⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.11.2010)
გაუქმებულია:

,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 30.01.2009
ძალაში შესვლა 01.02.2009
ძალის დაკარგვა 11.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.033.012.725
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 30/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,556 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2009 მიღება
01.02.2009 ძალაში შესვლა
11.11.2010 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სტიკერის სერიული ნომერი და მისი ჩაკვრის თარიღი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CharChar2 {mso-style-name:" Char Char2"; font-family:"Calibri","sans-serif";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.0pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.033.012.725 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №38 2009 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს: 1. ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესი“ (დანართი №1). 2. ,,უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოში შემომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმა“ (დანართი №2). 3. ,,უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გარეშე საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისას საბაჟო ორგანოების მიერ გასაცემი ცნობის ფორმა“ (დანართი №3). 4. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ გასაგზავნი შეტყობინების ფორმა“ (დანართი №4). 5. ,,უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გარეშე საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა“ (დანართი №5). მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან. ნ. გილაური დანართი №1 უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესი 1. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვა ხორციელდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში სათანადო სტიკერის ჩაკვრითა და თარიღ-დამღის დასმით, შემდეგ სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში: ა) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“; ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი“; გ) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლო“; დ) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხი“. 2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის სხვა ადგილებში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირები. 3. ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობისა და იმის გათვალისწინებით, თუ რა გზითაა (საზღვაო ან სხვა) შემოტანილი აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გამოიყენება სამი სხვადასხვა ფერის (ვარდისფერი, წითელი და მწვანე) სტიკერი ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმით (დანართი №2). 4. ვარდისფერი სტიკერი გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მიზნით. 5. მწვანე ფერის სტიკერი გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მიზნით, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება შემოტანილია საზღვაო გზით. 6. წითელი ფერის სტიკერი გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მიზნით, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება შემოტანილია სახმელეთო გზით. 7. საბაჟო ორგანოს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელ პირს უცხო ქვეყნის მოქალაქის უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (სატრანსპორტო საშუალების მარკა და სარეგისტრაციო ნომერი) შეაქვს სათანადო სტიკერში, რომელსაც აკრავს მოქალაქის პასპორტში (სამგზავრო დოკუმენტში) და სვამს თარიღ-დამღას ,,შემოსვლა“ ისე, რომ ანაბეჭდის ნაწილი გადავიდეს სამგზავრო დოკუმენტში ჩაკრულ სტიკერზე. 8. ამ წესის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებთან ერთად პასუხისმგებელი პირის მიერ ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტრონული აღრიცხვა. 9. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით და რომელსაც პასპორტში (სამგზავრო დოკუმენტში) ჩაკრული აქვს სათანადო სტიკერი, საქართველოდან კი გადის სხვა სატრანსპორტო საშუალებით ან საზღვარს კვეთს ფეხით, ვალდებულია სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარუდგინოს იმ საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დანართი №3), სადაც განხორციელდა შესაბამისი საბაჟო პროცედურები აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. 10. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით და რომელსაც პასპორტში (სამგზავრო დოკუმენტში) ჩაკრული აქვს სათანადო სტიკერი, საქართველოდან კი გადის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გარეშე საჰაერო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, უფლება აქვს, ცნობის (დანართი №3) გაცემის მიზნით, შესაბამის სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარუდგინოს: ა) „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“; ბ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტის ავტოსადგომზე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსების დამადასტურებელი ქვითარი; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უცხოეთში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 11. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ და ამ წესის მე-9 პუნქტში აღნიშნული პირი არ წარადგენს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას (დანართი №3), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირი შესაბამის ინფორმაციას გადასცემს უახლოეს სასაზღვრო საბაჟო ორგანოს შეტყობინების სახით (დანართი №4). 12. ამ წესის მე-9 პუნქტში აღნიშნულ პირებს საქართველოდან გასვლის უფლება ეძლევათ სასაზღვრო საბაჟო ორგანოსთვის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსათვის ცნობის (დანართი №3) წარდგენის შემდეგ. ცნობა რჩება ცნობის მიმღებ ორგანოში. 