“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში გამოყენებული მკაცრი აღიცხვის სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღიცხვის მოწმობაზე სპეციალური დატვირთო საბაჟო დეკლარაციის, ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.012.610
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №2
2009 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო სამართალდარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის, სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო სამართალდარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 ივნისის №570 ბრძანებაში (სსმ III, 12.06.2006 წ., №78, მუხ. 1023) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
2. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №1).“.
3. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ინსტრუქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ“.
4. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანოებში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის სანებართვო მოწმობების, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ფორმების (შემდგომში – ფორმები) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ნ. გილაური