საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.01.2009
ძალაში შესვლა 20.01.2009
ძალის დაკარგვა 29.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.012.627
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4, 14/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.05.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №394 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.12.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Literaturuly; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Literaturuly","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.CharCharCharChar, li.CharCharCharChar, div.CharCharCharChar {mso-style-name:"Char Char Char Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-63.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.5in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.012.627
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №18
2009 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანება.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 20 იანვარს.
ვ. სიხარულიძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
3. ადმინისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
4. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
5. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია“ და შტამპები, აგრეთვე ბლანკები საკუთარი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება შიდა და გარე მიმოწერისათვის.
თავი II. ადმინისტრაციის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗
1. ადმინისტრაციის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის (შემდეგ – სამოქალაქო ოფისი) მუშაობის ორგანიზება, საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ბ) სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს არქივის მართვა;
დ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, ვიზირება;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა საკადრო საკითხების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
თ) საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და ამ ინფორმაციის დასაცავად, ნატოსთან თავსებადი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება.
2. თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია ითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან, ასევე სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან.
თავი III. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და სტრუქტურული ქვედანაყოფები
მუხლი 3🔗
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი.
2. ადმინისტრაციის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. ადმინისტრაციის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
5. ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას;
ბ) დასამტკიცებლად წარადგენს ადმინისტრაციის ერთიან საშტატო ნუსხას;
გ) ანაწილებს (ამტკიცებს) მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებს;
დ) ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ წახალისების ან/და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ე) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ შესაბამის დოკუმენტებს;
ვ) შუამდგომლობს ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრების გამოყოფის თაობაზე;
ზ) მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ასრულებს მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა დავალებებს.
მუხლი 4🔗
1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდგომში – ქვედანაყოფი):
ა) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
დ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი;
ე) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ვ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი;
ზ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო;
თ) ელექტრონული და ვიდეოკონტროლის განყოფილება.
2. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში ქვედანაყოფს გააჩნია ბლანკი შიდა და გარე მიმოწერისათვის და ბეჭედი.
4. ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;
თ) ანგარიშს აბარებს ადმინისტრაციის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
ი) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, უფლებამოსილებას ანიჭებს იურიდიული დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს სასამართლო ინსტანციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესების დაცვაზე.
5. მინისტრის ბრძანებით, ქვედანაყოფ დეპარტამენტს შეიძლება გააჩნდეს სამმართველოები ან/და განყოფილებები, ხოლო სამმართველოს – განყოფილებები. სამმართველოს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს სამმართველოს (განყოფილების) უფროსი, რომელიც:
ა) ანაწილებს სამმართველოში (განყოფილებაში) შესულ დავალებებს;
ბ) ახორციელებს სამმართველოს (განყოფილების) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს (განყოფილების) მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
6. დეპარტამენტის (სამმართველოს, განყოფილების) უფროსს, სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება ჰყავდეს ერთი ან მეტი მოადგილე, რომელიც:
ა) ხელს უწყობს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში (სამმართველოში, განყოფილებაში) შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის (სამმართველოს, განყოფილების) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) უშუალო უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;
ე) ზემდგომი უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
თავი IV. ქვედანაყოფების სტრუქტურა და ფუნქციები
მუხლი 5🔗
1. საქმისწარმოების დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:
ა) საერთო კანცელარიის სამმართველო;
ბ) საიდუმლო წარმოების განყოფილება;
გ) სამინისტროს არქივის განყოფილება;
დ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. საქმისწარმოების დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან;
ბ) შემოსული დოკუმენტების ხელმძღვანელობისათვის დროული წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
გ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების კონტროლის რეგულირება;
დ) სამინისტროს საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან;
ე) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების (დოკუმენტაციის) სისტემატიზაცია და გაფორმების სისწორის კონტროლი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა;
თ) მინისტრის, მისი მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი თანამდებობის პირების ბრძანებებისა და რეზოლუციების აღრიცხვის, შენახვისა და ტექნიკური კონტროლის ორგანიზაცია;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;
კ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია;
ლ) საქმისწარმოების დეპარტამენტის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მომსახურება;
მ) საქმისწარმოების დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების კომპიუტერული მომსახურება;
ნ) იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა.
მუხლი 6🔗
1. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) საერთაშორისო სამართლის სამმართველო;
დ) შესყიდვების ხელშეკრულებების ექსპერტიზის სამმართველო.
2. კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიული დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა და ვიზირება;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების წარდგენა, ნორმატიული აქტების რეესტრში რეგისტრაციისათვის;
დ) სამინისტროში შემოსული საჩივრების, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავებისა და სხვა პრაქტიკული სამუშაოების ანალიზის, ასევე ცალკეული დავალებების საფუძველზე (საჭიროებისამებრ, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად), სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ე) სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს საპარლამენტო მდივანისთვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
თ) პირთა განცხადებების, საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, სამხედრო ნაწილების (შენაერთების) იურისტებისათვის მეთოდური მითითებების მიცემა;
კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დოკუმენტაციის (მათ შორის, სამართლებრივ დავასთან დაკავშირებული) გამოთხოვა;
ლ) სამხედრო ხასიათის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დასადები, საერთაშორისო შეთანხმებებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ექსპერტიზა და, კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი უზრუნველყოფა და შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება, ასევე საქართველოს მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება;
მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დასადები შესყიდვების ხელშეკრულებების ექსპერტიზა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში;
ნ) კანონმდებლობითა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობათა შესრულება.
მუხლი 7🔗
1. პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) დაგეგმარების სამმართველო;
გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის სამმართველო.
2. პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ, წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამების, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხის (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, ოფიციალური დასაჩუქრება და სხვ.), შესაბამისი ბრძანებების პროექტების შედგენა და მათში გაწერილი დავალებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;
გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს/ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციული უზრუნველყოფა და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარი მივლინება;
დ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანით უზრუნველყოფა;
ვ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;
ზ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინირებით, სამინისტროს საპროტოკოლო სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზება და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლი.
მუხლი 8🔗
1. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამხედრო-ტექნიკური სამმართველო;
ბ) სალიცენზიო-სანებართვო სამმართველო.
2. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება.
მუხლი 9🔗
1. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:
ა) ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველო;
ბ) ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სამმართველო.
2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პერსონალის მიმართ:
ა.ა) მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობის შემცველი დოკუმენტაციის (დანიშვნა, განთავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და სხვ.) მომზადება, წარმოება;
ა.ბ) კონკურსთან და ატესტაციასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი, ატესტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების შედეგების გავლენის ანალიზი, ვაკანსიების შევსების სისტემის ანალიზი;
ა.გ) კადრების რაოდენობრივი შემადგენლობისა და მონაცემთა აღრიცხვა, მათი პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების დადგენილი წესით წარმოება და დაცვა, საკადრო მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა და წარმოება;
ა.დ) მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ა.ე) მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, პერსონალის პროფესიული დონის ობიექტური შეფასებისა და თანმიმდევრული განვითარების ხელშეწყობა;
ა.ვ) თანამდებობის პირთა მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის, სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და კონტროლი;
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების პროექტების მომზადება;
ა.თ) თანამშრომელთა საკლასო ჩინების მინიჭებასთან დაკავშირებული მუშაობის ორგანიზება, აგრეთვე ჩინებისა და რანგების მიკუთვნების არსებული მექანიზმის სრულყოფა;
ა.ი) მოსამსახურეთა დასაჯილდოებელი მასალის მომზადება;
ა.კ) შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა;
ა.ლ) სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეულების „ორგანიზაციული აღწერის“ მომზადება და, საჭიროებისამებრ, განახლება;
ა.მ) სამოქალაქო ოფისის თითოეული თანამდებობისთვის „სამუშაო აღწერის“ მომზადება და, საჭიროებისამებრ, განახლება;
ა.ნ) „ორგანიზაციული აღწერისა“ და „სამუშაო აღწერის“ დოკუმენტების ფორმის განსაზღვრა, შემუშავება და მათი შევსების წესის დადგენა, მათ საფუძველზე, თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში სამუშაო პირობების შესწავლა, აგრეთვე სამუშაოს მოცულობისა და ქვედანაყოფის რაოდენობა-შემადგენლობის შესაბამისობისა და სამუშაო დროის მართვის ანალიზი;
ა.ო) სამოქალაქო ოფისის თითოეული თანამდებობისათვის, პროფესიულ-საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.პ) ანგარიშგების ერთიანი სისტემის შექმნა, ყოველი საჯარო მოსამსახურის მიერ გაწეული სამუშაოსა და მივლინებების ეფექტიანობის ანალიზის მიზნით;
ა.ჟ) სამსახურებრივი ურთიერთობების, ჯანსაღი სამუშაო კლიმატის არსებობის შესწავლა-ანალიზი, ტესტირება და შესაბამისი დასკვნების, რეკომენდაციების მომზადება;
ა.რ) კომპეტენციების ფარგლებში შემავალ საკითხებზე, ანალიზის შედეგად, რეკომენდაციებისა და პროგნოზების შემუშავება;
ა.ს) მოსამსახურეთა მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და ამ პროცესში სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე აქტიური მონაწილეობა;
ა.ტ) მოსამსახურეთა სამსახურში მოზიდვის, შერჩევისა და დანიშვნის პოლიტიკის შემუშავება, „პერსონალის კომპეტენციების“ ანალიზი;
ა.უ) მოხელეთა რეზერვის ჩამოყალიბების სრულყოფილი მექანიზმის შექმნა;
ა.ფ) მოსამსახურეთა კარიერის დაგეგმვისა და მართვის პოლიტიკის შემუშავება;
ა.ქ) შრომის ანაზღაურების სრულყოფის ხელშეწყობა;
ა.ღ) საკადრო მონაცემთა კომპიუტერული ბაზის შექმნა, განახლება;
ა.ყ) მოსამსახურეთა ფუნქციური მოვალეობების რაციონალური განაწილების მიზნით, ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადება;
ა.შ) მოსამსახურეთა მოტივირება-სტიმულირების ერთიანი კონცეპტუალური მიდგომების, პრინციპებისა და ფორმების განსაზღვრა;
ა.ჩ) მოსამსახურეთა მოძრაობისა და დენადობის ანალიზი და ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება;
ბ) სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხისა (როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პერსონალისათვის) და სტრუქტურული ქვედანაყოფების ტაბელის მომზადება;
გ) სამინისტროში ადამიანური რესურსების, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;
დ) სამოქალაქო ოფისის ორგანიზაციული სტრუქტურის პოლიტიკის შემუშავება და მისი ჩამოყალიბების პროცესში, რჩევებისა და რეკომენდაციების დონეზე მონაწილეობა;
ე) სამოქალაქო ოფისში სტაჟიორთა მიღების პროცედურისა და სტაჟირების გავლის კოორდინაცია.
მუხლი 10🔗
1. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:
ა) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო:
ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ა.ბ) მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) დაგეგმვის, პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო.
2. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის თემატური ინფორმაციების დამუშავება;
ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;
გ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;
ვ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;
ზ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისათვის განაცხადის წარდგენა ჟურნალ-გაზეთების, ბროშურების, პლაკატებისა და სხვა ბეჭდვითი პროდუქციის მომზადების მიზნით, როგორც სამხედრო მოსამსახურეთათვის, ასევე საზოგადოების ფართო ფენებისათვის;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;
ი) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამხედრო ობიექტებზე;
კ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;
ლ) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამხედრო მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
ნ) ერთიანი სამხედრო-საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით, შეიარაღებულ ძალებში საზოგადოებრივ ურთიერთობათა ქვედანაყოფების საერთო ხელმძღვანელობა;
ო) სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
პ) ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება.
მუხლი 11🔗
ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) უზრუნველყოფს საქართველოში ჩრდილოატ-ლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებას და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულებას;
ბ) შეიმუშავებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში ნატოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან თავსებად საკანონმდებლო ბაზას, პროცედურებსა და ინსტრუქციებს;
გ) წარმართავს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირებას და აყალიბებს აღნიშნული ინფორმაციის დასაცავად ნატოსთან თავსებადი უსაფრთხოების სისტემას:
დ) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არსებული ქვერეგისტრების საქმიანობას და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების) და საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას;
ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს იმ თანამდებობებს, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ მოიცავს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს და საჭიროებენ დაშვებას ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან;
ვ) უზრუნველყოფს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემას; კანონმდებლობით დადგენილი წესით: მოიპოვებს საჭირო დოკუმენტაციას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ, ადგენს განაცხადში არსებული ინფორმაციის შესაბამისობას, ამზადებს დაშვების სპეციალურ სერტიფიკატებს (NATO/EAPC(PfP) Personnel Security Clearance) და წარუდგენს მინისტრს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად;
ზ) აწარმოებს ნატოსაქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული კლასიფიცირებული ინფორმაციისა და ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პერსონალის ცენტრალიზებულ აღრიცხვას;
თ) კონტროლს უწევს ცენტრალურ რეგისტრში და ქვერეგისტრებში არსებულ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის „სიცოცხლის ციკლის“ მიმდინარე მდგომარეობას: ინფორმაციას მიღებული, გავრცელებული, გაგზავნილი, თარგმნილი, გამრავლებული ან განადგურებული კლასიფიცირებული დოკუმენტებისა და მათთან დაშვებული პერსონალის შესახებ;
ი) ატარებს ქვერეგისტრების ყოველწლიურ ინსპექტირებას და აცნობებს მინისტრს და ნატოს უსაფრთხოების ოფისს შემოწმების შედეგებს;
კ) ატარებს საქართველოს კანონმდებლობითა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრულ ღონისძიებებს კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნების ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევებში და აცნობებს მინისტრს და ნატოს უსაფრთხოების ოფისს შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს;
ლ) შეიმუშავებს საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის დროს კლასიფიცირებული ინფორმაციის ევაკუაციის გეგმას და სამოქმედო ინსტრუქციებს;
მ) შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამას და ატარებს რეგულარულ ტრეინინგებს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირებისათვის, ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმებისა და მათზე დაკისრებული ვალდებულებების ცოდნის გავრცელების მიზნით;
ნ) აცნობებს ნატოს უსაფრთხოების ოფისს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ქვერეგისტრებში განხორციელებული ნებისმიერი ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ;
ო) აბარებს ანგარიშს ნატოს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების დროს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ;
პ) უზრუნველყოფს ნატოს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული რეკომენდაციების შესრულებას.
მუხლი 12🔗
ელექტრონული და ვიდეოკონტროლის განყოფილება ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის ვიდეოკონტროლი;
ბ) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების/გამოუცხადებლობის ელექტრონული და ვიდეოკონტროლი;
გ) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ელექტრონული და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა;
დ) ელექტრონული და ვიდეოკონტროლის საფუძველზე, არსებული ინფორმაციის ფილტრაცია და მისი მიწოდება შესაბამისი თანამდებობის პირისათვის.