⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.09.2010)
გაუქმებულია:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 26.01.2009
ძალის დაკარგვა 21.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.026.012.706
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 30/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,067 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2009 მიღება
21.09.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:22.95pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.MsoPlaceholderText {color:gray;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.CharCharCharChar, li.CharCharCharChar, div.CharCharCharChar {mso-style-name:"Char Char Char Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.CharCharCharChar0, li.CharCharCharChar0, div.CharCharCharChar0 {mso-style-name:"Char Char Char Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.9pt .75in 44.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.026.012.706 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №60 2009 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულება. 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ვ. სიხარულიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე. 2. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პოლიტიკის გატარებას, მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვასა და განვითარებას. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი, ტიტულოვანი ბლანკი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბის გამოსახულებით და წარწერით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი“.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ამოცანებსა და ფუნქციებს განეკუთვნება: ა) სამინისტროში ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიის განსაზღვრა და მის საფუძველზე ერთიანი პოლიტიკის გატარება; ბ) სამინისტროს ინფორმაციული პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრა; გ) მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვის პროცესების მართვა და მათი განვითარების უზრუნველყოფა; დ) სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; ე) მართვის ავტომატიზებული და საინფორმაციო სისტემების ინტეგრაციული პროცესების კოორდინაცია; ვ) მართვის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის კონტროლი; ზ) მართვის ავტომატიზებულ სისტემებში განთავსებული ინფორმაციის ხარისხის კონტროლი; თ) კოდიფიკაციის სისტემის შექმნა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელება; ი) მართვის ავტომატიზებული სისტემების მომხმარებელთა სწავლება/გადამზადების ორგანიზება, სისტემების დანერგვისა და შემდეგ ეტაპზე მისი ათვისების ხელშეწყობის მიზნით; კ)  სამინისტროში მართვის ავტომატიზებული სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი; ლ)     მართვის, დაგეგმვისა და აღსრულების პროცესების სისტემატიზაცია და ცენტრალიზაციის პროცესების ხელშეწყობა ნატოს სტანდარტების შესაბამისად; მ) სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სტანდარტების წარმოების პოლიტიკის გატარება.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ბ) მინისტრსა და მინისტრის კურატორ მოადგილეს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების ფუნქციურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებს, უსახავს შესაბამის ამოცანებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასა და დისციპლინის დაცვას; დ) კონტროლს უწევს საიდუმლოების დაცვის ნორმების უზრუნველყოფას; ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას, პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების სრულფასოვან შესრულებაზე; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებებულებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას; თ) შუამდგომლობს მინისტრთან სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის პირად შემადგენლობას კვალიფიკაციის ამაღლებისა და სასწავლებლად წარგზავნის თაობაზე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაში; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) მონაწილეობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურებისა და გადაყვანის საკითხებში სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით; დ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას; ვ) დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოვალეობებს; ზ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. 5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, ფუნქციური მოვალეობები და ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფორმაციული პროცესების ანალიზის სამმართველო, რომლის ფუნქციებია: ა.ა) ინფორმაციული რესურსების მართვის პროცესის შესწავლა-ანალიზი; ა.ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიზი და განვითარების პერსპექტივების დაგეგმვა; ა.გ) მართვის ავტომატიზებული და საინფორმაციო სისტემების ინტეგრაციული პროცესების კოორდინაცია. ბ) ინფორმაციული სისტემების ანალიზის სამმართველო, რომლის ფუნქციებია: ბ.ა) მართვის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონირების ანალიზი; ბ.ბ)   მართვის ავტომატიზებული სისტემების ექსპლუატაციის კონტროლი; ბ.გ) ავტომატიზებული სისტემის დანერგვისა და ტექნიკური პერსონალის სწავლება-გადამზადება. გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველო, რომლის ფუნქციებია: გ.ა)    მართვის ავტომატიზებული სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება; გ.ბ)   სამინისტროს სისტემაში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების კონტროლი. დ) სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო, რომლის ფუნქციებია: დ.ა)   სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სტანდარტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია; დ.ბ)  ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესების კოორდინაცია; დ.გ)  ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის შექმნა ნატოს კოდიფიკაციის სისტემის პრინციპების შესაბამისად; დ.დ) კოდიფიკაციის სისტემის გამოყენებისა და მისი განვითარების პროცესების მართვა. 2. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.