,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.10.003.000.682
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 07/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №41

2007 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ III, №141) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დებულებას დაემატოს 71 მუხლი:

     „მუხლი 71. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის წესი

1. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან მათ ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები უსასყიდლოდ გადასცენ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისათვის, სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას არანაკლებ დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებული ავტომანქანის ღირებულებისა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოქმედება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასაცემ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის გაფორმებულია შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულება და სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია კონკურსის ან აუქციონის გამართვიდან 20 კალენდარულ დღეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი