„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 02.02.2009
ძალის დაკარგვა 02.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №პირადი ნომერი
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.023.012.734
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 02/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,947 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2009 მიღება
02.09.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
საცხოვრებელი ადგილი სამსახური
ნომერი პირადი ნომერი
სწავლების წლები სასწავლო დაწესებულება
უცხო ენა ძალიან კარგი
სამუშაოზე დანიშვნის თარიღი სამუშაოდან გათავისუფლების თარიღი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 51.0pt 53.95pt 65.45pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.023.012.734 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №2 2009 წლის 2 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 4 ივლისის №187 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                     გ. ხაჩიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაწესებულება – სამინისტრო და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; ბ) სტაჟირება – დაწესებულებაში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა; გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; დ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად დაწესებულებაში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ. თავი II სტაჟირების კომისია     მუხლი 3🔗 სტაჟიორთა მიღების მიზნით, დაწესებულებაში იქმნება სტაჟირების კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდგომში – ინსპექცია) შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).     მუხლი 4🔗 1. კომისია შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისაგან. 2. კომისიის წევრებს შორის უფლებამოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 5. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. 6. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 8. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. თავი III კონკურსი     მუხლი 5🔗 დაწესებულებაში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.     მუხლი 6🔗 1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრი. 2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრი. 3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა. 4. დაწესებულებაში სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი. 5. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმე დანართი 1-ის შესაბამისად; გ) დიპლომის ასლი ან უმაღლსი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ კურსზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ორი ფოტოსურათი (3X4). 6. კანდიდატმა სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს: ა) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი (აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება შეიტანება ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურში ან ინსპექციის ტერიტორიული ორგანოების სწრაფი რეაგირების განყოფილებაში). 7. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ბ) უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; გ) მომხმარებლის დონეზე უნდა შეეძლოს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობა (Windows, Word, Excel, Internet Explorer). 8. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.     მუხლი 7🔗 კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღანელი, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრი.     მუხლი 8🔗 1. კონკუსის გამოცხადება ხდება დაწესებულების ხელმძღვანელის, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრის მიერ, პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. 2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კონკურსის ფორმას (ტესტირება ან/და გასაუბრება); ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ; გ) იმ დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს დასახელებას (მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობის მითითებით), სადაც შესაძლებელი იქნება სტაჟირების გავლა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში; დ) კონკურსის ჩატარების დროს და ადგილს. 3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც. 4. კონკურსის ჩატარების დროს და ადგილს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრი. თავი IV ტესტირება და გასაუბრება     მუხლი 9🔗 1. ტესტი შეიცავს კომისიის მიერ განსაზღვრული ოდენობის საკითხებს. ტესტის პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. 2. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 (ნული) ქულით. 3. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი ან არც ერთი პასუხი არ არის შემოხაზული, ტესტის ამოხსნა შეფასდება 0 (ნული) ქულით. 4. ტესტურ გამოცდაში გამსვლელი ქულის ოდენობას ადგენს დაწესებულების ხელმძღვანელი (ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრი). 5. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად კანდიდატს ეძლევა კომისის მიერ განსაზღვრული დრო. დროის გადაცილების შემდეგ გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და კანდიდატს დაეწერება შეფასება 0 (ნული). 6. კანდიდატები მიიღებენ გაფრთხილებას დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე. 7. საგამოცდო ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხების ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია ტესტირების ჩატარებისათვის. 8. კომისიის ნებართვის გარეშე (ნებართვა გაიცემა, თუ ტესტების შევსებისთვის აუცილებელია რაიმე ლიტერატურის გამოყენება) ტესტურ გამოცდაზე აკრძალულია ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის შეტანა. ტესტურ გამოცდაზე აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების, ასევე მობილური ტელეფონის გამოყენება დაუშვებელია. 9. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მასალის უნებართვოდ გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0 (ნული). 10. ტესტური გამოცდის პასუხები მოწმდება კომისიის მიერ.     მუხლი 10🔗 კანდიდატთან კომისია გასაუბრებას ატარებს სტაჟიორის მიერ განსახორციელებელ უფლებამოსილებებთან კანდიდატის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების, თეორიული ცოდნის და პირადი თვისებების შესაბამისობის შეფასების მიზნით.     მუხლი 11🔗 კომისია ტესტირების ან/და გასაუბრების დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კანდიდატს ტესტირების ან/და გასაუბრების შედეგებს.     მუხლი 12🔗 კანდიდატი, რომელსაც გავლილი აქვს ტესტირება ან/და გასაუბრება, ერთი წლის განმავლობაში მეორედ ტესტირებაზე არ დაიშვება. თავი V სტაჟიორთა შერჩევა და სტაჟირების გავლის წესი     მუხლი 13🔗 1. დაწესებულებაში კანდიდატის სტაჟიორად მიღების რეკომენდაციას ტესტირების ან/და გასაუბრების შედეგების საფუძველზე იღებს კომისია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციის საფუძველზე დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტაჟიორად მიღების შესახებ. 3. იმ შემთხვევაში, თუ პირი გადის სტაჟირებას ინსპექციაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრული სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სასწავლო დაწესებულებაში (ცენტრში) სავალდებულო ტრენინგზე გაგზავნის შესახებ. 4. იმ სასწავლო დაწესებულებას (ცენტრს), სადაც უნდა მოხდეს სტაჟიორის სავალდებულო ტრენინგი, განსაზღვრავს მინისტრი, ხოლო სტაჟიორის ტრენინგის ხარჯებს ანაზღაურებს ინსპექცია. 5. სავალდებულო ტრენინგის დასრულების შემდეგ სასწავლო დაწესებულება (ცენტრი) სტაჟიორს უტარებს ტესტირებას სასწავლო პროგრამის თემატიკის შესაბამისად. ტესტირების შედეგები ეცნობება სამინისტროს. 6. სავალდებულო ტრენინგის დასრულების შემდეგ სტაჟიორი აგრძელებს სტაჟირებას შესაბამის დაწესებულებაში.     მუხლი 14🔗 დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრის მიერ.     მუხლი 15🔗 1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრის მიერ არა უმეტეს 6 თვის ვადისა. 2. დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პერიოდულად ისმენს და განიხილავს სტაჟიორის ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 3. სტაჟიორის ანგარიშის პერიოდული განხილვის შედეგები ეცნობება დაწესებულების ხელმძღვანელს (ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრს) და კომისიას. 4. დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაბამისი ცნობა. 5. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 6. განსაკუთრებულ შემთხვაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორისთვის სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის და მისი დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. თავი VI დაწესებულებისა და სტაჟიორის უფლებამოვალეობანი     მუხლი 16🔗 დაწესებულება ვალდებულია სტაჟიორს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად შეუქმნას სათანადო პირობები და მოსთხოვოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება.     მუხლი 17🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს: ა) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გარდა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს; ბ) გაეცნოს დაწესებულების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას. 2. სტაჟიორი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას. 3. სტაჟიორი ვალდებულია: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს დაწესებულების დებულებით; ბ) დაიცვას შინაგანაწესი და შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები; გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება დაწესებულების იმ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას; დ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. თავი VII სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლები     მუხლი 18🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) სავალდებულო სწავლების დროს არასაპატიო მიზეზით 6 აკადემიური საათის გაცდენა; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა; გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) პირადი განცხადება; ე) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო ინსპექციის შემთხვევაში – მინისტრი. დანართი №1 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმე                 ფოტო ცნობები თქვენ შესახებ 1.  სახელი, მამის სახელი, გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2.  დაბადების თარიღი, ადგილი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3.  მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. საკონტაქტო ინფორმაცია: საცხოვრებელი ადგილი სამსახური მობილური ელექტრონული ფოსტა 5.  პირადობის მოწმობის მონაცემები: ნომერი პირადი ნომერი გაცემის თარიღი გაცემის ადგილი 6.  განათლება: სწავლების წლები სასწავლო დაწესებულება ფაკულტეტი სპეციალობა ხარისხი 1. 2 3. 4. 7. უცხო ენის ცოდნა: უცხო ენა ძალიან კარგი კარგი საშუალო 1. 2. 3. სპეციალური ან პროფესიული ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრენინგები გაქვთ გავლილი): –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 9. შრომითი საქმიანობა: სამუშაოზე დანიშვნის თარიღი სამუშაოდან გათავისუფლების თარიღი მუშაობის ადგილი (ორგანიზაციის დასახელება) დაკავებული თანამდებობა; სახელფასო განაკვეთი გათავისუფლების მიზეზები 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 10. დაწესებულება, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ​(მიუთითეთ კონკრეტულად, სად გსურთ სტაჟირების გავლა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––