„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.671
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №13
2009 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, 2007წ., №36, მუხ. 426) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) საორგანიზაციო და ანალიტიკური განყოფილება;
ბ) ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და საქმისწარმოების განყოფილება;
გ) ეროვნული საარქივო ფონდის აღრიცხვის, დაცვისა და ინფორმაციის განყოფილება;
დ) ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის განყოფილება;
ე) საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების განყოფილება;
ვ) შიდა კონტროლის განყოფილება;
ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება;
თ) დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილება;
ი) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:
ი.ა) საფინანსო განყოფილება;
ი.ბ) შესყიდვების განყოფილება;
კ) დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია;
ლ) სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა;
მ) სამეურნეო სამსახური.“.
2. მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გენერალურ დირექტორს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის, ან/და ცენტრალური არქივის საქმიანობის შესახებ. ცენტრალური აპარატის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი ადგენს ეროვნული არქივის ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშებს სამინისტროსა და სახელმწიფო ხაზინაში წარსადგენად.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 15 თებერვლიდან.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.01.2009.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.01.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.027.012.671.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №13, 20.01.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.671 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/81784/