოსავლების სამსახური განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ახდენს განცხადებით წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმებას ერთიან საინფორმაციო ბაზაში და განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 15 დღისა, იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, ამასთან, აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
3. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას:
ა) მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის მიზნით, სისტემაში დაშვებისათვის მონაწილეს ენიჭება მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი;
ბ) იმ შემთხვევაში, როცა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო საწყობის ან საწყობების შესახებ ინფორმაცია, თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება არასაბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი დანიშნულების ადგილის კლასიფიკატორის მიხედვით, რომელიც მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.
4. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების (გამოცემის) დღიდან ერთი კალენდარული წლის შემდეგ კანდიდატს შეუძლია განმეორებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით.
მუხლი 7🔗.
1. შემოსავლების სამსახური ახორციელებს თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შემოწმებას და გარანტიის ოდენობის გადაანგარიშებას კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც აითვლება თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან.
2. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის ან/და გარანტიის განუახლებლობის შემთხვევაში ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმება დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
3. საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.
4. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ თანამშრომლობის ყოფილი მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებული იყო დანიშნულების საბაჟო ორგანოში, საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება ამ ინსტრუქციისგან განსხვავებული, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III. გამარტივებული საბაჟო პროცედურები
მუხლი 8🔗.
თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით ამ ინსტრუქციის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) რეჟიმში მოსაქცევად შემოტანილი ან საქონლის თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) რეჟიმში მოსაქცევად დეკლარირებული საქონლის მიმართ გამოიყენება ამ თავით განსაზღვრული გამარტივებული საბაჟო პროცედურები, გარდა ქვემოთ მითითებული საქონლისა:
ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;
დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღებია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;
ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;
ზ) თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მათი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი ან/და სხვა საქონელი, რომლის მიმართ თანამშრომლობის მონაწილე პირის მიერ გამოყენებულ იქნება სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს თანამშრომლობის მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი თანამშრომლობის მონაწილეა).
მუხლი 9🔗.
1.თანამშრომლობის მონაწილეს უფლება აქვს, იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე არა უმეტეს 10 დღით ადრე ან/და საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარადგინოს დეკლარაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმით.
2. დეკლარაცია წარედგინება „ASYCUDA“-ს მეშვეობით, ელექტრონულად. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.
3.დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
4.დეკლარაციის წარდგენისას დეკლარაციის რეგისტრაციას და C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ახორციელებს დეკლარანტი.
5. საბაჟო გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
მუხლი 10🔗.
1. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილებთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს საბაჟო კონტროლის მიზნით განსახორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს:
ა) მწვანე დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) ლურჯი დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში კამერალური შემოწმების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;
გ) ყვითელი დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, საქონლის დათვალიერების გარეშე;
დ) წითელი დერეფანი – საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას.
2. დერეფნის განსაზღვრასთან ერთად, „ASYCUDA“-ს მეშვეობით ელექტრონული სახით ხდება შეტყობინების მიწოდება (საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე საქონლის დათვალირებისათვის განკუთვნილი დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევის გარდა), რომელშიც მიეთითება საბაჟო კონტროლის დამატებით გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ.
3. „ASYCUDA“-ს მეშვეობით, განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლების გამოყენებით, ასევე ხორციელდება დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა დეკლარირებული საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე დათვალირებისათვის წითელი დერეფნის მსგავსად (გარდა იმ საქონლისა, რომლის დეკლარაციისთვის რისკის პროფილის საფუძველზე უკვე განისაზღვრა დერეფანი).
4. რისკის პროფილები და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 11🔗.
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი დეკლარირებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენის დროს, საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო ორგანოს ეცნობება:
ა) რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილე;
ბ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ორგანოს კოდი და წარდგენილი დეკლარაციის C (სტატისტიკური) ნომერი.
2. „ASYCUDA“-ს ბაზაში რეგისტრირებული დეკლარაციის საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ გამოძახებისას, დეკლარაციისათვის განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი. ამასთან, მწვანე დერეფანი ნიშნავს იმ შემთხვევას, როცა დეკლარაცია არ გადაიყვანება ლურჯ, ყვითელ ან წითელ დერეფანში.
