“საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადმუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№977
სარეგისტრაციო კოდი
230.020.020.22.033.012.594
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 187, 31/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.012.594

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №977

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

�საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქარველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

��� მუხლი 1.

�საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ�� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2329) დამტკიცებულ �საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ�� ინსტრუქციასი შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.�.

2. მე-4 მუხლის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში � სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.�.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:

ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევვაში � ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;

ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � სატვირთო ზედნადები;

ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � სარკინიგზო ზედნადები;

ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.�.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

�31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.�.

5. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:

ა) თუ საქონლის იმპორტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს � ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:

ა.ა) ნებართვა:

ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;

ა.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;

ა.ა.გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებაზე;

ა.ბ.) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;

ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს � საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.�.

6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის �ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ა) საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;�.

7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თრიღისა და დროის მითითებით.�.

8. ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;

ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:

ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში � ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;

ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � სატვირთო ზედნადები:

ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს � სარკინიგზო ზედნადები.�

გ) ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის �გ�-�ე� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები (თუ ასეთი პირობების შესახებ ინფორმაცია გათვალისწინებული არ არის სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში).�.

9. ინსტრუქციის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

�71. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:

ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით � წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს � ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:

ბ.ა) ნებართვა:

ბ.ა.ა) ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;

ბ.ა.ბ) ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;

ბ.ა.გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებაზე;

ბ.ბ) სერტიფიკატი:

ბ.ბ.ა) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინალური სერტიფიკატები;

ბ.ბ.ბ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;

გ) თუ დეკლარირებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს � საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:

ე.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში � საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;

ე.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში � მოწმობა�;

ე.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე � �საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი� (ასეთის არსებობის შემთხვევაში).�.

10. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.�.

11. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად არა უმეტეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.�.

12. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. თუ გადაუმუშავებელი საქონლის ან/და გადამუშავების პროდუქტის მიმართ (გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის პირობების დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, გადასახდელი თანხა განისაზღვრება:

ა.ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ა.ბ) გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადასამუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის ამ გადასამუშავებელი საქონლისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, გადასახდელი თანხა განისაზღვრება:

ბ.ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ბ.ბ) გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადასამუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის ამ გადასამუშავებელი საქონლისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით.

�2. თუ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირების დღისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ საქონლის იმპორტზე ვრცელდება შეღავათიანი საბაჟო გადასახდელების განაკვეთები, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის მიზნით მასზე ვრცელდება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს იმავე დასახელების საქონლისათვის დადგენილი შეღავათიანი საბაჟო გადასახდელების განაკვეთები.�.

��� მუხლი 2.

ეს ბრძანება ძალაში შევიდეს �საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ� საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

ნ. გილაური