საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების თაობა
მიღების თარიღი 05.01.2009
ძალაში შესვლა 24.02.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო შედგენილი (გამოყენებული) ოქმები
ნომერი №მოქა-ლაქე-ობა
სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.033.012.609
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 13/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| 1 | 2 |
| 8 | 9 |
| 14 | 15 |
| 16 | 17 |
| № | რაოდენობა |
| გვარი | სახელი |
| ოქმის მიმღები | შედგენილი (გამოყენებული) ოქმები |
| დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები | შენიშვნა |
| დაბრუნების თარიღი | აქტის ნომერი |
| იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი | გვარი |
| პასპორ-ტის ნომერი | მოქა-ლაქე-ობა |
| ოქმის შემდგენი (გვარი, სახელი, თანამდებობა) | ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების თაობა
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:0in; margin-right:6.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-1.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:0in; margin-right:6.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-1.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:6.4pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:6.4pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:6.4pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:-1.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:0in; margin-right:6.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:6.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-1.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:6.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-1.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:6.4pt; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 26.95pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.22.033.012.609
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №1
2009 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლის, 239-ე მუხლის მე-16, მე-19, 29-ე, 33-ე, 51-ე, 521, 54-ე და 57-ე ნაწილების, 240-ე მუხლისა და 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი №1).
2. დამტკიცდეს თანდართული ფორმები:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №2);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №3);
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №4);
დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტი (დანართი №5).
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოთ:
ა) რეგიონალურ ცენტრებს (საგადასახადო ინსპექციებს)/საგადასახადო ინსპექციებს – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 444, 912, 99-ე, 1291, 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551, 1552, 1553, 1554, 1555, 1556, 157-ე – 1573, 158-ე, 1581, 1592, 1593, 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე – 1653, 17310, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს – 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551, 1552, 1553, 1554, 1555, 1556, 157-ე, 1571, 1572, 1573, 158-ე, 1581, 1592 - 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე – 1653, 17310, 178-ე, 1793 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;
გ) საგამოძიებო დეპარტამენტს – 444, 912, 99-ე, 1291, 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551 – 1556, 157-ე – 1573, 158-ე, 1581, 1592 – 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე – 1653, 17310, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება მიენიჭოთ:
ა) რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების)/საგადასახადო ინსპექციების უფროსებსა და მათ მოადგილეებს – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291, 157-ე, 165-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე;
ბ) აუდიტის დეპარტამენტის უფროსსა და მის მოადგილეს – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 157-ე, 165-ე, 1793 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე;
გ) საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსსა და მის მოადგილეს – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 157-ე, 165-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ბრძანების მე-4 პუნქტით, განსახილველად ეგზავნება სასამართლოს.
6. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 თებერვლის №112 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის №379 ბრძანება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“.
7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ნ. გილაური
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების (შემდგომში – ოქმები) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, ფორმებით მომარაგება, გაცემა და დაბრუნება
1. ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.
2. ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს სამინისტრო „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
3. სამინისტროდან ოქმების გაცემა შემოსავლების სამსახურზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4. სამინისტროდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.
5. შემოსავლების სამსახურიდან ოქმების გაცემა სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე/ტერიტორიულ ორგანოებზე ხორციელდება სტრუქტურული ქვედანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სათანადო მინდობილობის წარმომდგენ პირზე. ოქმებს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №3) (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი) აღრიცხავს და უფლებამოსილ პირებზე გასცემს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
6. შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები/ტერიტორიული ორგანოები ოქმებს გასცემენ მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე – შესაბამის სამმართველოებზე, განყოფილებებზე, საბაჟო საგუშაგოებზე და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. შემოსავლების სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმის წარმოების სამმართველოში და დამოწმებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით.
8. სტრუქტურული ქვედანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი სამმართველოები, განყოფილებები, საბაჟო საგუშაგოები და საბაჟო გამშვები პუნქტები ასევე აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხავენ ოქმების გაცემას უფლებამოსილ პირებზე, ოქმების შევსებას, გაუქმებას და ამზადებენ ყოველთვიურ ანგარიშს, რომელსაც აცნობებენ ზემდგომ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს/ტერიტორიულ ორგანოებს. სტრუქტურული ქვედანაყოფები/ტერიტორიული ორგანოები ასევე აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხავენ მიღებულ, გაცემულ და გაუქმებულ ოქმებს, რის შესახებაც ყოველთვიურ ანგარიშს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარუდგენენ შემოსავლების სამსახურს.
მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა
1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
2. ოქმები უნდა ინახებოდეს ამ ფორმების გამოყენებაზე ან/და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან (პირებთან).
3. სათავსი, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმის წარმოება
1. ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ოქმი დგება 3 (სამ) ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;
ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელისმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე;
გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.
3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებანი და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;
დ) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის;
ე) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;
ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;
ი) იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ამის დასადასტურებლად ოქმის ახსნა-განმარტების გრაფაში აკეთებს შესაბამის აღნიშვნას და დამატებით ხელმოწერას და მას ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი, რომელსაც იგი იხდის საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ხოლო ოქმის შესაბამის გრაფაში მიეთითება შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის თანხა).
6. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
7. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
8. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
10. ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებული არიან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
11. ჯარიმის თანხა ექვემდებარება გადახდას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა რეგისტრაცია
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მონაცემებიც შეიტანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალში“ (დანართი №4) (შემდგომში – რეგისტრაციის ჟურნალი) შესაბამისი გრაფების შევსებისა და საქმის რეგისტრაციის ნომრის დაფიქსირების გზით.
2. რეგისტრაციის ჟურნალები იწარმოება შემოსავლების სამსახურში (ცენტრალურ აპარატში) და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი მუშაკის მიერ, რომელსაც უშუალოდ აქვს დაკისრებული რეგისტრაციის ჟურნალში ჩანაწერების წარმოება.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას რეგისტრაციის ჟურნალში მათი შედგენიდან (გამოტანიდან) 3 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 6🔗. რეგისტრაციის ჟურნალის შევსების წესი
1. რეგისტრაციის ჟურნალის პირველ და მე-2 გრაფაში შეიტანება საქმის რიგითი ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.
2. მე-3–მე-10 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, თანამდებობა, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ნომერი და მოქალაქეობა.
3. მე-11–მე-14 გრაფებში მიეთითება მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
4. მე-15–21-ე გრაფებში მიეთითება მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების თაობაზე.
5. 22-ე გრაფაში მიეთითება მონაცემები გადახდილი ჯარიმის თანხის თაობაზე.
6. 23-ე გრაფაში მიეთითება ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე.
7. თუ ოქმი განსახილველად იგზავნება სასამართლოში, 24-ე გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო მე-15-23-ე გრაფები არ ივსება.
მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის“ (დანართი №5) (შემდგომში – ჩამოწერის აქტი) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნუმერაცია.
3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებული „განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების, ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
…
(რეგიონალურიცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის/დეპარტამენტის დასახელება)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
სერია. . . . . №000000
1. ----------- ------------------------------------ 200 წ. 2. --------------------------------------------------
(ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) (ოქმის შედგენის ადგილი)
--------------------------------------------- 3. -----------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენის თანამდებობა,
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი, მამის სახელი, გვარი)
4. დავადგინე, რომ ----------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული)
5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის --------------------- მუხლით/მუხლის-------- ნაწილით.
6. მონაცემები დამრღვევის შესახებ: --------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
-------------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.
7. მოწმე ან/და დაზარალებული: ------------------------ -----------------------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, მისამართი)
8. ოქმის შემდგენი პირი: ----------------------------------- ---------------------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
9. სამართალდამრღვევი პირი: --------------------------- ----------------------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
10. ჩავიბარე ოქმი: ---------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა)
11. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ---------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ----------------------------------------------------
13. შეფარდებულია ადმინისტრაციული სახდელი: -------------------------------------------------
(ჯარიმის თანხა ციფრებით
--------------------------------------------------------------------------------------------------------------- და სიტყვიერად)
14. შენიშვნა:----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს
რეგისტრაციის№
დანართი №3
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
ოქმის ნომერი
ოქმის გამცემი
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
ოქმის მიმღები
შედგენილი (გამოყენებული) ოქმები
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდებო-ბა
ხელმოწე-რა
8
9
10
11
12
13
14
15
დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები
შენიშვნა
დაბრუნების თარიღი
აქტის ნომერი
გვარი
სახელი
თანამდებობა
16
17
18
19
20
21
დანართი №4
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალი
№
რეგისტრაციის თარიღი
მონაცემები სამართალდამრღვევი პირის შესახებ
ადმინისტრციული სამართალდარღვევის ოქმის №
ოქმის შედგენის ადგილი (კლასიფიკატორი)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თარიღი
იურიდიული პირის
დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი
გვარი
სახელი
მისამართი
თანამდებობა
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი
უცხო ქვეყნის მოქალაქის
პასპორ-ტის ნომერი
მოქა-ლაქე-ობა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
ოქმის შემდგენი (გვარი, სახელი, თანამდებობა)
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების №
დადგენილების გამოტანის თარიღი
დადგენილების გამომტანი (გვარი, სახელი)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამარათალდარღვევათა კოდექსის მუხლი, ნაწილი,
ქვეპუნქტი
ადმინისტრაციული სახდელის სახეობა
დამატებითი სახდელი
დარიცხული ჯარიმის თანხა
გადახდილი ჯარიმის თანხა
თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები
შენიშვნა
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
დანართი №5
აქტი №
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ
-----------------------------------------------------------------
(აქტის შედგენის ადგილი)
----- -------------- 200 წელი
№
რაოდენობა
ოქმის ინდივიდუალური ნომერი (ნომრები)
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი
უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:
შემოსავლების სამსახურის
სტრუქტურული ქვედანაყოფის
უფროსი /-----------------------/
ოქმების გამოყენებასა და
აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი /-----------------------/