3. მწვანე დერეფნის შემთხვევაში:
ა) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა.ა) დეკლარაციისა და ზოგადი დეკლარირების მიზნით წარდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტაციის მიხედვით დეკლარირებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საქონლის მფლობელისა და მესაკუთრის იდენტიფიცირება;
ა.ბ) სატრანსპორტო საშუალების გარეგანი დათვალიერება, სატრანსპორტო საშუალებებზე დადებული ლუქების – საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის შემოწმება, ზენორმატიულ დატვირთვასთან დაკავშირებული (ამასთან, ზენორმატიული დატვირთვის შედეგად სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის იმავე ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადანაწილება არ იწვევს ამ ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების განხორციელების შეჩერებას), აგრეთვე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი სასაზღვრო სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები;
ა.გ) დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში – საბაჟო ორგანოს დამღის: „გაშვება ნებადართულია“ დასმა, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ა.დ) საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის, დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლს ქვეშ გადაადგილება.
ბ) თუ დეკლარანტს არა აქვს გადახდილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ენიჭება მხოლოდ A ნომერი):
ბ.ა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები;
ბ.ბ) დეკლარაცია ქაღალდზე ამოიბეჭდება, დეკლარაციის C გრაფაში – დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა: „გაშვება ნებადართულია გარანტიით“, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ბ.გ) საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის, დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას ხორციელდება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლს ქვეშ გადაადგილება.
გ) გარანტიით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის:
გ.ა) დეკლარანტის მიერ წარდგენილ ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ გადაიხაზება და დაისმება დამღა: „გაშვება ნებადართულია“;
გ.ბ) „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.
4. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.
5. ყვითელი დერეფნის შემთხვევაში (დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომრები):
ა) ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები;
ბ) დეკლარაცია ქაღალდზე არ ამოიბეჭდება, საქონელი დადგენილი წესით (აღრიცხვის მოწმობის გამოწერით, გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა) გადაადგილდება თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგილამდე და საბაჟო ორგანოს ნებადაურთველად არ დაიშვება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული “საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით” გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები;
დ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
ე) კამერალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საბაჟო გადასახდელების გადახდის (ან გადაუხდელობის) შესაბამისად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება ან გაშვება გარანტიით.
6. წითელი დერეფნის შემთხვევაში (დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომრები):
ა) ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები;
ბ) დეკლარაცია არ ამოიბეჭდება და დადგენილი წესით (აღრიცხვის მოწმობის გამოწერით, გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა) ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოესი საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის საბაჟო კონტროლს ქვეშ გადაადგილება;
გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული “საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით” გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები;
დ) საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას და ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულებრივი (საერთო) წესით.
7. დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრასთან ერთად სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას.
8. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და ზემდგომ თანამდებობის პირთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება.
9. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა, რომ აისახოს ელექტრონულად „ASYCUDA“-ში საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
10. ამ მუხლით დადგენილი წესით ერთი დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის გაშვება ამავე დეკლარაციით განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება ერთდროულად, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11. თუ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონლის ერთდროულად წარდგენა ვერ ხორციელდება 1 სთ და 30 წთ-ის განმავლობაში, სასაქონლო პარტიის ყოველი წარდგენილი ნაწილის გაშვება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის გამოწერით. გამოწერილი აღრიცხვის მოწმობები ელექტრონულად დაიხურება და დეკლარაცია ამოიბეჭება მხოლოდ დეკლარირებული საქონლის ბოლო ნაწილის გაშვების შემდეგ.
მუხლი 12🔗.
1. როდესაც საქონელი არ არის დეკლარირებული ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის შესაბამისად, თანამშრომლობის მონაწილის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენისას დადგენილი წესით ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და აგრეთვე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი სასაზღვრო სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო ორგანოს ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილე და სურვილი აქვს ისარგებლოს ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული პროცედურებით.
3. საბაჟო ორგანოს მიერ გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა), რომლითაც ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.
