,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.693
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 23/03/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №52

2007 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემა მოიცავს:

ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენელი სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა.ა) მინისტრის აპარატი;

ა.ბ) გენერალური ინსპექცია;

ა.გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ა.დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ა.ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ა.ვ) ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამეტი;

ა.ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი;

ა.თ) ლიცენზირების სამსახური;

ა.ი) რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტი;

ა.კ) პროგრამების/პროექტების სამმართველო/სამმართველოები;

ა.ლ) ბავშვზე ზრუნვის სამმართველო;

ბ) ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;

გ) შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს:

გ.ა) საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი;

გ.ბ) ეროვნული გამოცდების ცენტრი;

გ.გ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;

გ.დ) ფონდი „ირმის ნახტომი“;

გ.ე) საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

გ.ვ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სამეცნიერო-კვლვითი დაწესებულებები;

გ.ზ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი;

გ.თ) საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური;

გ.ი) ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;

დ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს.“.

2. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს 41 და 42 მუხლები:

     „მუხლი 41. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:

ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის თათბირების ორგანიზება და ოქმების შედგენა;

გ) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების მომზადება, პროტოკოლის უზრუნველყოფა;

დ) მინისტრის მივლინებების ორგანიზება;

ე) მინისტრის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მისი საჯარო გამოსვლების მომზადება, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში რჩევების მიწოდება;

ვ) მინისტრის არაგეგმური დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი;

ზ) მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია;

თ) ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება;

ი) მინისტრის უსაფრთხოებისა და მისი გადაადგილების უზრუნველყოფა;

კ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება, პროფილაქტიკა, შემოწმება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა;

ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის კანონიერების ანალიზი, მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საფინანსო კონტროლი, მათი შემოწმება;

გ) მოქალაქეთა განცხადებების, ადმინისტრაციული საჩივრების, თანამშრომელთა შუამდგომლობების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში არსებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის განხილვა, შემოწმება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა;

დ) მინისტრის დავალებით საქართველოს პროკურატურიდან, სასამართლო ორგანოებიდან, საქართველოს კონტროლის პალატიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილებისა და წარდგინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემოწმებების წარმოება;

ვ) მინისტრის მიერ გამოცემული აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავება, სამინისტროს პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და მათთან დაკავშირებული მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მონიტორინგი;

ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის ინსტრუქციების შემუშაება;

გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;

დ) სამინისტროს კორესპონდენციის, მათ შორის კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;

ე) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;

ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავება და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სამინისტროს საშტატო განრიგის შედგენაში მონაწილეობა;

ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება;

კ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია;

ლ) ატესტაციისა და სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა დადგენილი წესით;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადება;

ნ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკიური ბაზის მოვლა-განახლება;

ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური, მათ შორის საკომუნიკაციო და ელექტრონული უზრუნველყოფა;

პ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

4. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;

ბ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობა;

გ) სამინისტროს ვებ-გვერდის წარმოება;

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

5. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;

გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნის მომზადება;

დ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელების ხელშეწყობა;

ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს ხელშეკრულებების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;

ვ) სამინისტროს სასამართლოში წარმომადგენლობა;

ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა კორესპონდენციების განხილვა;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და მისი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ი) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

6. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) სამინისტროს ფინანსური სახსრების მართვა;

გ) სამინისტროს საშტატო განრიგის შემუშავება;

დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა;

ე) სამინისტროს შესყიდვების განხორციელება;

ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა და ამ ბაზასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მომზადება;

ზ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა გნხორციელება.

7. ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) განათლების, მეცნიერებისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევა;

ბ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;

გ) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერების, რექტორების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელების რეესტრების წარმოება;

ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, მათ შორის სტუდენტთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მათ შორის მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;

ვ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

8. ლიცენზირების სამსახურის კომპეტენციაა:

ა) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან, გაუქმებასა და ცვლილებებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;

ბ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების რეესტრის წარმოება;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზირებული დაწესებულებების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;

დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

9. რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სამინისტროს ცენტრალური აპარატის ურთიერთობის კოორდინაცია;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადება;

დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

10. პროგრამების/პროექტების სამმართველოს/სამმართველოების კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერების მართვისა და განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ზრუნვის სფეროში ეროვნული და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;

გ) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

11. ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა;

ბ) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების კოორდინაცია და კონტროლი.

    მუხლი 42. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე

1. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

2. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს.“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი