,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.012.716
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №2
2009 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1, ბრძანებით (სსმ III, 03.01.2006 წ., №1, მუხ.1) დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვების განმახორციელებელ პირებზე.“.
2. დებულების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.“.
3. დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50.000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 100.000 ლარს;“.
4. დებულების დანართი №1-ით გათვალისწინებული „ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია“ „საქონლის შესყიდვა ტენდერის საშუალებით“ „ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის“ ინსტრუქციის 31.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31.1 ტენდერში მონაწილე პირებს შეუძლიათ გაასაჩვრონ შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) ქმედებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების VII თავის შესაბამისად, თუ ჩათვლიან, რომ ტენდერის განხორციელების პროცესში დარღვეულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესები და/ან შელახულ იქნა მათი უფლებები.“.
5. დებულების დანართი №1-ით გათვალისწინებული „ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია“ „მომსახურების შესყიდვა ტენდერის საშუალებით“ „ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის“ ინსტრუქციის 31.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31.1 ტენდერში მონაწილე პირებს შეუძლიათ გაასაჩვრონ შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) ქმედებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების VII თავის შესაბამისად, თუ ჩათვლიან, რომ ტენდერის განხორციელების პროცესში დარღვეულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესები და/ან შელახულ იქნა მათი უფლებები.“.
6. დებულების დანართი №1-ით გათვალისწინებული „ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია“ „სამუშაოების შესყიდვა ტენდერის საშუალებით“ „ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის“ ინსტრუქციის 31.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31.1 ტენდერში მონაწილე პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) ქმედებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების VII თავის შესაბამისად, თუ ჩათვლიან, რომ ტენდერის განხორციელების პროცესში დარღვეულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესები და/ან შელახულ იქნა მათი უფლებები.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ვარსემაშვილი