4.თანამშრომლობის მონაწილის საწყობის (ან საბაჟო საწყობის) დანიშნულებით საბაჟო კონტროლის ქვეშ ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის გაადგილებისას აღრიცხვის მოწმობის მე-4 გრაფაში მიეთითება ციფრი – “44”. TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ივსება შესაბამისი გრაფა.
5. საბაჟო საწყობში ან თანამშრომლობის მონაწილის საწყობში საქონლის წარდგენის დადასტურება და ინფორმაციიის საბაჟო დამუშავების განმახორციელებელი საბაჟო ორგანოსათვის გადაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული “საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-13 მუხლის შესაბამისად.
6. საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები არ იხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება.
7. თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარედგინება იმპორტის რეჟიმში საქონლის მოსაქცევად დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში.
8. დეკლარაცია წარედგინება „ASYCUDA“-ს მეშვეობით, ელექტრონულად. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით” გათვალისწინებული დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.
9. დეკლარაციის მიღების შემდეგ დეკლარანტი ახორციელებს დეკლარაციის რეგისტრაციას და ანიჭებს დეკლარაციას C (სტატისტიკური) ნომერს „ASYCUDA“-ს მეშვეობით.
10. სისტემაში ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით რისკის კრიტერიუმებთან თანხვედრისა და საბაჟო კონტროლისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე დეკლარაციისათვის განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი, რომელიც განსაზღვრავს საქონლის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ფორმას (პროცედურებს).
11. დეკლარაციისთვის განსაზღვრული დერეფნის მიხედვით საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) მწვანე დერეფნის შემთხვევაში:
ა.ა) თუ დეკლარანტს გადახდილი აქვს საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები), ამოიბეჭდება დეკლარაცია, C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია“, ხოლო საქონელი დათვალიერების გარეშე გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ა.ბ) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ენიჭება მხოლოდ A ნომერი), დეკლარაცია ქაღალდზე ამოიბეჭდება, დეკლარაციის C გრაფაში – დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა: „გაშვება ნებადართულია გარანტიით“, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ა.გ) გარანტიით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტის მიერ წარდგენილ ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია გარანტიით“, გადაიხაზება და დაისმება დამღა: „გაშვება ნებადართულია“, ხოლო “ASYCUDA”-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.
ბ) ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროცედურები და იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი გაშვების შემდგომ პერიოდში ექვემდებარება საბაჟო ორგანოს მოთხოვნისამებრ წარმოდგენილი, დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმებას;
გ) ყვითელი დერეფნის შემთხვევაში:
გ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები;
გ.ბ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
გ.გ) საბაჟო გადასახდელების გადახდის (ან გადაუხდელობის) შესაბამისად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება ან გაშვება გარანტიით.
დ) წითელი დერეფნის შემთხვევაში:
დ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები;
დ.ბ) საქონელი ექვემდებარება საბაჟო დათვალიერებას და ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულებრივი (საერთო) წესით.
12. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, დეკლარაციისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას და დადგენილი წესით ხორციელდება სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირება, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.
მუხლი 13🔗.
1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან, TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ეს სასაზღვრო საბაჟო ორგანო უზრუნველყოფს TIR წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად შეტანას მოწმობის ელექტრონულ ფორმატში და სისტემის მიერ „D“, აგრეთვე „R” ნომრის მინიჭებას. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ მიეთითება:
ა) TIR წიგნაკით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების საბაჟო კონტროლისთვის გათვალისწინებული პირველი (თეთრი) და მეორე (მწვანე) მოსახევი ფურცლების მე-18 გრაფაში – ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს დასახელება; მე-19 გრაფაში – ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში, კვადრატში აღინიშნება სიმბოლო X; მე-20 გრაფაში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაშვების თარიღი; 21-ე გრაფის პირველ ნაწილში – ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი “საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) მე-2 ნაწილით განსაზღვრული „საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით; 21-გრაფის მეორე ნაწილში – „ASYCUDA0ô-ს მიერ მინიჭებული „D“ ნომერი; 22-ე გრაფაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს (სადაც ელექტრონულად წარედგინა დეკლარაცია) კოდი; 23-ე გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა – „აყვანილია კონტროლზე“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი (კონტროლზე აყვანის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების საბაჟო კონტროლისთვის გათვალისწინებული TIR წიგნაკის პირველი (თეთრი) ყუის პირველ გრაფაში – ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი „საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის” მიხედვით; მე-2 გრაფაში – „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „D“ ნომერი; მე-3 გრაფაში – სიმბოლო --- (ტირე); მე-4 გრაფაში – სიმბოლო X ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; მე-5 გრაფაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს (სადაც ელექტრონულად წარედგინა დეკლარაცია) კოდი; მე-6 გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „აყვანილია კონტროლზე“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი (კონტროლზე აყვანის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი;
გ) TIR წიგნაკის მეორე (მწვანე) ფურცლის 24-ე გრაფაში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს (სადაც ელექტრონულად წარედგინა დეკლარაცია) კოდი; 25-ე გრაფაში – სიმბოლო X ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; 26-ე გრაფაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა, რომლის მიმართაც დასტურდება TIR გადაზიდვის დასრულება; 27-ე გრაფაში – „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „R“ ნომერი; 28-ე გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა „მოხსნილია კონტროლიდან“, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაშვების თარიღი (კონტროლიდან მოხსნის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი;
დ) საქონლის გაშვებისას TIR წიგნაკის მეორე (მწვანე) ყუის პირველ გრაფაში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოს კოდი (საბაჟო ორგანოს კოდი (სადაც დასრულდება TIR-წიგნაკის მოქმედება) „საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით; მე-2 გრაფაში – სიმბოლო X ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; მე-3 გრაფაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა, რომლის მიმართაც დასტურდება TIR გადაზიდვის დასრულება; მე-4 გრაფაში – სიმბოლო ---(ტირე) ადრე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დადასტურების შემთხვევაში; მე-5 გრაფაში – სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის შესახებ ინფორმაციის პროგრამა „ASYCUDA“-ს მიერ მინიჭებული „R“ ნომერი; მე-6 გრაფაში დაესმება საბაჟო ორგანოს დამღა “მოხსნილია კონტროლიდან”, ხოლო დამღაში შესაბამის ადგილზე მიეთითება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაშვების თარიღი (კონტროლიდან მოხსნის თარიღი), საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის ხელმოწერა და პირადნომრიანი ბეჭედი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტისგან განსხვავებულ შემთხვევაში (როდესაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება არ ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან) TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას TIR წიგნაკის შესახებ მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანება ელექტრონულ ბაზაში.
3. TIR წიგნაკის მოსახევი ფურცლები ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ა.ა) პირველი და მეორე მოსახევი ფურცლები (თეთრი) (მწვანე) რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში);
ა.ბ) შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) უზრუნველყოფს TIR-ის წიგნაკის ფურცლების (თეთრი და მწვანე) მიღების რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაგზავნას.
ბ) ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) პირველი მოსახევი ფურცელი (თეთრი) რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში იგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში);
ბ.ბ) მეორე მოსახევი ფურცელი (მწვანე) თან მიყვება საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების ადგილამდე, საქონლის გაშვების შემდგომ რჩება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში და კონტროლიდან მოხსნის შემდგომ 7 დღის ვადაში ეგზავნება შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში);
ბ.გ) შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) უზრუნველყოფს TIR-ის წიგნაკის ფურცლების (თეთრი და მწვანე) მიღების რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაგზავნას.
მუხლი 14🔗.
იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობის მონაწილეს განზრახული აქვს მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის შესაბამისად შემოტანილი საქონლის მიმართ იმპორტისაგან განსხვავებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება, იგი ვალდებულია:
ა) საქონლის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტის, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქონლის განადგურების ან სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის განზრახვის შემთხვევაში დადგენილი წესით მიმართოს თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს და საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის დასრულება;
ბ) საბაჟო რეჟიმის შეცვლის განზრახვის შემთხვევაში თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს მიერ გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით, დადგენილი წესით, უზრუნველყოს საქონლის წარდგენა მის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში და საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს საბაჟო დეკლარაციის წარდგენა.