„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 26.01.2009
ძალის დაკარგვა 24.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.709
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 05/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,828 სიტყვა · ~29 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2009 მიღება
24.08.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .5in 53.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.709 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №31 2009 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის ინსტიტუტის თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გვარამია სსიპ – ახალციხის ინსტიტუტის წ ე ს დ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ინსტიტუტის წესდების მოქმედების სფერო ეს წესდება აწესრიგებს სსიპ – ახალციხის ინსტიტუტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, ინსტიტუტის მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს.     მუხლი 2🔗. ინსტიტუტის სტატუსი 1. ინსტიტუტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ინსტიტუტის სრული სახელწოდებაა: სსიპ „ახალციხის ინსტიტუტი“. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №106, ელ. ფოსტა: www.akhalcikhe.edu.ge. 3. ინსტიტუტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ახალციხის ინსტიტუტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №161 დადგენილებით.     მუხლი 3🔗. ინსტიტუტის მიზნები ინსტიტუტის მიზნებია: ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის; ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.     მუხლი 4🔗. ინსტიტუტის სიმბოლიკა ინსტიტუტს აქვს თავისი ემბლემა, დამტკიცებული ინსტიტუტის აკადემიური საბჭოს მიერ. თავი II ინსტიტუტის მართვა     მუხლი 5🔗. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და სტრუქტურა 1. ინსტიტუტის მართვის ორგანოებია – აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. ინსტიტუტის ფაკულტეტის მართვის ორგანოებია – ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. ინსტიტუტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, აგრეთვე საინსტიტუტო და საფაკულტეტო მნიშვნელობის სხვადასხვა საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან. 3. გადაწყვეტილებას საინსტიტუტო მნიშვნელობის ერთეულების შექმის ან გაუქმების შესახებ იღებს ინსტიტუტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საინსტიტუტო მნიშვნელობის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ინსტიტუტის წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 6🔗. ინსტიტუტის მართვის პრინციპები 1. სსიპ – ახალციხის ინსტიტუტი უზრუნველყოფს: ა) ინსტიტუტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) ინსტიტუტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.     მუხლი 7🔗. აკადემიური საბჭო 1. ინსტიტუტის აკადემიური საბჭო (შემდეგში – აკადემიური საბჭო) არის ინსტიტუტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები. 2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.     მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება ინსტიტუტის აკადემიური საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს ინსტიტუტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს ინსტიტუტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების ცნობის წესს; ლ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; მ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ნ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ო) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; პ) ადგენს ფაკულტეტის დეკანების, ინსტიტუტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ) ირჩევს ინსტიტუტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ს) ინსტიტუტის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით, ქმნის დროებით კომისიებს. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე; ტ) აკადემიური საბჭო საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს.     მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს მდივანი. 2.  აკადემიური საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას.     მუხლი 10🔗. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი 1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს ინსტიტუტის რექტორი. 2. აკადემიური საბჭო იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. თავმჯდომარეს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3-ის მოთხოვნით, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. 3. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.     მუხლი 11🔗. აკადემიური საბჭოს სხდომათა დღის წესრიგი 1. აკადემიური საბჭოს მდივანი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს. 2. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც მდივანს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა. 3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.     მუხლი 12🔗. გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.     მუხლი 13🔗. ხმის მიცემა 1. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია. 2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვს ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.     მუხლი 14🔗. ოქმის წარმოება 1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი. 2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს სხდომის მდივანი.     მუხლი 15🔗. ინსტიტუტის რექტორი 1. რექტორი არის ინსტიტუტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, რომელსაც აკადემიური საბჭოს ირჩევს 4 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 2. რექტორი არის სსიპ – ახალციხის ინსტიტუტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს ინსტიტუტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია ინსტიტუტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ინსტიტუტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 3. რექტორი ახორციელებს კანონმდებლობითა და წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 16🔗. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) სსიპ – ახალციხის ინსტიტუტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) არის ინსტიტუტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აირჩევა 4 წლის ვადით.     მუხლი 17🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების სფერო 1. წარმომადგენლობითი საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს ინსტიტუტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ინსტიტუტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) ინსტიტუტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტების დეკანების, აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 3. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, მიმართვა, განცხადება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული ენა.     მუხლი 18🔗. კვორუმი და სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 2. თუ კანონმდებლობით ან ინსტიტუტის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრეთა ნახევარზე მეტი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია, გარდა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვის ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა.     მუხლი 19🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით. სპიკერი: ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების ჩატარებას და თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას; გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; დ) უფლებამოსილია დასვას საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ; ე) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში; ვ) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს.     მუხლი 20🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.     მუხლი 21🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების ფორმირება 1. წარმომადგენლობით საბჭოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, წარმომადგენლობითმა საბჭომ თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება შექმნას დროებით სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით. 2. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს არანაკლებ 3 წევრით. ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ჯგუფის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.     მუხლი 22🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევა და მიმდინარეობა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები მოიწვევა სემესტრში ორჯერ მაინც. საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომა (სხდომები). 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს წარმართავს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მის მიერ დროებით უფლებამოსილი საბჭოს რომელიმე წევრი. ინფორმაცია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით გამოეკვრება საჯარო გაცნობისათვის ინსტიტუტის შენობაში, სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და ეცნობება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/4-ის მოთხოვნით. 4. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი მისი მოწვევის აუცილებლობის შემთხვევაში. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული სხდომა აისახება ოქმით. ოქმს ხელს აწერს სპიკერი(ან სხდომის წარმმართველი საბჭოს წევრი) და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ან სხდომის მდივანი.     მუხლი 23🔗. ინსტიტუტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) ინსტიტუტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის ინსტიტუტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.     მუხლი 24🔗. ინსტიტუტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია ინსტიტუტის სახელით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს ინსტიტუტის ადმინისტრაციის სტუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ამზადებს ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია ინსტიტუტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე. 3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.     მუხლი 25🔗. ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ინსტიტუტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. 2. ინსტიტუტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად. 3. ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი ინსტიტუტის შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 4. ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 5. ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. თავი III ინსტიტუტის ფაკულტეტები     მუხლი 26🔗. ფაკულტეტები 1. ინსტიტუტში ოთხი ფაკულტეტია: ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა; გ) ბიზნესისა და მართვის; დ) იურიდიული. 2. გადაწყვეტილებას ფაკულტეტის შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს ინსტიტუტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. ფაკულტეტების შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს საფაკულტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, ასევე გადაწყვეტილებას საფაკულტეტო მნიშვნელობის ახალი ერთეულების შექმნის ან არსებული ერთეულების გაუქმების შესახებ შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. საფაკულტეტო მნიშვნელობის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით. 4. ფაკულტეტი მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს ინსტიტუტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით. 5. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 6. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.     მუხლი 27🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და ინსტიტუტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს.     მუხლი 28🔗. ფაკულტეტის დეკანი 1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. 2. ფაკულტეტის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 3. ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის 1/4-ს შეუძლია მოითხოვოს დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტა. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიიღება საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.     მუხლი 29🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი. 5. ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი საინსტიტუტო სისტემის ნაწილს. თავი IV ინსტიტუტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის წესი     მუხლი 30🔗. მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის ზოგადი პრინციპები ინსტიტუტისა და ფაკულტეტების მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნები ტარდება თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვით.     მუხლი 31🔗. აკადემიური საბჭოს არჩევის წესი 1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მას ეწრება ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტი. 2. აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან აირჩევა 8 წევრი. თითოეული ფაკულტეტი ირჩევს 2 წარმომადგენელს. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. 