⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.12.2010)
გაუქმებულია:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 26.01.2009
ძალაში შესვლა 01.02.2009
ძალის დაკარგვა 09.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.012.704
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 30/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,758 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2009 მიღება
01.02.2009 ძალაში შესვლა
09.12.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.012.704 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №28 2009 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინის ტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №59 ბრძანება; ბ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №61 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან. ზ. ადეიშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.     მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.     მუხლი 5🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე.     მუხლი 6🔗 დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობას, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი. თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები     მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია; ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა; გ) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; დ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ზ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; ი) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; კ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა; ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.     მუხლი 8🔗 დაკისრებული ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს პოლიტიკური გაერთიანებებისა და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია; ბ) უზრუნველყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების რეესტრების წარმოება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლი; დ) უზრუნველყოს ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაცია, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ზედამხედველობა გაუწიოს ნოტარიუსის საქმიანობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობა; ზ) უზრუნველყოს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაცია; თ) უზრუნველყოს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები და შექმნას ერთიანი საინფორმაციო ბანკი; ი) განახორციელოს სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და განიხილოს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრები; კ) უზრუნველყოს სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა; ლ) უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; მ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა     მუხლი 9🔗 დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) რეგისტრაციის სამმართველო; ბ) ნოტარიატის სამმართველო; გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.     მუხლი 10🔗 1. რეგისტრაციის სამმართველო: ა) ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვას, სამართლებრივ ექსპერტიზას, სარეგისტრაციო პროცედურების მომზადებასა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადებას; ბ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების რეესტრის წარმოებას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლს; დ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლას და ანალიზს; ე) ამზადებს წინადადებებს თავისი კომპეტენციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ; ვ) განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. 2. ნოტარიატის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს სანოტარო ბიუროთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას; ბ) განიხილავს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე ახორციელებს კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიუსთა პალატის მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ზედამხედველობას ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე; დ) უზრუნველყოფს ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე მასალების მომზადებას; ე) ნოტარიატის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის მიზნით ამზადებს შესაბამის წინადადებებს; ვ) ხელს უწყობს საქართველოს ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესს; ზ) უზრუნველყოფს ნოტარიუსების მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების სტატისტიკური ანგარიშგების განხილვას; თ) უზრუნველყოფს ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელებას; ი) ამზადებს შესაბამის წინადადებებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და კონკურსის ჩატარების თაობაზე; კ) განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. 3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებიდან გამომდინარე სასამართლო დავებზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვს სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ მათ ხელთ არსებულ საქმის მასალებსა და ინფორმაციას; ბ) სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან, რომლის მიმართაც ხორციელდება სასამართლო საქმისწარმოება, მოითხოვს მისი წარმომადგენლის მონაწილეობას სასამართლო პროცესთან დაკავშირებული მასალების დამუშავებასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში, აგრეთვე მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე; გ) საჭიროების შემთხვევაში, პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, მოითხოვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან, რომლის მიმართაც ხორციელდება სასამართლო საქმისწარმოება, სასამართლო პროცესში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფას; დ) წერილობითი ფორმით იღებს ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ დეპარტამენტის უშუალო მონაწილეობის გარეშე წარმოებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით; ე) მინისტრს წარუდგენს სასამართლო პროცესზე სამინისტროს წარმომადგენელი პირის კანდიდატურას; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საჩივრებს; ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოითხოვს სამინისტროს სათანადო სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებიდან შესაბამის მონაცემებს, უზრუნველყოფს მათ დამუშავებას და მიღებული ინფორმაციის განმცხადებლისათვის წარდგენას კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები     მუხლი 11🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 12🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებსა და მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) ამზადებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) მინისტრსა და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; თ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; ი) წარუდგენს მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ლ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ნ) წარუდგენს ანგარიშს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 13🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო მეორე მოადგილე – სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში. ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე. 6. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 14🔗 1. დეპარტამენტის სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ვიზას ადებს და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.     მუხლი 15🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამმართველოს მრჩევლები; ბ) სამმართველოს სპეციალისტები; გ) დეპარტამენტის სპეციალისტი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. თავი V. დასკვნითი დებულება     მუხლი 16🔗 დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.