,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.10.003.000.675
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 22/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №34

2007 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ,,ბიუჯეტების შემოსუ­ლობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №29, მუხლი 275) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალ ი ბდეს ახალი რედაქციით:

,,ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები და საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში) მიხედვით;“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნებას ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;“.

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.“;

ბ) 11პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.“.

5. VI თავს დაემატოს 121 მუხლი:

     „მუხლი 121

1. ეს მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო ინსპექციების მიერ მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და სანქციების თანხების ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხების ჯამს;

ბ) საგადასახადო ინსპექცია ადასტურებს ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას“ ან ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ დაკმაყოფილდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგა-ნოს წარუდგინოს ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ დარიცხულ დღგ-ის თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

4. სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვენგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში, ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლების თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება:

ა) საგადასახადო შემოწმების გარეშე ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია:

ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;

ა.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები;

ბ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ ის წარმოიშვა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით და გადასახადის გადამხდელი საგადასახადო რეგისტრაციაზე აყვანილ იქნა ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის დღემდე 6 თვის ვადაში;

გ) საგადასახადო შემოწმების გარეშე ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია სხვა შემთხვევები, გარდა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა;

დ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ ის წარმოიშვა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, და:

დ.ა) თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო რეგისტრაციაზე აყვანილ იქნა ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის დღემდე 6 თვის ვადაში, ან

დ.ბ) თუ ბოლო საგადასახადო შემოწმების (აუდიტის) განხორციელების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოვლენილია საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 132-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 133-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 138-ე მუხლით, ხოლო 2005 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევათა შემთხვევები, ან

დ.გ) თუ გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას – 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაფიქსირების შემთხვევაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა მხოლოდ ექსპორტზე გატანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 18%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის ექსპორტის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხისა.

6. თუ საქართველოში შემოსავლის გაცემის წყაროსთან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მითითებულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხების დაბრუნების მიზნით.

7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტს (საწარმო, იურიდიული პირი ან/და მეწარმე ფიზიკური პირი) უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ დაკავებული გადასახადიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუ იგი იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავალს და იბეგრება გადახდის წყაროსთან.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

9. ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების შესახებ და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითითებული გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

10. მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ უკან დაბრუნება არ ართმევს გადასახადის გადამხდელს უფლებას საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზების გამოსწორებით.

11. გადამხდელის საგადასახადო შემოწმება უნდა მოხდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVI თავის შესაბამისად. საგადასახადო შემოწმების ვადები არ უნდა გასცდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების ვადებს.

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით (წერილობითი მითითება), გადასახადის გადამხდელის სტრატეგიულობის გათვალისწინებით გადამხდელს შეიძლება დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხა შემოწმების გარეშე და შემცირებულ ვადებში.

13. თუ გადამხდელის მიერ ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ საგადასახადო ორგანოში წარდგენილია გასვლითი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის დროს, ხოლო ზედმეტობა წარმოშობილია იმ პერიოდში, რომელსაც არ მოიცავს საგადასახადო შემოწმება, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით დამატებით მოწმდება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზედმეტობის წარმოშობის პერიოდი უკვე შემოწმებულია) ზედმეტობის წარმოშობის პერიოდიც.

14. საგადასახადო ორგანოებში ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლების თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

6. მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17.

საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე თანხების განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მიმართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელის და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული საგადასახადო შემოსავლის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.

    მუხლი 18.

გასულ წლებში ბიუჯეტში მე-16 და მე-17 მუხლე-ბით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხების გადამხდელისათვის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება საგადასახადო შემოსავლის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (არასაგადასახადო შემოსავლის შემთხვევაში), ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.“.

    მუხლი 2.

1. ეს დადგენილება (გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა) ამოქმედდეს 2007 წლის 1 მარტს.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 20 თებერვალს.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ზ. ნოღაიდელი