“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარატამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
120.240.020.22.026.012.650
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 16/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.012.650

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

 ბრძანება №23

2009 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის   2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №130, მუხლი 1155) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:

1. დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ა.დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) დაგეგმვის პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება.“.

2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ა1) საბიუჯეტო სამმართველოს დაგეგმვის პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება ახორციელებს:

1.ა) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესისა და პროცედურების წარმართვასა და ხელმძღვანელობას;

1.ბ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფას;

1.გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, განსახორციელებელი პროგრამების პრიორიტეტულობის დადგენასა და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადებას;

1.დ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზს, შეიარაღებული ძალებისთვის „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების მიზნით;

1.ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში დეპარტამენტის განვითარების ერთიანი ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას, პერიოდულ შეფასებას, განხორციელების მონიტორინგს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

1.ვ) დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღებას.“.

    მუხლი 2.

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

    მუხლი 3.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ვ. სიხარულიძე