13. ამ წესის მე-9 პუნქტში აღნიშნული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ჟურნალში (დანართი №5) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირის ან იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ, რომლის გავლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ტოვებს საქართველოს ტერიტორიას. დანართი №2 უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოში შემომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმა არა უმეტეს 2.5 სმ-ისა                                                                                                                                            დანართი №3 უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გარეშე, საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისას საბაჟო ორგანოების მიერ გასაცემი  ც ნ ო ბ ა გაცნობებთ, რომ ----------------------------------- მოქალაქე ------------------------------------,                                                   (მოქალაქეობა)                                                                (სახელი, გვარი) პასპორტის № -------------------------------------- პირადი ნომერი № --------------------------------------                                        (სამგზავრო დოკუმენტის ნომერი)           (სამგზავრო დოკუმენტში მითითებული პირადი ნომერი) შემოსული საქართველოში 200  წლის „--------“ ---------------------------------------------                                                                                                             (საქართველოში შემოსვლის თარიღი) საბაჟო გამშვები პუნქტი/საგუშაგო -------------------------------------------- დან, რომელსაც სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული აქვს სტიკერი № --------------------------------,                                                                                                                                                      (სტიკერის სერიული ნომერი) სადაც მითითებულია ა/მ მარკა ----------, ა/მ სარეგისტრაციო ნომერი ----------------------, გადაადგილდება  მითითებული  სატრანსპორტო  საშუალების  გარეშე. საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო პროცედურები განხორციელებულია. საბაჟო ორგანო თანახმაა ამ ცნობაში მითითებულმა მოქალაქემ დატოვოს საქართველოს საბაჟო ტერიტორია. ცნობის გაცემის თარიღი „-------“ -------------------------- თანხმობის გამცემი უფლებამოსილი პირი --------------------/ --------------------------/ ბ.ა.                                                                                             (ხელმოწერა, სახელი და გვარი გარკვევით, ბეჭედი)     დანართი №4 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ გასაგზავნი შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა გაცნობებთ, რომ „-------“ ---------------------------------------------------------------------------                                                                             (საქართველოში შემოსვლის თარიღი) საბაჟო გამშვები პუნქტი/საგუშაგო -------------------------------------------- დან შემოსული                                                                            (პუნქტის/საგუშაგოს დასახელება) ---------------------------------------- მოქალაქე ----------------------------------------------------,                (მოქალაქეობა)                                                                                            (სახელი, გვარი) პასპორტი № --------------------------------- პირადი ნომერი № ------------------------------------------                                 სამგზავრო დოკუმენტის ნომერი)                    (სამგზავრო დოკუმენტში მითითებული პირადი ნომერი) რომელსაც სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული აქვს სტიკერი №--------------------------                                                                                                                                                                                                  (სტიკერის სერიული ნომერი) სადაც მითითებულია ა/მ მარკა ----------, ა/მ სარეგისტრაციო ნომერი ------------------------------, ამჟამად გადაადგილდება სტიკერში მითითებული სატრანსპორტო საშუალების  გარეშე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს დასახელება                    --------------------------------------------------- პასუხისმგებელი პირი                  ----- --------------/ ---------------------------/ ბ.ა.                                                                        (ხელმოწერა, სახელი და გვარი გარკვევით, ბეჭედი) შეტყობინების მიმღები უფლებამოსილი პირი ----------------/ ---------------------------/ ბ.ა                                                                                                     (ხელმოწერა, სახელი და გვარი გარკვევით, ბეჭედი) თარიღი „------------“ -------------------------------   დანართი №5 უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გარეშე საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № სტიკერის სერიული ნომერი და მისი ჩაკვრის თარიღი სტიკერში აღნიშნული იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა და სარეგისტრაციო ნომერი, რომლის გარეშეც გადის უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში რეგისტრირებული იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელი და გვარი, რომლის გარეშეც გადის იგი საქართველოს ტერიტორიიდან ცნობის გამცემი საბაჟო ორგანოს დასახელება და ცნობის გაცემის თარიღი ჟურნალის წარმოებაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა 1 2 3 4 5 6