3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა. 4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით. 5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.     მუხლი 32🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი 1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ამ ერთეულებზე წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები. 3. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე პირთა 1/3 მაინც, ცალ-ცალკე, როგორც აკადემიური, ისე სტუდენტების რაოდენობიდან. 4. მიღებული ხმების დათვლა ხდება ცალ-ცალკე, სტუდენტებისა და აკადემიური პერონალისათვის. 5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. 6. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები. 9. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი საბჭოს არჩევნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 10. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 11. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 12. პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს დაწესებულების საარჩევნო კომისია. 13. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, დაწესებულების საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას, არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. 14. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით.     მუხლი 33🔗. რექტორის არჩევის წესი 1. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ინსტიტუტის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი. რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. 2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. პირი, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.     მუხლი 34🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის წესი 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 4 წელია. 3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. პირი, რომელსაც ეკავა ინსტიტუტის რექტორის თანამდებობა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.     მუხლი 35🔗. ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.     მუხლი 36🔗. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი 1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.     მუხლი 37🔗. ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი 1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. 2. ფაკულტეტის დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი. კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია ავტობიოგრაფიისა და ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას ღებულობს ინსტიტუტის აკდემიური საბჭო. თითოეული კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებული დეკანის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა დეკანის არჩევა, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.     მუხლი 38🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი 1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრად შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. თავი V ინსტიტუტის პერსონალი     მუხლი 39🔗. ინსტიტუტის პერსონალი ინსტიტუტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.     მუხლი 40🔗. ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი 1. ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 41🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე. 3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს ინსტიტუტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 42🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს ინსტიტუტის აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი    საბჭო. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.     მუხლი 43🔗. ინსტიტუტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი ინსტიტუტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.     მუხლი 44🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები 1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესში განსაზღვრული ვადით. 2. სსიპ – ახალციხის ინსტიტუტის აკადემიურ თანამდებობაზე 2009-10 სასწავლო წლიდან არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.     მუხლი 45🔗. აკადემიური წოდებები 1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 2. ინსტიტუტის 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება. 3. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს ინსტიტუტი. ამასთანავე, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.     მუხლი 46🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტის მართვაში; ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები; დ) 5 წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის ასამაღლებლად აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს ერთი სასწავლო წლის ვადით; ე) განახორციელოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.     მუხლი 47🔗. აკადემიური პერსონალის ვალდებულებები აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას ინსტიტუტის წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; დ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.     მუხლი 48🔗. ინსტიტუტის ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები, ინსტიტუტის და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ინსტიტუტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები. 6. ინსტიტუტი უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.     მუხლი 49🔗. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლები ინსტიტუტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ-ქმედუნარიანად აღიარება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.     მუხლი 50🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება ინსტიტუტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება ინსტიტუტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. თავი VI სტუდენტი     მუხლი 51🔗. ინსტიტუტის სტუდენტად მიღება 1.  ინსტიტუტის სტუდენტი არის პირი, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტიტუტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს ინსტიტუტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამის გასავლელად. 2. ინსტიტუტის მაგისტრატურაში მიღების წესს განსაზღვრავს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება. ინსტიტუტის დოქტორანტურაში მიღების წესს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.     მუხლი 52🔗. სტუდენტის უფლებები 1. ინსტიტუტის სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტის მეცნიერულ კვლევაში; გ) ინსტიტუტის შინაგანაწესითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ინსტიტუტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და ინსტიტუტის წარმომადგენლობით ორგანოებში; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობისა და ინსტიტუტის წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, ინსტიტუტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; ი) აირჩიოს სასწავლო პროგრამა; კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში; ლ) პერიოდულად მოახდინოს ინსტიტუტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება; ნ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები. 2. ინსტიტუტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში.     მუხლი 53🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია ინსტიტუტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას ინსტიტუტის წესდება და შინაგანაწესი.     მუხლი 54🔗. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ინსტიტუტის შინაგანაწესით ეთიკის კოდექსითა და დისციპლინური პასუხისმგებლობით.     მუხლი 55🔗. სტუდენტური თვითმმართველობა 1. ინსტიტუტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს ინსტიტუტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას ინსტიტუტის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან ინსტიტუტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) მონაწილეობას იღებს სტუდენტის მიმართ დისციპლინური საქმის განხილვაში. 4. ინსტიტუტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. 5. ინსტიტუტის ბიუჯეტში სტუდენტური თვითმმართველობის ღონისძიებებისთვის განსაზღვრული ასიგნება განისაზღვრება სტუდენტური თვითმართველობის მიერ წარმოდგენილ ღონისძიებათა (პროექტების) მიხედვით, რომელიც მტკიცდება ინსტიტუტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ინსტიტუტის ბიუჯეტის ფარგლებში.     მუხლი 56🔗. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით. თავი VII სსიპ – ახალციხის ინსტიტუტის განათლების საფეხურები     მუხლი 57🔗. განათლების საფეხურები 1. სსიპ – ახალციხის ინსტიტუტში აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება ერთსაფეხურიანი და ორსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე. 2. აკადემიური უმაღლესი განათლების ორსაფეხურიანი სწავლების საფეხურებია: ა) ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტისა; ბ) მაგისტრატურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტისა. 3. ერთსაფეხურიანი სწავლება ინსტიტუტში ხორციელდება დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამით (პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამა).     მუხლი 58🔗. აკადემიური ხარისხის ან დიპლომის მინიჭება 1. აკადემიურ ხარისხს ან დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომს ინსტიტუტის სახელით ანიჭებს ფაკულტეტი დაგროვილი კრედიტების იმ რაოდენობის საფუძველზე, რომელიც საკმარისია სწავლების მოცემული საფეხურის დასასრულებლად. 2. განათლების ყოველი საფეხურის დასრულების შემდეგ სსიპ ახალციხის ინსტიტუტი გასცემს სათანადო დიპლომს სტანდარტული დანართით.     მუხლი 59🔗. საპატიო დოქტორის წოდება აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს ფაკულტეტის წარდგინებით მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება პირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი იმ მეცნიერებაში/მეცნიერებებში, რომელსაც ეს ფაკულტეტი წარმოადგენს.     მუხლი 60🔗. ჯილდოები 1. სამეცნიერო, პედაგოგიურ ან/და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის ინსტიტუტი აწესებს ჯილდოებს. გადაწყვეტილებას ჯილდოების თაობაზე იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ინსტიტუტს შეუძლია აგრეთვე დააწესოს სხვა ჯილდოები. თავი VIII ინსტიტუტის დაფინანსება ინსტიტუტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 61🔗. ინსტიტუტის ბიუჯეტი 1. ინსტიტუტის ბიუჯეტის შედგენის წესს ამტკიცებს ინსტიტუტის წარმომადგენლობითი საბჭო. 2. ინსტიტუტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფაკულტეტებთან და ინსტიტუტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებებითა და დასაბუთებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალარჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.     მუხლი 62🔗. ინსტიტუტის ეკონომიკური საქმიანობა ინსტიტუტი – შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამასთან ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ინსტიტუტი არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე.     მუხლი 63🔗. ინსტიტუტის დაფინანსება 1. ინსტიტუტის საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით; ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; გ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; ე) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები. 3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინსტიტუტის ფინანსები მთლიანად ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ინსტიტუტის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.     მუხლი 64🔗. ინსტიტუტის ქონება ინსტიტუტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.     მუხლი 65🔗. ინსტიტუტის ქონებით სარგებლობა 1. სახელმწიფო კონტროლის განმახორიციელებელი ორგანოს თანხმობით ინსტიტუტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსათა სამინისტროს თანხმობა. 3. ინსტიტუტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.     მუხლი 66🔗. ინსტიტუტისათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება 1. ინსტიტუტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 67🔗. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს ინსტიტუტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ინსტიტუტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.     მუხლი 68🔗. ინსტიტუტის ბალანსის შედგენა და შემოწმება ინსტიტუტი ვალდებულია საქართვლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლდ წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ინსტიტუტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განამახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი IX ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 69🔗. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ინსტიტუტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 2. ინსტიტუტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით. თავი X წესდებაში ცვილებებისა და დამატებების შეტანა     მუხლი 70🔗. ინსტიტუტის წესდების მიღების, შეცვლისა და გაუქმების უფლებამოსილება 1. ინსტიტუტის წესდებას შეიმუშავებს ინსტიტუტის წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 2. ინსტიტუტის წესდების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.