,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.22.027.012.692
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 26/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.027.012.692

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №19

2009 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით (სსმ III, 2000წ., №39, მუხ. 368) დამტკიცებული წესდების მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11

ცენტრის დირექტორი:

ა) იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით:

ა.ა) ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს;

ა.ბ) განსაზღვრავს და ამტკიცებს ცენტრის აპარატის საშტატო განრიგს და ნუსხას;

ა.გ) ამტკიცებს ცენტრის ფილიალების დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის ფილიალების დირექტორებს;

ა.დ) ნიშნავს გამოცდებს და ამტკიცებს საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;

ა.ე) ანიჭებს პირს ცენტრის წარმომადგენლობას და განსაზღვრავს მის ფარგლებს;

 ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად და ახორციელებს ცენტრის საერთო, ყოველდღიურ ხელმძღვანელობას;

გ) დებს ხელშეკრულებებს ცენტრის პედაგოგებთან, ლექტორებთან და სხვა მოწვეულ სპეციალისტებთან;

დ) ცენტრის სახელით დებს გარიგებებს და წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ე) ხსნის და ხურავს საბანკო ანგარიშებს;

ვ) ცენტრის საწესდებო ფუნქციების განხორციელების მიზნით, ახორციელებს ცენტრის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხიმგებელია მის სწორ გამოყენებაზე;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ხელს აწერს ცენტრის ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;

თ) ასრულებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

ი)    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.

მუხლი 12

1. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე და ყოველკვარტალურად წარუდგენს მას ანგარიშს ცენტრის მუშაობის შესახებ.

2. ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის მოვალეობას იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი