„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივნისის №1007 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.034.012.606
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 06/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.012.606

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1

2009 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 20 ივლისის №1007 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №104, მუხ. 1141) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. აკადემიის მიზნები და ამოცანები

1. აკადემია სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში ახორციელებს:

ა) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებას;

ბ) თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და სასაწავლო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას;

გ) საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

დ) სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადებას როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის;

ე) აკადემიის მართვა-გამგეობას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა, აკადემია უზრუნველყოფს ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა ორგანოებისთვის/დაწესებუ-ლებებისთვის სპეციალისტთა მოსამზადებლად შესა-ბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორ-ციელებას.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემია იძენს და განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის კომპეტენციაში შე-მავალ სხვა საკითხებს.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3.

საქმიანობის საგანი

აკადემიის საქმიანობის საგანია:

ა) პოლიციის სისტემისათვის და სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის კადრების პროფესიული მომზადება, გადამზადება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა ორგანოებისთვის/ დაწესებულებებისთვის სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება და განხორციელება.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. სერტიფიკატი

მსმენელის მიერ საწავლო კურსის გავლის შემთხვევაში აკადემია გასცემს შესაბამის სერტიფიკატს.“.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წარმართავს და ზედამხედველობს სასწავლო პროცესს;“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიას ჰყავს სამი პრორექტორი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი